PlayerUnknown’s Battlegrounds

„PlayerUnknown’ s Battlegrounds“ („PUBG“) — სამეფო ბრძოლის ჟანრის მრავალმოთამაშიანი ონლაინ-ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული PUBG Corporation-ის მიერ.

PlayerUnknown's Battlegrounds
დეველოპერ(ებ)ი PUBG Corporation
გამომცემელი
PUBG Corporation
  • PUBG Corporation (PC, PS4)
  • Microsoft Studios (Xbox One)
  • Tencent Games (mobile)
ძრავა Unreal Engine#Unreal Engine 4
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
20 დეკემბერი, 2017
  • Microsoft Windows
  • 20 დეკემბერი, 2017
  • Android, iOS
  • 19 მარტი, 2018
  • Xbox One
  • 4 სექტემბერი, 2018
  • PlayStation 4
  • 7 დეკემბერი, 2018
  • Stadia
  • 28 აპრილი, 2020
ჟანრ(ებ)ი სამეფო ბრძოლა
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ბრენდონ გრინი
ტაე-სეოკ ჩანი
პროდიუსერ(ებ)ი ჩან-ჰან კიმი
დიზაინერ(ებ)ი ბრენდონ გრინი
მხატვარი ტაე-სეოკ ჩანი
კომპოზიტორი ტომ სალტა

„PUBG“ დაფუძნებულია ბრენდან გრინის მიერ, „PlayerUnknown“-ის ფსევდონიმით შექმნილ რამდენიმე პოპულარული თამაშის მოდიფიკაციაზე, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა 2000 წლის იაპონური ფილმი „სამეფო ბრძოლა“.[1][2]

სიუჟეტის მიხედვით, არაუმეტეს 100 მოთამაშე დესანტირებას ახორიციელებს კუნძულზე, რის შემდეგაც მოთამაშეები ეძებენ იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას, რათა გაანადგურონ მოწინააღმდეგეები. თამაშის რუკაზე არსებული უსაფრთხო ზონა დროდადრო იწყებს შეკუმშვას (ზღუდავს ხელმისაწვდომ სივრცეს), რათა მოწინაღმდეგეები საბოლოოდ ერთმანეთს შეახვედროს. გადარჩენილი ჯგუფი ან მოთამაშე ხდება რაუნდის გამარჯვებული..[3]

გამოვიდა 2017 წლის 20 დეკემბერს Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემისთვის.[4][5] თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Steam პლატფორმაზე. მოგვიანებით, თამაში Xbox One-ზე გამოუშვა კომპანია Microsoft Studios-მა 2018 წლის 4 4 სექტემბერს.[6] 2018 წლის მარტში თამაში გამოიცა Android და iOS-ის პლატფორმებისთვის,[7][8] რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ. PlayStation 4-ის ვერსია გამოვიდა იმავე წლის ნოემბერში, ხოლო სტრიმინგული პლატფორმა Google Stadia-ს ვერსია 2020 წლის აპრილში.[9]

„PUBG“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშია. 2019 წლის მონაცემებით PC და კონსოლების ვერსიების საერთო გაყიდვების რაოდენობა 60 მილიონს აღემატება. გარდა ამისა, თამაშის მობილური ვერსია „PUBG Mobile“ 600 მილიონზე მეტ ჩამოტვირთვას ითვლის.[10]

თამაშს წილად ხვდა დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს გააჩნია რიგი ტექნიკური ხარვეზები, მასში წარმოდგენილია ახალი ტიპის გეიმპლეი და სხვადსხვა დადებითი მახასიათებლები. სწორედ მას მიაწერენ სამეფო ბრძოლის (ინგლ. battle royale) ჟანრის პოპულარიზაციას. ამგავარი წარმატების შედეგად ჩინეთში გამოვიდა თამაშის რამდენიმე არაოფიციალური კლონი. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის PC ვერსია ფლობს 86/100,[11] PS4 — 72/100,[12] XONE — 85/100,[13] iOS — 82/100.[14] „PUBG“-ის, აგრეთვე გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე. მოგვიანებით კომპანია PUBG Corporation-მა ჩაატარა რამდენიმე მცირე მასშტაბიანი ტურნირი. ზოგიერთ ქვეყანაში თამაში აკრძალულია, მიზეზად აცხადებენ, რომ იგი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებზე და იწვევს მასზე დამოკიდებულებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი