დასავლეთი აზია
(გადამისამართდა გვერდიდან დასავლეთ აზია)
დასავლეთი აზია — გეოგრაფიული რეგიონი აზიაში, მოიცავს მცირე აზიის ნახევარკუნძულს, სომხეთისა და ირანის მთიანეთების დიდ ნაწილს, არაბეთის ნახევარკუნძულს, მესოპოტამიის დაბლობს და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს კვიპროსის ჩათვლით. ფართობი დაახლოებით 7,5 მლნ კვ.კმ. რელიეფში ჭარბობს ზეგნები, განაპირა მხარეებში — მთები. დიდი ადგილი უკავია უდაბნოებს, ნახევარუდაბნოებს, სტეპებს. სამხრეთ-დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე მოიაზრებენ შემდეგ სახელმწიფოებს:
- მცირე აზია: თურქეთი (ევროპული ნაწილის გამოკლებით).
- ახლო აღმოსავლეთი: ისრაელი, სირია, ლიბანი, იორდანია, ეგვიპტე (სინაის ნახევარკუნძული), ერაყი.
- არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი.
- ირანის პლატო: ირანი.
- კავკასია (ნაწილობრივ): საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. ზოგჯერ ეს რეგიონი მოიცავს რუსეთის უკიდურესი სამხრეთის რესპუბლიკებს (ჩრდილოეთ კავკასია): დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღე.
დასავლეთი აზია ხშირად სამხრეთ-დასავლეთ აზიად მოიხსენიება.
რესურსები ინტერნეტში
- Stanford's Map of Western Asia from 1885 by Edward Stanford
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი