ბჰუბანესვარი

ბჰუბანესვარიინდოეთის შტატ ოდიშის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ხორდჰის ოლქში. ბჰუბანესვარის მეტსახელია „ქალაქი-ტაძარი“, რაც ერთ დროს არსებული 700 ტაძრის გამო ეწოდა.[1][2] დღეისთვის ქალაქს საგანმანათლებლო კერის ფუნქცია აქვს და ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.[3][4][5]

დასახლებული პუნქტი
ბჰუბანესვარი
ინგლ. Bhubaneswar
Lua-ს შეცდომა in მოდული:Unicode_data at line 468: attempt to index field 'scripts' (a boolean value).
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 20°15′52″ ჩ. გ. 85°49′41″ ა. გ. / 20.26444° ჩ. გ. 85.82806° ა. გ. / 20.26444; 85.82806
დაარსდა 1948
ფართობი 1035 კმ²
ცენტრის სიმაღლე 45 მეტრი
მოსახლეობა 837 737 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 0674
საფოსტო ინდექსი 751001
ოფიციალური საიტი http://bmc.gov.in
ბჰუბანესვარი — ინდოეთი
ბჰუბანესვარი

მართალია, თანამედროვე ბჰუბანესვარი ფორმალურად 1948 წელს დაარსდა, მაგრამ დღევანდელი ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიები ჯერ კიდევ ძვ. VII საუკუნეში იყო დასახლებული. ქალაქი ინდუისტური, ბუდისტური და ჯაინისტური კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს და მდიდარია კალინგანის არქიტექტურის ტაძრებით, რომელთაგანაც ბევრი VI-XIII საუკუნით თარიღდება. პურისთან და კონარკთან ერთად ის „ოქროს სამკუთხედს“ (Swarna Tribhuja), რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დანიშნულების ადგილია.[6][7]

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2 წლის შემდეგ, 1949 წლის 19 აგვისტოს, კატაკის მაგივრად დედაქალაქი ბბჰუბანესვარი გახდა. ქალაქის თანამედროვე ნაწილი გერმანელი არქიტექტორი, ოტო კენიგსბერგერის დაპროექტებულია. ჯამშედპურთან და ჩანდიგარჰთან ერთად ბჰუბანესვარი ერთ-ერთი პირველი დაგეგმილი ქალაქია ინდოეთის მასშტაბით.[8] ბჰუბანესვარი და კატაკი ხშირად „ოდიშის ტყუპ ქალაქებად“ მოიხსენიება. 2011 წელს ამ ორი ქალაქის მეტროპოლიურ ტერიტორიაზე 1.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.[9]

გეოგრაფია

რაჯპათჰი, ბჰუბანესვარი

ბჰუბანესვარი ხორდჰის ოლქში, ოდიშაში მდებარეობს. ქალაქი აღმოსავლეთ სანაპირო ვაკეებზე, აღმოსავლეთ გატების მთიანეთის გასწვრივაა გაშლილი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 45 მეტრია.[10] მდებარეობს მდინარე მაჰანადის სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც ბჰუბანესვარის მეტროპოლიური ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. ქალაქს სამხრეთიდან მდინარე დაია ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კუახაი.[10] ბჰუბანესვარის დასავლეთით ჩანდაკის ველური ბუნების თავშესაფარი, ხოლო ჩრდილოეთით ნანდანკანანის ზოოპარკი მდებარეობს.[11]

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბჰუბანესვარი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (Aw) მოქცეული. ქალაქსი ტემპერატურა ჩვეულებრივ 11-44 °C-ს (52-111 °F) შორის მერყეობს. გამოიყოფა ხუთი მთავარი სეზონი: ზამთარი (დეკემბრიდან იანვრამდე), როდესაც ტემპერატურა 11 °C-მდე (52 °F) შეიძლება დაეცეს; გაზაფხული (თებერვალი); ზაფხული (მარტიდან მაისამდე), როდესაც ტემპერატურამ 44 °C-ს (111 °F) ან უფრო მაღალ ტემპერატურას შეიძლება მიაღწიოს; მუსონების (ივნისიდან ოქტომბრამდე); და მუსონების შემდგომი სეზონი (ნოემბერი). საშუალო წლიური ტემპერატურა 27.4 °C-ია (81.3 °F). საშუალო თვიური ტემპერატურა 22–32 °C-ს (72–90 °F) უდრის.[12]

ჰავის მონაცემები — ბჰუბანესვარი
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწლიური
რეკორდულად მაღალი °C35.842.744.245.846.546.741.337.437.936.637.633.646.7
საშუალო მაქსიმალური °C32.837.039.841.242.440.936.335.135.334.433.232.043.6
საშუალო მაღალი °C29.232.535.937.737.735.332.432.032.431.930.828.933.0
საშუალო დაბალი °C15.518.522.825.326.726.425.625.425.223.419.315.422.4
საშუალო მინიმალური °C11.414.118.621.121.723.023.323.523.119.715.111.610.7
რეკორდულად დაბალი °C8.69.614.617.015.016.820.018.418.516.19.78.28.2
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ)13.121.120.640.4101.6208.5359.7374.6281.7201.230.34.91 657,8
წვიმიანი დღეები საშუალოდ0.81.11.42.24.59.915.015.612.77.91.50.473.0
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) )55525864677585868580696070
საშუალო თვიური მზიანი საათები253.4234.0237.8238.8242.9140.7107.2128.6150.8221.8217.5255.02 428,5
წყარო 1: India Meteorological Department[13][14][15][16][17]
წყარო 2: NOAA (sun, 1971–1990)[18]

დემოგრაფია

მოსახლეობა

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელიმოს.±%
195116 512
196138 211+131.4%
1971105 491+176.1%
1981227 525+115.7%
1991423 465+86.1%
2001647 302+52.9%
2011837 737+29.4%

ინდოეთის 2011 წლის აღწერის მიხედვით, ბჰუბანესვარის მოსახლეობა 837 737 ადამიანს შეადგენს, ხოლო ხოლო მეტროპოლიური ტერიტორიის მოსახლეობა 881 988 ადამიანს უდრის.[19] IIT Kharagpur-ის შეფასებით, რომელმაც ბჰუბანესვარი-კატაკის ურბანული კომპლექსის განვითარების გეგმა შეიმუშავა, 721.9 კმ²-ის ფართობის ტერიტორიაზე 1.9 მილიონი ადამიანი სახლობს (2008).[20]

წერა-კითხვის ცოდნის დონე

მამაკაცთა ეფექტური წერა-კითხვის დონის მაჩვენებელი 95.69%-ს უდრის, ხოლო ქალთა შორის ეს მაჩვენებელი 90.26%-ის ტოლია. 75 237 ადამიანი ექვს წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ბჰუბანესვარის მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 93.15%-ს უდრის, რაც გაცილებით მაღალია საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (74%).[21]

ენები

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშობლიური ენა ორიაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ესმის ინგლისური ენა და ჰინდი. მართალია, მოსახლეობის უმრავლესობას ოდიები შეადგენენ, მაგრამ ქალაქში სხვა შტატებიდან, როგორებიცაა: ანდჰრა-პრადეში, ბიჰარი, დასავლეთი ბენგალი, რაჯასტანი და ჯჰარხანდი, ჩამოსული მიგრანტებიც ცხოვრობენ. საინფორმაციო ტექნოლოგიების მრეწველობისა და საგანმანათლებლო სექტორის ზრდამ ბჰუბანესვარის დემოგრაფიული პროფილი შეცვალა.

რელიგია

ბჰუბანესვარი რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ინდუსები შეადგენენ. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ისინი მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ. მეორე უდიდეს რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები წარმოადგენენ (3.3%). ქრისტიანები მოსახლეობის 0.92%-ს შეადგენენ. ქალაქში მნიშვნელოვანი რაოდენობით სიქები, ბუდისტები და ჯაინისტებიც ცხოვრობენ.[22]

ეკონომიკა

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი