შავკათ მირზიიოევი

შავკათ მირზიიოევი (უზბეკ. Shavkat Miromonovich Mirziyoyev; დ. 24 ივლისი, 1957,[1][2] ზაამინსკის რაიონი, ჯიზაკსკის ოლქი, უზბეკეთის სსრ, სსრკ) — უზბეკი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი,[3][4] ხოლო 2016 წლის 8 სექტემბრიდან უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.[5]

შავკათ მირზიიოევი
Shavkat Mirziyoyev
შავკათ მირზიიოევი Shavkat Mirziyoyev
უზბეკეთის მე-2 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა14 დეკემბერი 2016
პრემიერ-მინისტრი  აბდულა არიფოვი
წინამორბედინიგმატილა იულდაშევი

უზბეკეთის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი 2003 – 14 დეკემბერი 2016
პრეზიდენტიისლამ ქარიმოვი
წინამორბედიუტკირ სულთანოვი
მემკვიდრეაბდულა არიფოვი

დაბადებული12 ივლისი, 1957 (1957-07-12) (66 წლის)
ჟიზაკის ოლქი, სსრკ
მოქალაქეობაუზბეკეთის დროშა უზბეკეთი
პოლიტიკური პარტიაუზბეკეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეზიროატხონ ჰოშიმოვა
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია

დაიბადა 1957 წლის 24 ივლისს, უზბეკეთის ზაამინსკის რაიონში, თუმცა, სხვა მონაცემებით, ზაამინსკის რაიონში იგი მხოლოდ 1960-იან წლებში გადავიდა, დაიბადებით კი უზბეკეთის იაჰთან-იურატუბინსკის ოლქში.[6]

1981 წელს მირზიიოევმა დაამთავრა ტაშკენტის ირიგაციის და მელიორეციის უნივერსიტეტი. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.[7]

1996–2001 წლებში, ისლამ ქარიმოვის ბრძანებით იყო ჯიზაქის რეგიონის ხელმძღვანელი (ჰაკიმი), ხოლო შემდეგ 2001–2003 წლებში, პრემიერ-მინისტრობამდე, იყო სამარყანდის რეგიონის ხელმძღვანელი.[3] პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა 2003 წლის 12 დეკემბერს დააყენა, უზბეკეთის პარლამენტმა კი დააკმაყოფილა.[8] მისი მოადგილე გახდა ერგაშ შოისმათოვი.

2006 წლის 25 სექტემბერს მირზიიოევი შეხვდა სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრს. მათ გააფორმეს რამდენიმე შეთანხმება, მათ შორის კი იყო ერთი, რომლის მიხედვითაც უზბეკეთი სამხრეთ კორეას 2010-2014 წლებში წელიწადში 300 ტონა უზბეკურ ურანს გაუგზავნიდა. შეთანხმება გაფორმდა ამერიკული კომპანიების ზურგს უკან, რომლებიც ადრე სამხრეთ კორეასა და უზბეკეთს შორის შუამავალს წარმოადგენდნენ. სამხრეთ კორეის პრემიერი ასევე შეხვდა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს და პარლამენტის სპიკერ ერკინ ჰალილოვს. ორმა ქვეყნის პრემიერმა ასევე მიაღწია შეთანხმებას ენერგეტიკულ, სამუერნეო, არქიტექტურულ, სამშენებლო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შეთანხმებების შედეგად ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 40% გაიზარდა და 565 მილიონ დოლარს მიაღწია.[4]

თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მორზიიოევი სამი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. ამჟამად არის უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

როგორც სამარყანდის კლანის წევრს, მას მიიჩნევდნენ ისლამ ქარიმოვის ერთ-ერთ პოტენციურ მემკვიდრედ. მირზიიოევს ჰქონდა კარგი ურთიერთობა ქარიმოვის ცოლთან, ტატიანა ქარიმოვასთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე რუსტამ ინოიათოვთან.[9] ზოგიერთი დამკვირვებელი ფიქრობდა, რომ მირზიიოევს ჰქონდა მიდრეკილება ძალადობისკენ, თუმცა, მან განაცხადა, რომ ძალა მხოლოდ ერთხელ, ჯიზაქის რეგიონში გამოიყენა.[10]

2016 წლის 2 სექტემბერს, ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, მირზიიოევი პრეზიდენტის დასაფლავების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა,[11] რაც იმის ნიშანი იყო, რომ მირზიიოევი გარდაცვლილი ქარიმოვის მემკვიდრე გახდებოდა.[7] 2016 წლის 8 სექტემბერს მისი კანდიდატურა, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სესიაზე დამტკიცდა. წესით, ეს პოსტი სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდაშევს უნდა დაეკავებინა, თუმცა, მან განაცხადა, რომ „მრავალწლიანი გამოცდილების“ გამო აჯობებდა პოსტი მირზიიოევს დაეკავებინა.[12] არის მოლოდინი, რომ მირზიიოევი შეძლებს ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან უზბეკეთის ურთიერთობების სტაბილიზაციას.[13]

უზბეკეთის ცესკოს განცხადების მიხედვით, მირზიიოევი 2016 წლის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო[14] და 88,61 %-ით მიაღწია გამარჯვებას[15]. 14 დეკემბრიდან კი შეუდგა პრეზიდენტის უფლებების შესრულებას[16].

2021 წლის ოქტომბერში შავქათ მირზიოევი ხელახლა აირჩიეს უზბეკეთის პრეზიდენტად.[17]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი