ვარსკვლავთშორისი სივრცე

ვარსკვლავთშორისი სივრცე (ვშს) — მატერია, რომელიც არსებობს სივრცეში ვარსკვლავურ სისტემებს შორის გალაქტიკაში. ეს მატერია მოიცავს აირს იონურ, ატომურ და მოლეკულურ ფორმაში, ასევე მტვერსა და კოსმოსურ სხივებს. ის ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეს და გლუვად ირევა გარშემო არსებულ გალაქტიკათშორის სივრცეში. ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმაში ენერგია, რომელიც იმავე მოცულობას იკავებს, ვარსკვლავთშორისი გამოსხივების ველია.

იონიზირებული წყალბადის გავრცელება გალაქტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცის ნაწილებში, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდანაა დანახული Wisconsin Hα Mapper-ით.

ვარსკვლავთშორისი სივრცე გაჯერებულია მრავალი ფაზით, რომელიც განირჩევა მატერია იონურია, ატომური თუ მოლეკულური, და ტემპერატურითა და სიმკვრივით. ვარსკვლავთშორის სივრცეში ძირითადად შედის წყალბადი, რომელსაც მოჰყვება ჰელიუმი ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის მცირე რაოდენობით.[1] ამ ფაზებს შორის თერმული წნევები უხეშ წონასწორობაშია ერთმანეთთან. მაგნიტური ველები და ტურბულენტური მოძრაობები ასევე წარმოქმნის წნევას ვშს-ში და ჩვეულებრივ დინამიკუად თერმულ წნევაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

ყველა ფაზაში ვარსკვლავთშორისი სივრცე უკიდურესად გათხელებულია. ვშს-ს გრილ და მკვრივ რეგიონში მატერია ძირითადად მოლეკულურ ფორმაშია და მისი სიმკვრივე 106 მოლეკულაა კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო ცხელ, დიფუზურ რეგიონებში მატერია უმეტესად იონიზირებულია და სიმკვრივე 10-4 იონია კუბურ სანტიმეტრზე. შედარებისთვის, ერთ კუბურ სანტინეტრ ჰაერში 1019 მოლეკულაა, ხოლო ლაბორატორიაში არსებულ ვაკუუმის კამერაში —1010. ვშს-ს მასის 99% აირის ნებისმიერი ფორმაა, ხოლო დანარჩენი 1% მტვერია.[2] აირის ატომების 91% წყალბადია, 9% კი ჰელიუმს უკავია. სულ რაღაც 0,1% უკავია წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს,[3] რომლებსაც ასტრონომიაში „მეტალები“ ეწოდება. მასით 70 % წყალბადს უკავია, 28 % ჰელიუმს და 1,5 % „მეტალებს“. წყალბადი და ჰელიუმი თავდაპირველი ნუკლეოსინთეზის შედეგია, ხოლო მათზე მძიმე ელემენტები ვშს-ში ძირითადად ვარსკვლავური ევოლუციის შედეგად წარმოქმნილია.

ვარსკვლავთშორისი სივრცე გადამწყვეტ როლს თამაშობს ასტროფიზიკაში, რადგან მას შუალედური როლი აქვს ვარსკვლავურ და გალაქტიკურ მასშტაბებზე. ვარსკვლავები ვშს-ს ყველაზე მკვრივ რეგიონებში, მოლეკულურ ღრუბლებში წარმოიქმნება და ვშს-ს ავსებს მატერიითა და ენერგიით პლანეტური ნისლეულებით, ვარსკვლავური ქარებითა და ზეახალი ვარსკვლავებით. ეს ურთიერთქმედება ვარსკვალვებსა და ვშს-ს შორის საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტემპი, რომლითაც გალაქტიკა მის აიროვან შიგთავსს მოიხმარს და, აქედან გამომდინარე, მისი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ხანგრძლივობას.

2013 წლის 12 სექტემბერს ნასამ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ვოიაჯერ 1-მა“ ვარსკვლავთშორის მიაღწია 2012 წლის 25 აგვისტოს. ის ერთადერთი და პირველი ხელოვნური ობიექტია, რომელმაც ეს მოახერხა. ვარსკვლავთშორისი პლაზმა და მტვერი შეისწავლება მისიის დასრულებამდე, 2025 წლამდე.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი