ჯეტ ლი

ჯეტ ლი (ნამდ. სახელი: ლი ლიანძი ჩინ.: 李連杰/李连杰 Li Lianjie; დ. 26 აპრილი, 1963, პეკინი) — ჩინელი მსახიობი, პროდიუსერი და უშუს ჩემპიონი.

ჯეტ ლი

ჯეტ ლი 2009 წელს
დაბადების სახელი ლი ლიანძი
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1963 (1963-04-26) (61 წლის)
პეკინი, ჩინეთი
სხვა სახელები ლი იან ჩონი
აქტიური 1982-დღემდე
მეუღლე(ები)

ჰონ ციუიანი (1987–1990)

ნინა ლი ჩი (1999-დღემდე)
საიტი www.jetli.com

ბიოგრაფია

ჯეტ ლი შვიდი წლის ასაკიდან დაინტერესდა უძველესი ჩინური ორთაბრძოლების ხელოვნებით და ცნობილ უშუს მწვრთნელთან ვუ ბინთან ვარჯიშის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, მან პირველად მოიგო უშუს ნაციონალური ჩემპიონატი პეკინის უშუს გუნდთან ერთად. 1981 წელს ის მიიწვიეს ფილმის „შაოლინის ტაძრის“ გადაღებებზე, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა ჩინურ კინობაზარზე.

განსაკუთრებული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში კი ჩინეთის ეროვნული გმირის ვონ ფეი-ხუნის როლის შესრულების შემდეგ მოექცა, ფილმში „ერთხელ ჩინეთში“, რომლის შვიდი ნაწილიც გადაიღეს 1991-1997 წლებში და აქედან ჯეტ ლიმ პირველ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო სხვა მსახიობით შეცვალეს, თუმცა ჯეტ ლის გარეშე ფილმის მეოთხე და მეხუთე ნაწილი კინოგაქირავებაში ჩავარდა და პროდიუსერები იძულებული გახდნენ ფილმის მეექვსე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელ ნაწილში როლზე დაებრუნებინათ.

1998 წელს ჯეტ ლიმ პირველად ითამაშა ჰოლივუდის ფილმში: მას მთავარი უარყოფითი გმირის როლი ანდეს ფილმში „სასიკვდილო იარაღი 4“, სადაც მას პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: მელ გიბსონი, დენი გლოვერი, რენე რუსო და კრის როკი უწევდნენ. მალე ჰოლივუდში ჯეტ ლიმ მთავარი როლიც მიიღო ფილმში „რომეო უნდა მოკვდეს“, რის შემდეგაც უამრავი მთავარი თუ მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ჰოლივუდურ თუ არაჰოლივუდურ ფილმებში, მათ შორის აღსანიშნავია ფილმები: „შეუტოკებელნი“ (2010) სილვესტერ სტალონესთან ერთად, „დაკარგული სამეფო“ (2008) ჯეკი ჩანთან ერთად და „მუმია: დრაკონთა იმპერატორის აკლდამა“ (2008).

ფილმოგრაფია

წელისახელწოდება ქართულადორიგინალური სახელწოდებაროლი
1982შაოლინის ტაძარი少林寺ცზი იუანი
1984შაოლინის ბავშვები少林小子სან ლუნი
1985შაოლინის კუნგ-ფუ龍行天下ჯეტი (აგრეთვე, რეჟისორი)
1986მცველად დაბადებული中華英雄ჯეტი (აგრეთვე, რეჟისორი)
1986შაოლინის საბრძოლო ხელოვნება南北少林ჟი მინგი
1989დრაკონთა დუელი龍在天涯ჯიმი ლი
1991ერთხელ ჩინეთში黃飛鴻ვონგ ფეი ჰუნი
1992ლეგენდა მეხანჯლეზე笑傲江湖之東方不敗
1992ერთხელ ჩინეთში 2黃飛鴻之二男兒當自强ვონგ ფეი ჰუი
1992ოსტატი ტაი ლი太極張三豐კიტი
1993ლეგენდა ფონგ საი-იუკეზე方世玉ფონგ საი იუკი
1993ლეგენდა ფონგ საი-იუკეზე 2方世玉續集ფონგ საი იუკი
1993ერთხელ ჩინეთში 3黃飛鴻之三:獅王争霸ვონგ ფეი ჰუნი
1993ბოროტების მსახურნი倚天屠龍記之魔教教主ჩანგ მო კეი
1993რკინის ბრჭყალები黃飛鴻之鐵雞斗蜈蚣ვონგ ფეი ჰუნი
1994მცველი პეკინიდან中南海保鑣ჯონი ჩენგი
1994ლეგენდარული მჯიღი精武英雄ჩენ წენი
1994წითელი დრაკონი洪熙官之少林五祖კვანი
1995რისკის ზღვარი鼠胆龍威კიტ ლი
1995საიდუმლო აგენტი給爸爸的信გუნგ ვეი
1996თავგადასავლების მეფე冒險王ჩოუ სი-კიტი
1996შავი ნიღაბი黑俠ჩხიოი ჩიკი / „შავი ნიღაბი“
1997ერთხელ ჩინეთსა და ამერიკაში黃飛鴻之西域雄獅ვონგ ფეი ჰუნი
1998დაქირავებული მკვლელი殺手之王ფუ
1998სასიკვდილო იარაღი 4Lethal Weapon 4ვა სინ კუ
2000რომეო უნდა მოკვდესRomeo Must Dieჰან სინ
2001წინააღმდეგობის გაწევაThe Oneჰეიბ ლოუ / გაბრიელ იულოუ / ლოულესი
2001დრაკონის კოცნაKiss of the dragon„ჯონი“ ლიუ სიუწიანი (აგრეთვე, სცენარისტი და პროდიუსერი)
2002გმირი英雄უსახელო
2003აკვნიდან საფლავამდეCradle 2 the Graveსუ
2005დენი - დაბმული ძალლიDanny the Dogდენი
2006უშიშარი霍元甲ჰო იუანწია
2007ომიWarმკვლელი როუგი
2007მხედარმთავარნი投名狀გენერალი პან ცინ-იუნი
2008დაკარგული სამეფოThe Forbidden Kingdomმაიმუნთა მეფე / ბერი
2008მუმია: დრაკონთა იმპერატორის აკლდამაThe Mummy: Tomb of the Dragon Emperorიმპერატორი ცინ ში ხუანი
2009ჯაშუში არჩერიArcherპირატთა კაპიტანი
2009ქვეყნის დაარსების კეთილშობილური საქმე建國大業]]ადმირალი ჩენ შაოკუანი
2010შეუტოკებელნიThe Expendablesინ იანი
2010ცათა ოკეანე海洋天堂სემ ვონგი
2011დრაკონის კარიბჭე龍門飛甲ჩოუ ვაი-უი
2011გრძნეული და თეთრი გველი白蛇傳說之法海გრძნეული ბერი
2012შეუტოკებელნი 2The Expendables 2ინ იანი
2013სიბრაზის ნიშნები不二神探ჰუანგ ფეი
2014შეუტოკებელნი 3The Expendables 3ინ იანი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი