ავსტრიის ეკონომიკა

ავსტრიის ეკონომიკა განვითარებული სოციალური საბაზრო ეკონომიკაა. ავსტრია მსოფლიოში მე-14 უმდიდრესი სახელმწიფოა ერთ სულ მოსხლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[8] 1980-იან წლებამდე ავსტრიის უდიდესი სამრეწველო ფირმები ნაციონალიზებული ჰქონდათ, თუმცა ბოლო წლებში პრივატიზაციის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჰოლდინგების რიცხვი სხვა ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკის შესაბამისად შემცირდა.

ავსტრიის ეკონომიკა
ვალუტა ევრო (EUR, €)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები ევროპის კავშირი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
სტატისტიკა
მშპ (ნომინალი) 479 მლრდ $ (ნომინალური, 2022)[1]
582 მლრდ (მუპ, 2022)[1]
მშპ (მუპ) 479 მლრდ $ (ნომინალური, 2022)[1]
582 მლრდ (მუპ, 2022)[1]
მშპ ზრდა 2.4% (2018) 1.6% (2019)
−6.7% (2020e) 4.6% (2021e)[1]
მშპ ერთ სულზე 53 320 $ (ნომინალური, 2022)
64 750 $ (მუპ, 2022)[1]
მშპ სექტორით სოფლის მეურნეობა: 1.3%
მრეწველობა: 28.4%
მომსახურება: 70.3% (2017)[2]
ინფლაცია 1.2% (2020)[1]
1.5% (2019)[1]
2.1% (2018)[1]
მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
positive decrease 16.9%[3]
Gini index negative increase 27.5 (2019, Eurostat)[4]
შრომითი რესურსი 4 559 603 (2019)[5]
76.2% დასაქმებული (სამიზნე: 77%, 2018)[6]
შრომითი რესურსი
საქმიანობით
სოფლის მეურნეობა: 0.7%
მრეწველობა: 25.2%
მომსახურება: 74.1% (2017)[2]
უმუშევრობა positive decrease 5% (აგვისტო, 2020)[7]
მრეწველობის მთავარი დარგები მშენებლობა, მანქანა-დანადგარები, ავტომობილები და ნაწილები, სურსათი, ლითონები, ქიმიური პროდუქტები, ელექტრონიკა, ტურიზმი, ხე-ტყე და ქაღალდი
სავაჭრო პარტნიორები
საზოგადოებრივი ფინანსები
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

ავსტრიაში ძლიერია პროფესიული კავშირების მოძრაობა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს შრომის პოლიტიკაზე. მაღალგანვითარებულ მრეწველობასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი საერთაშორისო ტურიზმია. 1992-2017 წლებში ავსტრიის საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი მე-13 ადგილზეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სახელმწიფოებს შორის. ავსტრიაში მოსახლეობის საშუალოდ 1.37%-იანი ზრდაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ისტორიულად ავსტრიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა, რის გამოც ავსტრიის ეკონომიკა მოწყვლადია გერმანიის ეკონომიკის სწრაფი ცვლილებებისადმი. ამასთან, მას შემდეგ, რაც ავსტრია ევროპის კავშირში გაწევრიანდა, კავშირის წევრ სახელმწიფოებთან უფრო ახლო კავშირები დაამყარა, რაც გერმანიაე მის ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს. ევროპის კავშირში გაწევრიანებამ ქვეყანაში უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდასაც შეუწყო ხელი.

ავსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტი 2006 წელს 3.3%-ით გაიზარდა. 2004 წელს ავსტრია მეოთხე უმდიდრესი სახელმწიფო იყო ევროპის კავშირში. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 27 666 ევროს უტოლდებოდა. ამ პერიოდში სიაში ლუქსემბურგი, ირლანდიის რესპუბლიკა და ნიდერლანდები ლიდერობდნენ.[9]

2002-2006 წლებში ავსტრიის ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა და 1-3.3%-ს შორის მერყეობდა.[10] 2013 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 0%-ს გაუტოლდა. 2016 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 1.5%-მდე ავიდა.[11]

სექტორები

ავსტრიული ფერმები, დასავლეთ ევროპული მთიანი ქვეყნების მსგავსად, პატარა და დანაწევრებულია, წარმოება კი შედარებით ძვირია. 1995 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანების შემდეგ ავსტრიის სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ევროპის კავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელი ფერმერები სურსათზე შიდა მოთხოვნის 80%-ს აკმაყოფილებენ, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1950 წლიდან 3%-ზე ნაკლებია.

ავსტრიის მშპ-ის უდიდესი ნაწილი მომსახურების სექტორზე მოდის. ქვეყნის საფინანსო ცენტრის ფუნქციას ვენა ასრულებს. დედაქალაქის იურიდიული ფირმები და ბანკები ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების წამყვან კორპორაციებს შორის არიან. ავსტრიის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმი, რომელიც ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.[12]

2018 წელს ავსტრიაში აწარმოეს:

და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მცირე მოცულობით.[13]

სტატისტიკა

ქვემოთ მოცემულ ცხრილში 1980-2018 წლებში ავსტრიის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორებია წარმოდგენილი. 2%-ზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები გამწვანებულია.[14][15]

წელიმშპ
(მლრდ ევრო)
მშპ ერთ სულ მოსახლეზე
(ევრო)
მშპ-ის ზრდა
(რეალური)
ინფლაცია
(%)
უმუშევრობა
(%)
სამთავრობო ვალი
(მშპ-ის %)
198076.010.076 2.3% 6.3%1.6%n/a
1981 80.9 10,705 −0.1% 6.8% 2.2%n/a
1982 86.3 11,477 1.9% 5.4% 3.1%n/a
1983 92.5 12,266 2.8% 3.3% 3.7%n/a
1984 97.1 12,875 0.3% 5.7% 3.8%n/a
1985 102.4 13,561 2.2% 3.2% 3.6%n/a
1986 107.6 14,240 2.3% 1.7% 3.1%n/a
1987 111.7 14,765 1.7% 1.4% 3.8%n/a
1988 119.6 15,789 1.0% 1.9% 2.7%57.5%
1989 128.0 16,849 3.9% 2.2% 2.3% 56.3%
1990 137.5 17,989 4.3% 2.8% 2.7% 55.9%
1991 147.4 19,121 3.4% 3.1% 3.2% 56.1%
1992 155,8 19.972 2,0% 3,4% 3,3% 56,0%
1993 160.9 20,412 0.5% 3.2% 4.0% 60.6%
1994 168.9 21,305 2.4% 2.7% 3.9% 63.7%
1995 176.6 22,216 2.7% 1.6% 4.2% 67.9%
1996 182.5 22,935 2.4% 1.8% 4.7% 67.8%
1997 188.7 23,685 1.9% 1.2% 4.8% 63.1%
1998 196.3 24,615 3.6% 0.8% 4.7% 68.8%
1999 203.9 25,506 3.6% 0.5% 4.1% 61.1%
2000 213.6 26,662 3.4% 2.0% 3.9% 65.7%
2001 220.5 27,420 1.3% 2.3% 4.0% 66.4%
2002 226.7 28,054 1.7% 4.4% 4.4% 67.0%
2003 231.9 28,561 0.9% 1.3% 4.8% 64.9%
2004 242.3 29,665 2.7% 2.0% 5.5% 64.8%
2005 254.1 30,890 2.2% 2.1% 5.7% 68.3%
2006 267.8 32,393 3.5% 1.8% 5.2% 67.0%
2007 284.0 34,234 3.7% 2.2% 4.9% 64.7%
2008 293.8 35,301 1.5% 3.2% 4.1% 68.4%
2009 288.0 34,531 −3.8% 0.4% 5.3% 79.6%
2010 295.9 35,390 1.8% 1.7% 4.8% 82.4%
2011 310.1 36,971 2.9% 3.5% 4.6% 82.2%
2012 318.7 37,816 0.7% 2.6% 4.9% 81.6%
2013 323.9 38,209 0.0% 2.1% 5.3% 81.0%
2014 333.1 38,992 0.7% 1.5% 5.6% 83.8%
2015 344.3 39,893 1.1% 0.8% 5.7% 84.3%
2016 356.2 40,760 2.0% 1.0% 6.0% 83.7%
2017 369.9 41,964 2.6% 2.2% 5.5% 78.8%
2018 387.4 43,598 2.7% 2.1% 4.9% 74.2%

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

თარგი:მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი