იამაიკა

იამაიკა (ინგლ. Jamaica) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში, დიდი ანტილის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 234 კილომეტრს, ხოლო სიგანე 80 კილომეტრს. 10,990 კვადრატული კილომეტრის ტოლი ფართობით არის დიდი ანტილის კუნძულებისა და კარიბების მესამე ყველაზე დიდი კუნძული (კუბისა და ჰაიტის შემდეგ).[4] ქვეყანა მდებარეობს კარიბის ზღვაში. იამაიკა, კუბიდან სამხრეთით 145 კილომეტრის და ჰაიტის კუნძულიდან 190 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

იამაიკა
ინგლ. Jamaica
იამაიკა
იამაიკის
გერბი
დევიზი: Out Of Many One People
ჰიმნი: Jamaica, Land We Love
იამაიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კინგსტონი
17°59′ ჩ. გ. 76°48′ დ. გ. / 17.983° ჩ. გ. 76.800° დ. გ. / 17.983; -76.800
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი კენეტ ჰოლი
 -  პრ.-მინისტრი ბრიუს გოლდინგი
ფართობი
 -  სულ 10 990 კმ2 (166-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2018 შეფასებით 2,726,667[1] (141-ე)
 -  სიმჭიდროვე 252 კაცი/კმ2 (49-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასებით
 -  სულ $26.981 მილიარდი[2] (134-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $9,434[2] (109-ე)
აგი (2018) 0.726[3] (მაღალი) (96-ე)
ვალუტა დოლარი (JMD)
დროის სარტყელი UTC-05:00
ქვეყნის კოდი JAM
Internet TLD .jm
სატელეფონო კოდი 1 876

თავდაპირველად დასახლებული იყო არავაკებისა და ტაინოს ხალხებით. ქრისტეფორე კოლუმბის მოსვლის შემდეგ, 1494 წელს, კუნძული ესპანეთის მმართველობაში შევიდა. ძირძველი მოსახლეობის უმეტესობა მოკლეს, ან გარდაიცვალა გავრცელებული დაავადებით, რომლის წინააღმდეგაც მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ; ესპანელებმა კი იამაიკაში სამუშაოდ იძულებით ჩამოიყვანა დიდი რაოდენობით აფრიკელი მონები.[4] კუნძული 1655 წლამდე ესპანეთის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო შემდეგ მას ინგლისი (შემდგომში დიდი ბრიტანეთი) დაეპატრონა, რომლისთვისაც აღნიშნული ტერიტორია რიგითი კოლონია იყო; სახელი Jamaica კუნძულს სწორედ მათ უწოდეს. ბრიტანული კოლონიური მმართველობის პერიდში იამაიკა გახდა შაქრის წამყვანი ექსპორტიორი; პლანტაციების ეკონომიკა დამოკიდებული იყო აფრიკელ მონებზე და მოგვიანებით მათ შთამომავლებზე. 1838 წელს ბრიტანელებმა ყველა მონა გაათავისუფლეს; ბევრმა მათგანმა პლანტაციაში მუშაობას სამომხმარებლო სოფლის მეურნეობის წარმოება არჩია. კუნძულმა გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა 1962 წლის 6 აგვისტოს მოიპოვა.[4]

2.9 მილიონი მცხოვრებით[5][6] იამაიკა არის მესამე ყველაზე დასახლებული ანგლოფონური ქვეყანა ამერიკაში (აშშ-სა და კანადის შემდეგ) და მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა კარიბებში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კინგსტონია. იამაიკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სუბსაჰარელი აფრიკელების შთამომავლები არიან; მოსახლეობაში აგვეთვე ვხვდებით წარმოშობით ევროპელების, სამხრეთ აზიელების, ინდიელების, ლიბანელებსა და შერეული რასის მცირე ჯგუფებს.[4] 1960-იანი წლებიდან ემიგრაციის მაღალი ტემპის გამო, რომლის მიზანიც სამუშაოს პოვნა იყო, არსებობს უამრავი იამაიკური დიასპორა; მათგან აღსანიშნავია კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის იამაიკელების დიასპორები.

იამაიკა არის საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა,[7] რომლის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ტურიზმზე. მას წელიწადში საშუალოდ 4,3 მილიონი ტურისტი სტუმრობს.[8] პოლიტიკურად თანამეგობრობის სამეფოებს მიეკუთვნება, რომლებიც მეფე ჩარლზ III-ს თვლიან.[4] მეფის წარმომადგენელი ქვეყანაში არის იამაიკის გენერალ-გუბერნატორი, პოსტი, რომელიც პატრიკ ალენს 2009 წლიდან უკავია. 2016 წლის მარტის შემდეგ იამაიკის პრემიერ მინისტრი ენდრიუ ჰოლსია. მმართველობის მხრივ იამაიკა არის საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც საკანონმდებლო ძალა იამაიკის პარლამენტში ორად აქვს გადანაწილებული (ერთი დანიშნული სენატია, ხოლო მეორე - უშუალოდ არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი პალატა).[4]

ეტიმოლოგია

ძირძველი ხალხი, იამაიეები (Yamaye, აგრეთვე ცნობილი როგორც ტაინოს ხალხი) კუნძულს არავაკულ ენაზე Xaymaca-ს უწოდებდნენ,[9] რაც ნიშნავს „ხისა და წყლის მიწას“ ან „წყაროების მიწას“.[10][4]

არაფორმალურად იამაიკელები საკუთარ კუნძულს „კლდედ“ მოიხსენიებენ; აქედან გამომდინარეობს კუნძულის ჟარგონული სახელწოდებები; მაგალითად, „იამროკი“, „იამდაუნი“ ან მოკლედ „ია“.[11]

გეოგრაფია

იამაიკის მოსახლეობა (1961–2003)
მონტეგო ბეი, იამაიკის მეორე უდიდესი ქალაქი
იამაიკა
ლურჯი მთები

იამაიკა არის მესამე უდიდესი კუნძული კარიბებში.[12] იგი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 17° და 19° პარალელებსა და დასავლეთ გრძედის 76° და 79° მერიდიანებს შორის. ქვეყნის შიდა ნაწილში მთიანი რელიეფი დომინირებს; მათ შორისაა: დონ-ფიგურერო, სანტა-კრუზი, დასავლეთით მდებარე მეი-დეის მთები, ცენტრში მდებარე მშრალი ნავსადგურის მთები და აღმოსავლეთით მდებარე ჯონ ქროუსა და ლურჯი მთები; ლურჯ მთებში შედის იამაიკის ყველაზე მაღალი წერტილი (ლურჯი მთების მწვერვალი) რომლის სიმაღლე 2256 მეტრია.[4][13] ისინი გარშემორტყმული არიან ვიწრო სანაპირო დაბლობებით.[14][4] იამაიკაში მხოლოდ ორი ქალაქია; პირველი არის კინგსტონი, დედაქალაქი და ბიზნეს-ცენტრი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო მეორე მონტეგო ბეია, ტურიზმის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი კარიბის ზღვაში, რომელიც ჩრდილოეთ სანაპიროზეა გაშენებული. კინგსტონის ნავსადგური არის მეშვიდე უდიდესი ბუნებრივი ნავსადგური მსოფლიოში,[15] რამაც ხელი შეუწყო ქალაქის დედაქალაქად გახდომას (1872 წელს). სხვა აღსანიშნავ დასახლებებში შედის: პორტმორი, სპანიშ-ტაუნი („ესპანური ქალაქი“), სავანა-ლა-მარი, მანდევილი; აგრეთვე საკურორტო ქალაქები: ოჩო-რიოსი, პორტ-ანტონიო და ნეგრილი.[16] ტურისტულ ღირსშესანიშნაობებში შედის: მდინარე დუნის ჩანჩქერები, YS ჩანჩქერი, ლურჯი ლაგუნა პორტლენდში (ითვლება, რომ ჩამქრალი ვულკანის კრატერია) [წყარო არ არის მითითებული 1364 დღე], პორტ როიალი (1692 წლის იამაიკის მიწისძვრის ეპიცენტრი; მიწისძვრამ ხელი შეუწყო კუნძულის პალიზაიდების ჩამოყალიბებას).[17][18][19][20]

ხმელეთის, წყლისა და ზღვის თანხვედრა აყალიბებს ეკოსისტემებს; მათ შორისაა: მშრალი და სველი კირქვის ტყეები, წვიმის ტყეები, რიტარული ტყეები, ჭაობები, გამოქვაბულები, მდინარეები და მარჯნის რიფები. ხელისუფლებამ გააცნობიერა გარემოს მნიშვნელობა და პოტენციური „ნაყოფიერი“ მიწების ნაწილი დაცულ ტერიტორიებად გამოაცხადა. დაცულ ტერიტორიებს შორისაა: Cockpit Country, ჰელშირის მთები და ლიჩფილდის ტყეების ნაკრძალები. 1992 წელს, მონტეგოს ბეიში გაიხსნა იამაიკის პირველი საზღვაო პარკი, რომელიც მოიცავს თითქმის 15 კვადრატულ კილომეტრს. პორტლენდის დაცული ტერიტორია 1999 წელს შეიქმნა.[21] მომდევნო წელს შეიქმნა ლურჯი მთებისა და ჯონ ქროუს მთების ეროვნული პარკი, რომელიც ველური ტერიტორიის დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი უჭირავს; აქ ხარობს ხეებისა და გვიმრების მრავალი იშვიათი სახეობა, აგრეთვე ბინადრობს ცხოველების იშვიათი სახეობები.

კლიმატი

იამაიკას ახასიათებს ტროპიკული კლიმატი, ცხელი და ნოტიო ამინდით; თუმცა კუნძულის შედარებით მაღლამდებარე ადგილებში ვხვდებით უფრო ზომიერ კლიმატს.[22][13] სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ლიგუნას დაბლობზე და პედროს დაბლობზე, ვხვდებით შედარებით ნაკლებად წვიმიან ადგილებს.[23]

იამაიკა მდებარეობს ატლანტის ოკეანის ქარიშხლიან სარტყელში და ამის გამო კუნძულ შტორმები ზოგჯერ მნიშვნელოვნად აზიანებს.[24][13] ქარიშხალმა ჩარლიმ და გილბერტმა, შესაბამისად, 1951 და 1988 წელს შეუტია კუნძულს, რამაც მას დიდი ზიანი მიაყენა (დაიღუპა მრავალი ადამიანი). 2000-იან წლებში ქარიშხლებმა ივანმა, დაევმა და გუსტავმა მეტად ცუდი ამინდები მოუტანა კუნძულს.

დემოგრაფია

ეთნიკური ჯგუფები

ეთნიკური ჯგუფი%მოსახლეობა
შავკანიანები ან შერეული შავკანიანები[25]92.1%2,661,965
შერეული არა-შავკანიანები[25]6.1%176,308
აზიელები[25]0.8%23,122
სხვები[25]0.4%11,561
დაუზუსტებელი[25]0.7%20,232

2018 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, კუნძულის 2,812,000 მცხოვრებს[4] შორის უმეტესი მათგანი აფრიკული ან ნაწილობრივ აფრიკული წარმომავლობისაა.[13][26] სხვა ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს ქმნიან ევროპიდან,[27] სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიდან გადმოსახლებული მცხოვრებლებიც.[28] 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკული წარმოშობის იამაიკელები წარმოადგენენ მოსახლეობის 76.3%-ს; შემდეგ მოდის 15.1% აფრო-ევროპელები, 3.4% აღმოსავლეთ ინდოელები და აფრო-აღმოსავლეთ ინდოელები, 3.2% კავკასიელები, 1.2% ჩინელები და 0.8% სხვა.[29]

აკომპონგსა და სხვა დასახლებებში ცხოვრობენ იამაიკელი მაროუნები, იმ აფრიკელი მონების შთამომავლები, რომლებიც პლანტაციებიდან კუნძულის შუა ნაწილში გაიქცნენ და საკუთარი ავტონომური თემები შექმნეს.[30][31][32] ბევრი მაროუნი კვლავ ტრადიციულად ცხოვრებას აგრძელებს; საუბრობენ საკუთარ ენაზე, რომელსაც ადგილობრივად კრომანტი (Kromanti) ეწოდება.[33]

აზიელები კუძულზე მეორე უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან; მასში ინდო-იამაიკელები და ჩინელი-იამაიკელები შედიან.[34] უმეტესი მათგანი კუნძულზე მონობის გაუქმების შემდეგ (1838), შრომითი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ბრიტანეთის კოლონიური მთავრობის მიერაა ჩამოსახლებული. ცნობილ ინდო-იამაიკელებს შორის არიან: შაუნ ბრიჯმოჰანი, პირველი იამაიკელი, რომელმაც კენტუკის დერბში მიიღო მონაწილეობა, NBC Nightly News-ის ჟურნალისტი ლესტერ ჰოლტი და „მის იამაიკის სამყაროსა“ და „მის იამაიკის მსოფლიოს“ გამარჯვებული ენდი ფილიპსი.

კუნძულზე დაახლოებით 20,000 იამაიკელი ცხოვრობს, რომელის წინაპრებიც წარმოშობით ლიბანელები ან სირიელები იყვნენ.[35] მათი უმეტესობა ქრისტიანი ემიგრანტი იყო, რომლებმაც XIX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის მიერ ლიბანის ოკუპაციის გამო დატოვეს ქვეყანა - გამოიქცნენ. საბოლოოდ, მათი შთამომავლები წარმატებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები გახდნენ. მათ შორისაა: ყოფილი იამაიკის პრემიერ მინისტრი ედვარდ სიაგა, პოლიტიკოსი და ყოფილი მის მსოფლიო ლიზა ანა, პოლიტიკოსები ედვარდ ზეკა და შაინ რობინსონი, და აბრაამ-ელიას ისა.

ენა

იამაიკა ორენოვან ქვეყნად მიიჩნევა; მოსახლეობა აქ ორ ძირითად ენაზე საუბრობს.[36][34] ოფიციალური ენა ინგლისურია, რომელიც „საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგში გამოიყენება“, მათ შორის მთავრობაში, სამართლებრივი სისტემაში, მედიასა და განათლებაში. თუმცა, ძირითადი სალაპარაკო ენა ინგლისურზე დაფუძნებული კრეოლია, რომელსაც ეწოდება იამაიკური პატოისი (ან პატვა). 2007 წელს იამაიკის ენის განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 17.1% მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბრობდა, ხოლო 36.5% მხოლოდ პატოისზე, ორივე ენას კი 46.4% ფლობდა; აღსანიშნავია, რომ ადრე ორივე ენას მოსახლეობის 90%-ზე მეფი ფლობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია.[37]

დანაშაული

1962 წელს, როცა იამაიკამ დაიმოუკიდებლობა მოიპოვა, მკვლელობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე იყო 3.9 (ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში).[38] 2009 წლისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 62-ს გაუტოლდა, რაც მსოფლიოში უმაღლესი მაჩვენებელი იყო.[39] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით იამაიკა მკვლელობის დონით მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა მოწინავე პოზიციას.[40][41] დანაშაულის და ძალადობის მაღალის დონით გამოირჩევა იამაიკის კინგსტონისა და მონტეგო ბეის ღარიბი უბნები.[42]

2009 წელს იამაიკაში 1,682 მკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2010 წელს - 1,428. [წყარო არ არის მითითებული 1363 დღე] დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიული პროგრამების ამოქმედების შემდეგ, 2011 წლიდან მკვლელობის მაჩვენებელმა კლება განაგრძო.[43] 2012 წელს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაცხადა, მკვლელობები 30%-ით შემცირდა.[44] მიუხედავად ამისა, 2017 წელს მკვლელობების რიცხვმა წინა წელთან შედარებით 22%-ით მოიმატა.[45]

მრავალი იამაიკელი მტრულად არის განწყობილი ინტერსექსუალებისა და ლგბტ საზოგადოების მიმართ;[46][47][48] ფიქსირდება გეი ხალხზე მიზანმიმართული თავდასხმების შემთხვევები.[49][50][51] იამაიკაშია შექმნილი უამრავი გახმაურებული რაგასა და დენსჰოლის ტიპის მუსიკები, როლმებიც აშკარად ჰომოფობურ ტექსტებს შეიცავს.[52] ქვეყანაში მამრობითი სქესის ჰომოსექსუალობა არაკანონიერია და ისჯება ციხით.[53][54]

გალერეა


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი