ცარცულ-პალეოგენური გადაშენება

ცარცულ-პალეოგენური გადაშენება — დედამიწაზე არსებულ მცენარეთა და ცხოველთა სამი მეოთხედის ძალიან მოკლე პერიოდში უეცარი გადაშენება,[1][2][3] დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ.[2] გარდა ზოგიერთი სახეობისა, როგორებიც არიან ტყავიანი კუები და ნიანგები.[4] ამ მოვლენით დასრულდა ცარცული პერიოდი, და მასთან ერთად მთელი მეზოზოური ეპოქა, რის შემდეგაც დაიწყო კაინოზოური ერა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება, არტისტის ნამუშევარი.
კლდე, შუალედური თიხის ქვის ფენით, რომელიც შეიცავს 1000-ჯერ მეტ ირიდიუმს ზედა და ქვედა ფენებთან შედარებით. სურათი გადაღებულია სან-დიეგოს ბუნების ისტორიის მუზეუმში.
ცარცულ-პალეოგენური თიხის ფენა ნიდერლანდებში.

K–Pg-ს საზღვარი, რომელიც მთელს მსოფლიოშია, ხილვადია წყალქვეშა და ხმელეთის ქანებში. ეს სასაზღვრო თიხა შეიცავს ლითონი ირიდიუმის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ძალზე იშვიათია დედამიწის ქერქში, თუმცა უხვად არის ასტეროიდებში.[5]

1980 წელს მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ლუის ალვარესი და მისი ვაჟი ვოლტერი, შემოგვთავაზეს თავდაპირველი იდეა. ახლა კი, ზოგადად ფიქრობენ, რომ K-Pg-ს გადაშენება გამოწვეული იყო მასიური კომეტის ან ასტეროიდის დედამიწაზე დაცემით, მისი სიფართე მერყეობდა 10-დან 15 კილომეტრზე.,[6][7] ამ ჩამოვარდნამ გაანადგურა გლობალური გარემო. ტემპერატურის მკვეთრად დაცემამ, შეაჩერა ფოტოსინთეზის პროცესი მცენარეებსა და პლანქტონებში.[8][9] ეს ჰიპოთეზა, რომელსაც ალვარესის ჰიპოთეზა ჰქვია, ასევე განამტკიცეს 90-იანი წლების დასაწყისში, მექსიკის ყურეში, იუკატანის ნახევარკუნძულზე 180 კმ-ის დიამეტრის კრატერის აღმოჩენამ[10], რითაც დადასტურდა, რომ K–Pg-ს სასაზღვრო თიხა ასტეროიდის ნარჩენებისგან წარმოიქმნა.[11] ის ფაქტი, რომ გადაშენება ძალზე მოკლე დროში მოხდა, ცხადყოფს მტკიცებულებას, რომ იგი ასტეროიდის მიერ იყო გამოწვეული.[11] 2019 წლის ოქტომბერში მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მოვლენამ სწრაფად იმოქმედა ოკეანეების გამჟავიანებაზე, რამაც შეცვალა საარსებო გარემო-პირობები, მათ შორის კლიმატი. ეს ასევე იყო ორგანიზმთა გადაშენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.[12][13] 2020 წლის იანვარში მეცნიერებმა ახალი მტკიცებულება გამოაქვეყნეს, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ცარცულ-პალეოგენური გადაშენება გამოწვეული იყო მეტეორიტის ზემოქმედებით და არა ვულკანიზმით.[14][15] გადაშენების ხელშემწყოფი სხვა ფაქტორები შესაძლოა ყოფილიყო, ვულკანური ამოფრქვევები,[16][17] კლიმატისა და ზღვის დონის ცვლილებები.

K-Pg-ს გადაშენების დროს დაიღუპა სახეობების უმრავლესობა, რომელთაგანაც ძირითადი ორგანიზმები იყვნენ დინოზავრები. მან ასევე გაანადგურა ზოგიერთი სხვა ხმელეთის ორგანიზმები, მათ შორის ძუძუმწოვრები, მფრინავი ხვლიკები, ფრინველები,[18] ხვლიკისნაირნი,[19] მწერები,[20][21] და მცენარეები.[22] ოკეანეებში არსებული პლეზიოზავრები და მოზაზავრები გადაშენდნენ,,[23] ასევე ზვიგენის, მოლუსკებისა და პლანკტონის მრავალი სახეობა. დადგენილია, რომ ამ პერიოდში დედამიწის ყველა სახეობის 75% ან მეტი გაქრა.[24]

თუმცა სახეობათა გადაშენების შემდეგ, გარკვეულმა ორგანიზმებმა, კერძოდ ძუძუმწოვრებმა, ევოლუცია განიცადეს, მაგალითად ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან: ცხენები, ვეშაპები, ღამურები და პრიმატები. სავარაუდოდ ამ პერიოდში დაიწყეს განვითარება ფრინველებმა[25], ძვლიანმა თევზებმა[26] და ხვლიკისებრებმა.[19]

გადაშენების ნიმუშები

პერიოდის სიმძიმის მიუხედავად, გადაშენებამ სხვადასხვა ორგანიზმებზე განსხვავებულად იმოქმედა. ფოტოსინთეზე დამოკიდებული სახეობები ძლიერ შემცირდნენ ან გადაშენდნენ, რადგან ატმოსფეროში თავმოყრილმა ნაწილაკებმა დაბლოკეს მზისგან წამოსული სხივები, რომლებიც დედამიწის ზედაპირამდე ვეღარ აღწევდნენ.[27] ისეთი ორგანიზმები, რომლებიც იკვებებოდნენ ლეშით, გადაურჩენ გადაშენების პერიოდს, შესაძლოა მათი საკვები რესურსების რაოდენობის გაზრდის გამო. არც ერთი ბალახისმჭამელი ან ხორცისმჭამელი ცხოველი არ გადარჩენილა. სამაგიეროდ, გადარჩნენ ძუძუმწოვრები და ფრინველები, ისინი იკვებებოდნენ მწერებით, ჭიებითა და ლოკოკინებით, რომლებიც თავის მხრივ იკვებებოდნენ მკვდარი მცენარეული და ცხოველური ნარჩენებით.[28][29][30]

მდინარეებში, ორგანიზმთა (ბიოცენოზი) მხოლოდ რამდენიმე სახეობა გადაშენდა, რადგან ისინი ნაკლებად ივნენ დამოკიდებულნი მცენარეულ საკვებზე.[31] გადაშენება უფრო მკაცრი იყო ოკეანეებში მცხოვრები ცხოველებისთვის, ვინაიდან ისინი დამოკიდებულნი არიან წყალში არსებულ სხვა ორგანიზმებზე, როგორიცაა, მაგალითად ფიტოპლანქტონი, რომელიც კვებითი ჯაჭვის ნაწილია, ხოლო მზის სხივების გარეშე მას არსებობა არ შეუძლია.[28] კოკოლითოფორები და მოლუსკები (მათ შორის ამონოიდეა, რუდისტები, მტკნარი წყლის ლოკოკინები და ორსაგდულიანი მოლუსკები) და ის ორგანიზმები, რომლებიც ჯვებითი ჯაჭვის საფუძველს წარმოადგენდნენ, გადაშენდნენ ან დიდი ზარალი განიცადა მათმა პოპულაციამ.[32] მოვლენის შედეგად გადარჩენილი ყველაზე დიდი ორგანიზმები იყვნენ, ნიანგები და ქორისტოდერა, რომლებსაც წყალშიც და ხმელეთზეც შეეძლოთ არსებობა. თანამედროვე ნიანგებს საკვების გარეშე შეუძლიათ იარსებონ თვეების განმავლობაში, ხოლო მათი მცირეწლოვანი ნაშერები, ნელ-ნელა იზრდებიან და ძირითადად თავიანთი პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, უხერხემლოებითა და მკვდარი ორგანიზმებით იკვებებიან. სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობეს ამ ტიპის ორგანიზმთა გადარჩენა.[29]

წყლის უხერხემლოები

მისისიპიში აღმოჩენილი გაქვავებული ამონიტი.

დღესდღეობით ნიჟარიანებისა და კიბოსნაირების მრავალი ნამარხია აღმოჩენილი. ამ ნამარხების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ოსტრაკოდის მრავალფეროვნება პალეოცენაში უფრო დაბალია, ვიდრე ცენოზოიკის ნებისმიერ სხვა დროს. მიმდინარე კვლევებმა ვერ დაადგინეს, გადაშენების შემთხვევები მოხდა თუ არა სასაზღვრო ინტერვალამდე.[33][34]

ამ პერიოდში არსებული მარჯნებისა და მადრეპოროვნების 60% –მა ვერ შეძლო K–Pg-ს საზღვრის გადაკვეთა და ვერ მიაღწია პალეოგენურ ერას. მარჯნის გადაშენების კიდევ უფრო ღმა ანალიზმა აჩვენა, რომ სახეობების დაახლოებით 98%, რომლებიც ცხოვრობენ თბილ წყლებში, გადაშენდნენ. ხოლო ის მარჯნები, რომლებიც არ ქმნიდნენ რიფებს და ცივ და უფრო ღრმა ზონაში მდებარეობდნენ, შედარებით უკეთ გაუმკლავდნენ ამ პერიოდს, ხოლო რიფები გადაშენების დაწყებიდან მალევე ჩამოიშალა.[35][36] თუმცა ადრეული მარჯნის შესწავლამ აჩვენა, რომ პალეოგენურ ეპოქში რიფებმა კვლავ დაიწყეს აღდგენა.[28]

გარდა ნაუტილოიდეებისა და თავფეხიანებისა, მოლუსკების ლასის ყველა სხვა სახეობა გადაშენდა. ამაში შედიოდნენ ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ბელემნოიდები და ამონოიდები, რომლებიც უაღრესად მრავალფეროვანი, მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებული მოლუსკების სახეობები იყვნენ.[37][38]

დინოზავრები

ტირანოზავრის ჩონჩხი.

რამდენიმე გამონაკლისი ფაქტის გარდა, მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ არაფრინველი დინოზავრები გადაშენდნენ K-Pg-ს პერიოდში. იმის თქმა რთულია გადაშენდა, თუ არა ყველა დინოზავრი მეტეორის ჩამოვარდნისას, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი შემდგომ პერიოდში დაიღუბა. რადგანაც აღმოჩენილი ძვლები ძალზე ძველია, მეცნიერებს არ შეუძლიათ ისინი ერთმანეთ შეადარონ და გაიგონ, რომელი დაიღუპა მეტეორის ჩამოვარდნისას და რომელი მოგვიანებით.[39] არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დინოზავრებს შეეძლოთ ცურვა ან ყვინთვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ გაუჭირდებოდათ უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნა. რთულმა გარემო-პირობებმა დიდი გავლენა იქონია დინოზავრების გადაშენებაზე, განსხვავებით მათი ნათესავი ნიანგებისგან. ნიანგებს არ ესაჭიროებათ მუდმივი კვება, დინოზავრებისგან განსხვავებით, ხოლო კვებითი ჯაჭვის დარღვევამ და მსხვერპლის შემცირებამ საბოლოოდ გაანადგურა დინოზავრები.[27]

ძუძუმწოვრები

ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებას გადაურჩნენ მნიშვნელოვანი ძუძუმწოვრები, მათ შორის ერთგასავლიანები და მრავალბორცვიანები.[40][41] მეტათერიანები მეტწილად გადარჩნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო აზიაში მცოვრები დელტათეროიდები გადაშენდნენ (გურბანოდელტას გარდა).[42] ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მეტათერიანელებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს K-T-ს გადაშენების დროს.[43] გადარჩენილი ძუძუმწოვრების სახეობები, ძირითადად, მცირე ზომის იყო, დაახლოებით ვირთხის ზომის. ეს მცირე ზომა მათ ხელს უწყობდა, რათა თავშესაფარი მარტივად ეპოვნათ გარემოში.[44]

თევზები

არსებობს გარკვეული აღმოჩენები, რითაც დასტურდება ყბიანების გადაშენება. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა წყლის ორგანიზმებმა გადარჩენა მოახერხეს, ამან მაინც გამოიწვია მტაცებლებისა და მსხვერპლების რაოდენობრივი განსხვავება. ხრტილიანი თევზების სახეობებიდან, დაახლოებით 7-მა (მათ შორის იყვნენ თანამედროვე ზვიგენებიც) მოახერხა გადარჩენა. დანარჩენი სახეობების უმეტესობა გადაშენდა. ხოლო ძვლიანი თევზების 90% -ზე მეტი ამ პერიოდს გადაურჩა.[45][46] შემდგომ ხანაში ზვიგენის 28 და სკაროსების 13 სახეობა გამრავლდა.[45][47]

მცენარეები

ცარცულ-პალეოგენური პერიოდის დროს მრავალი მცენარე გადაშენდა.[22][22][48][49] ეს ნათლად ჩანს აღმოჩენილ ნამარხებში.[22][50] ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული აღმოჩენები იუწყებიან მცენარეთა მასობრივ გადაშენებას, რის შედეგადაც მოვლენამ დიდი ცვლილებები გამოიწვია რეგიონში.[22][51] მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მცენარეული საფარის დაახლოებით 57% გადაშენდა. თუმცა გააჩნია ადგილმდებარეობასაც, ვინაიდან ისეთი ადგილები, როგორებიცაა ახალი ზელანდია და ანტარქტიდა, ფლორის მასობრივი გაქრობა არ იწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებებს მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ცხოველებში.[52][53] ზოგიერთ რეგიონში, მცენარეთა აღდგენა დაიწყო გვიმრის სახეობით. მათი ნიმუშები აღმოაჩინეს 1980 წელს წმინდა ელენეს მთაზე ამოფრქვევის შემდეგ.[54]

რეკომენდებული ლიტერატურა

  • Fortey, Richard (2005). Earth: An Intimate History. New York: Vintage Books. ISBN 978-0-375-70620-2. OCLC 54537112. 
  • Preston, Douglas (8 April 2019). „The day the dinosaurs died“. The New Yorker: 52–65. ციტატა: „Robert A. de Palm has found strong evidence that the dinosaurs—and nearly all other life on Earth—were indeed wiped out 66 million years ago by the Chicxulub asteroid“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი