წარმართობა

წარმართობა — სხვადასხვა იდეის გამაერთიანებელი ტერმინი, ძირითადად ამ სიტყვით გულისხმობენ არა-აბრაამისეულ , ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიურ ტრადიციებს.

ვენერა არლეზიიდან, ქრისტეშობამდე გვიანი I საუკუნე

ისტორიულ კონტექსტში, ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმს, ასევე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პოლითეისტურ ტრადიციებს გაქრისტიანებამდე. უფრო ფართო ჭრილში, ტერმინი მოიაზრებს თანამედროვე რელიგიებსაც, იგი მოიცავს აღმოსავლური რელიგიების უმეტესობას, ამერიკის, ცენტრალური აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ადგილობრივ ტრადიციებს; ასევე არა-აბრაამისტული ხალხების რელიგიას. უფრო ვიწრო ჭრილში, ტერმინი არ გულისხმობს მსოფლიო რელიგიებს და მიეწერება ადგილობრივ, სასოფლო ტრადიციებს, რომლთაც ცივილიზებულ რელიგიებთან არ აქვთ კავშირი. წარმართულ ტრადიციებს პროზელიტიზმის ნაკლებობა და ცოცხალი მითოლოგიის არსებობა ახასიათებს. წარმართული რელიგიებისთვის დამახასიათებელია ქალღმერთის კულტი.

ქრისტიანული გადმოსახედიდან ტერმინი მოიაზრებს ყველა არა-აბრაამისეულ რელიგიას. ქრისტიანობის თვალსაზრისით წარმართობა მეორეული წარმოშობისაა. მისი მიხედვით პირველი ადამიანი ადამი იყო მონოთეისტი, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ კაცთა მოდგმამ დაკარგა ერთი ღმერთის რწმენა. იგი მონოთეისტებს შორის გამოიყენება დამამცირებელი მნიშვნელობით - წარმართი, ურწმუნო. ისლამში ამგვარი მნიშვნელობით გვხვდება სიტყვები კაფირი (كافر) და მუშრიკი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Robert, P. & Scott, N., (1995) "A History of Pagan Europe". New York, Barnes & Noble Books, ISBN 0-7607-1210-7.
  • York, Michael Pagan Theology: Paganism as a World Religion NYU Press (2003), ISBN 0814797083.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი