ფინურ-უნგრული ენები

ფინურ-უნგრული ენები, უნგრულ-ფინური ენები, ფინურ-მადიარული ენებიურალურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი ჯგუფი. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში (სკანდინავიიდან ურალამდე), ვოლგა-კამის აუზის უდიდეს ნაწილში, შუა და ქვემო ობის აუზში, დუნაის აუზის მცირე ნაწილში. ფინურ-უნგრულ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 24 მლნ-ს აღწევს. უნგრულ, ფინურ და ესტონურ ენებს მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა და ლიტერატურული ტრადიციები აქვთ. სხვა ფინურ-უნგრულ ენების უმრავლესობა ახლადდამწერლობიანი ენებია, ხოლო ზოგიერთი ბალტიისპირულ-ფინური ენა უდამწერლობოა. ფინურ-უნგრული ენების ნათესაობის დამადასტურებელია ამ ენებში არსებული ძველი სიტყვების საერთო ფენა, ასევე სიტყვის მორფოლოგიური მწარმოებლებისა და კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსების სისტემა. მათი ტიპოლოგიური მახასიათებლებია აგლუტინაცია, სინჰარმონიზმი, მჟღერი თანხმოვნების სიღარიბე, 2 და მეტი თანხმოვნის შეუთავსებლობა პირველ მარცვალში და ა. შ. აქვთ კუთვნილებისა და ჯერადობის (ზმნაში) აღმნიშვნელი ბოლოსართების მდიდარი სისტემა.

ფინურ-უნგული ენები

ფინურ-უნგულ ენებს ორ, ფინურ და უნგრულ ენათა შტოდ ჰყოფენ, ხოლო ფინურ-უნგულ ენებზე მოლაპარაკეთ კი ფინურ-უნგრელ ხალხებს უწოდებენ.

სახელწოდება

ამ ენებს ზოგჯერ ფინურ-მადიარულ ენებსაც უწოდებენ.

ენათა კლასიფიკაცია

ფინურუნგრული ენები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

უნგრული ენები

ფინურ-პერმული ენები

  • პერმული ენები
  • ვოლგის ფინური ენები
    • მარიული
      • აღმოსავლურ-დაბლობის
      • მთის
      • ჩრდილო-დასავლური
    • მორდვა
    • გამქრალი ვოლგის ფინური ენები
      • მარიანული †
      • მურომული †
      • მეშჩერული †
    • ფინურ-სამური ენა (ფინურ–ლაპური ენა)
      • საამური ენები (ლაპური ენები)
        • დასავლეთსაამური ენები
          • სამხრეთსაამური
          • უნესაამური
          • ლულესაამური
          • პიტესაამური
          • ჩრდილოეთსაამური
        • აღმოსავლეთსაამური ენები
          • კემისაამული †
          • ინარისაამული
          • აკალასაამური †
          • კილდინსანური
          • სკოლცამური
          • ტერსაამული
      • ბალტიისპირულ-ფინური ენა
        • ესტონური
        • ფინური (მ(ე)იანკიელის, ანუ ტორნედაფინურის, კვენფინურის, ან –კვიანურის და ინგერმანლანდურ–ფინურის ჩათვლით)
        • იჟორული
        • კარელიური
          • საკუთრივ კარელიური
          • ლიადიკიური
          • ოლონეცური
        • ლივური
        • ვეფსური
        • ვორო (ვორუ; სეტო)
        • ვოდური

უწინ მორდვასა და მარის ენებს ვოლგას ენებს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ დღეს ამგვარი კლასიფიკაცია კითხვის ქვეშ დგას, რადგან შეუძლებელია ვოლგის ფინური ენის რეკონსტრუირება. ამიტომაც კლასიფიცირების კრიტერიუმად უფრო გავრცელების გეოგრაფიული არეალია მიღებული, ვიდრე ენათა გენეტიკური სიახლოვე.

„მამაო ჩვენო“ (დასაწყისი) ფინურ–უნგრულ ენებზე

ქართულადმამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა! წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევა შენი;
უნგრულიMi Atyánk, aki a mennyekben vagy, szenteltessék meg a Te neved; jöjjön el a Te országod;
მანსურიMan ault olep jegov, tak jälpenlachte nag namen; tak jeimte nag naerlachen;
კომი–სირიანულიАйе миян, коды эм енэж вылын! Мед вежöдъяс тэнад нимыд; мед воас тэнад саритöмыд;
კომი–პერმიაკულიАйа миян, кöдыя эм енвевт вывын! Мед светитчяс тöнат нимыд; мед воас тöнат саритöмыт;
უდმურტული (ვიტიაკური)Аймы милям ин вылын улыш! Тынад нимыд святой мед луоз; тынад эксэйлыгед мед лыиктоз;
დაბლობის მარიПылпомышто улшо мемнан Ачий! Тыйын лўмет мокталтше, тыйын кугыжанышет толжо;
მთის–მარიПӹлгомыштышы мäмнäн Äтинä! Тӹньӹн лӹмет лӹмлеш-тäрäлтшӹ, тӹньӹн анжымашет толжы;
ერზიანმორდვულიМенельсэ Тетянок! Тонть леметь шнавозь аштезэ; Тонть Инязорокс чить сазо;
მოქშამორდვულიМенелень тетянок! Шнавозо Тонть леметь; топавтовозо Тонть мелеть;
ფინურიIsä meidän, joka olet taivaissa! Pyhitetty olkoon sinun nimesi; tulkoon sinun valtakuntasi;´
მიანკიელი (ტორნედაფინური)Meän Isä, joka olet taihvaissa! Pyhitetty olkhoon sinun nimesti; tulkhoon sinun valtakuntasti;
საკუთრივ კარელურიTuatto! Pyhitettävä olkah siun nimes; tulkah siun valtakuntas;
ოლონეცურიTuatto meijän taivahalline! Olgah pühännü Sinun nimi; tulgah sinun valdu;
ტვერის კარელურიТуатто мия̄н, кумбанѣ олет тайвагашша! Ана гювиттїя̄човъ ними шивнъ; ана туловъ шивнъ куниңагуш;
ვეფსურიMeiden taivhalline Tatam! Olgha pühä sinun nimi; tulgha sinun valdkund;
ვოდურიIzä mede, kumpa olet taivaiza! Pühättü olko nimes sinu; liti-tulko sinu valtas;
ესტონურიMeie Isa, kes Sa oled taevas! Pühitsetud olgu Sinu nimi; Sinu riik tulgu;
ვოროMi Esä taivan! Pühendedüs saaguq sino nimi; sino riik tulguq;
ლივურიMạd iza, kis sa vuod touvis! pǖvātộd las sig sin nim; las tugộ sin vạlikštộks;
ნორდსამულიAčče min, don gutte læk almin! Basotuvvus du namma; Bottus du rika;
ინარისამულიAätj miin, ki läh almest! Passe läos tu namma; aldanevos tu valdegodde;
სკოლცამურიÄätje mii, ku leäk almest! Da passe leidsj tu nammat; da poat tu tsarstvie;
კილდინსამურიАдж мӣн, е̄ллей Альмесьт! Святэ ля̄ннч нэ̄м То̄н; оаннѣ пуадт То̄н Ланнѣ

რიცხვითი სახელი

მაშინ როცა რიცხვითი სახელები „ერთიდან“ „ექვსის“ ჩათვლით ფინურ–უნგრული წარმოშობისაა, რიცხვი სახელი „შვიდი“ როგორც ფინურ, ასევე უნგრულ ენებში წარმოადგენს ინდროევროპულ ნასესხობას, კერძოდ კი ძველი ინდურიდან შემოსულ სიტყვას – „საპტა“. სიტყვა „ათი“ იყო არა მარტო სიტყვა „ათის“ შესატყვისი, არამედ გამოხატავდა „რიცხვსაც“. ეს დღესაც ასეა სამის, მარისა და მანსის ენებზე. რიცხვითი სახელი „დას“ კომისა და უდმურტულ ენაში, ხოლო „ტიზ“ უნგრულში ირანული ენებიდან შემოსულ ნასესხობას წარმოადგენს .

ფინურიესტონურილივურივოდურივეფსურიკარელიურინორდსამისკოლცამიოლიკ–მარიერსია-
მორდვული
მოქშა-
მორდვული
კომიზე-
ზირიანული
უდმურტულიმანსიხანტიუნგრული
1yksiüksikšühsiüsyksioktaõhttиктевейкефкяöтикодыкакваитegy
2kaksikakskakškahsikakskakšiguoktekue´httкоктыткавтокафтакыккыккитыгкатынkettő
3kolmekolmkuolmkõlmõkuomekolmigolbmakoummкумытколмоколмакуимкуинхурумхутымhárom
4neljänelinēļanellänellnellänjealljenelljнылытнилениленёльнильниланятыnégy
5viisiviisvīžviizvižviisivihttavittвизытветесьветевитвитьатветöt
6kuusikuuskūžkuuzkuzkuušiguhttakuttкудыткотокотаквайткуатьхотхутhat
7seitsemänseitseseisseitseeseiččemešeiččemenčiežačiččâmшымытсисемсисемсизимсизьымсаттапытhét
8kahdeksankaheksakādõkskahõsaakahesakahekšangavccikääu´cкандашекавксокафксакöкъямыстямызнёлловнювтыnyolc
9yhdeksänüheksaīdõksühesääühesayhekšänovcciååu´cиндешевейксэвейхксаöкмысукмысонтэлловйиряңkilenc
10kymmenenkümmekimčümmeekümnekymmenenlogilååiлукеменькемоньдасдасловяңtíz
100satasadasadasadasatasatačuođičue´đшÿдöсядосяжасесюсатсотszáz
1.000tuhattuhattuhattuhattuhattuhatduhátdohatтÿжемтёжатёжяньсюрссюрссотэр...ezer


ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი