ელექტრული წინაღობა
ელექტრული წინაღობა (აღნიშვნა: ) — იმ წინაღობის მახასიათებელი სიდიდე, რომელსაც უწევს ელექტრულ დენს ელექტრული წრედი (ან მისი უბანი). ზომავენ ომებით. ელექტრულ წინაღობასგანაპირობებს ელექტრული ენერგიის გადაცემა ან გარდაქმნა სხვა სახის ენერგიად. ელექტრული ენერგიის შეუქცევი გარდაქმნისას (უმეტესად სითბურად) ელექტრულ წინაღობას უწოდებენ აქტიურ წინაღობას, ხოლო, როცა ენერგია გადაეცემა ელექტრულ ან მაგნიტურ ველებს (და პირიქით), — რეაქტიულ წინაღობას.
მუდმივი დენის დროს წრედის ელექტრული წინაღობა ომის კანონის თანახმად, უდრის მასზე მოდებული ძაბვის ფარდობას წრედში გამავალ დენის ძალასთან (როცა წრედში სხვა წყარო ან ემძ არ არსებობს).
ცვლადი დენის დროს წრედის ელექტრული წინაღობა (სრული წინაღობა), სადაც არის, წრედის აქტიური წინაღობა, ხოლო — რეაქტიული წინაღობა, რომელიც განისაზღვრება წრედში ინდუქციურობისა და ელექტრული ტევადობის არსებობით. სიდიდეს სრულ ელექტრულ წინაღობას უწოდებენ.
ელექტრული წრედის ელემენტის აქტიური წინაღობა , სადაც არის კუთრი წინაღობა, რომელიც ელემენტის მასალის მახასიათებელია (ზომავენ ომ. მ-ობით, ომ. სმ ან ომ.მმ2/მ-ობით), — ელემენტის სიგრძე, — ელემენტის მუდმივი განივკვეთი, თუ მას აქვს ძელაკის, ფირფიტის, მილის ან მავთულის ფორმა. , სადაც არის კუთრი ელექტროგამტარობა.
კუთრი წინაღობის მიხედვით ყველა ნივთიერებას ყოფენ გამტარებად, ნახევარგამტარებად და იზოლატორებად. ძალიან დაბალი ტეპერატურის დროს ელექტრული წინაღობა მკვეთრად ეცემა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 329.