დენიელ კრეიგი

დენიელ რაფტონ კრეიგი[1] (დ. 1968 წლის 2 მარტს) — ინგლისელი მსახიობი, ყველაზე მეტად ცნობილი 2006 წლიდან, ბრიტანელი საიდუმლო აგენტის, ჯეიმზ ბონდის, როლით.

დენიელ კრეიგი

კრეიგი ფილმ „სპექტრის“ პრემიერაზე, 2015.
დაბადების სახელი დენიელ რაფტონ კრეიგი
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1968 (1968-03-02) (56 წლის)
ჩესტერი, ჩეშირი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992–დღემდე
მეუღლე(ები) ფიონა ლაუდონი (1992–1994)
რეიჩელ ვაისი (2011-დღემდე)
ხელმოწერა

ბიოგრაფია

კრეიგი ეროვნული ახალგაზრდული თეატრის ყოფილი სტუდენტია, რომელმაც ასევე ლონდონის მუსიკისა და დრამის გილდიის სკოლა დაამთავრა და სასცენო კარიერა დაიწყო. მის ადრეულ როლებს შორის აღსანიშნავია „ერთის ძალა“, „ბიჭუნა მეფე ართურის კარზე“ და „ელისაბედი“. სატელევიზიო როლებს შორის ცნობილია „შარპის არწივი“ და „ზორო“. ბრიტანულ ფილმებმა „სიყვარული ეშმაკია“, „ტრანშეა“ და „რაღაც ხმები“ ინდუსტრიის ყურადღება მიიქცია, რასაც მოჰყვა როლები უფრო მასშტაბურ ფილმებში - „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“, „დაწყევლილი გზა“, „ფენოვანი ნამცხვარი“ და „მიუნხენი“.

საერთაშორისო წარმატება კრეიგმა მოიპოვა ჯეიმზ ბონდის როლზე შერჩევით, რითაც იგი პირს ბროსნანს ჩაენაცვლა. მიუხედავად თავდაპირველად სკეპტიკური აზრებისა, მისი დებიუტი ფილმში „კაზინო როიალი“ დადებითად იქნა შეფასებული და მოუტანა BAFTA-ს ჯილდო წამყვანი როლის საუკეთესო მსახიობისათვის. დღეისათვის ამ ფილმს ბონდის ყველა ფილმს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს. „უმნიშვნელო ნუგეში“, შემდეგი ფილმი, გამოვიდა ორი წლის შემდეგ, ხოლო „სკაიფოლი“ - 2012 წლის 23 ოქტომბერს,[2] თუმცა გამოვიდა დაგვიანებით, MGM-ის ფინანსური პრობლემების გამო.[3] კრეიგი ბონდის როლში ასევე გამოჩნდა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცერემონიის გახსნაზე, დედოფალ ელისაბედ II-ის თანმხლების სახით. ბონდის როლის მიღების შემდეგ კრეიგი სხვა ფილმებშიც ჩნდებოდა. მათ შორის აღსანიშნავია უკანასკნელ პერიოდში რომანის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ 2011 წლის ეკრანიზაცია.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1992 ერთის ძალა The Power of One სერჟანტი ჯეიპი ბოთა
1993 ზორო Zorroლეიტენანტი იდალგო
1993ტფ შარპის არწივი Sharpe's Eagle ლეიტენანტი ბერი
1995 ბიჭუნა მეფე ართურის კარზე A Kid in King Arthur's Court მასტერ კეინი
1998 სიყვარული ეშმაკია: ფრენსის ბეიკონის პორტრეტის მონახაზები Love Is the Devil: Study for a Portrait of Francis Bacon ჯორჯ დაიერი
1998 ელისაბედი Elizabeth ჯონ ბალარდი
1999 ტრანშეა The Trenchსერჟანტი ტელფორდ ვინტერი
2000 რაღაც ხმები Some Voicesრეი
2001 ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი Lara Croft: Tomb Raiderალექს ვესტი
2002ტფ კოპენჰაგენი Copenhagenვერნერ ჰაისენბერგი
2002 დაწყევლილი გზა Road to Perdition კონორ რუნი
2003 სილვია Sylviaტედ ჰიუზი
2003 დედა The Mother დარენი
2004 ფენოვანი ნამცხვარი Layer Cake XXXX
2005 მიუნხენი Munich სტივი
2006 კაზინო როიალი Casino Royaleჯეიმზ ბონდი
2007 ოქროს კომპასი The Golden Compass ლორდ ასრიელი
2008გამოწვევაDefianceტუვია ბელსკი
2008 უმნიშვნელო ნუგეში Quantum of Solace ჯეიმზ ბონდი
2011 გოგონა დრაკონის ტატუთი The Girl with the Dragon Tattooმაიკლ ბლუმკვისტი
2012 სკაიფოლი Skyfallჯეიმზ ბონდი
2015 სპექტრი Spectreჯეიმზ ბონდი

პირადი ცხოვრება

კრეიგი ქორწინებაშია მსახიობ რეიჩელ ვაისთან[4], მეორე მეუღლესთან. წინა მეუღლე ფიონა ლაუდონისგან მას ჰყავს ქალიშვილი ელა. 2006 წელს კრეიგი გაწევრიანდა კინოხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიაში.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი