კამერონ დიასი

კამერონ დიასი (ინგლ. Cameron Diaz; დ. 30 აგვისტო, 1972) — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. დიასმა ითამაშა აგრეთვე ფილმში „ჩარლის ანგელოზები“, სადაც შეასრულა ნატალი კუკის როლი. სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე შესრულებული როლებისთვის შემდეგ ფილმებში: „ყველა მერიზე გიჟდება“, „იყო ჯონ მალკოვიჩი“, „ვანილის ზეცა“ და „ნიუ-იორკის ბანდები“.

კამერონ დიასი

კამერონ დიასი 2010 წელს
დაბადების სახელი კამერონ მიშელ დიასი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1972
სან-დიეგო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1988–93 (მოდელი)
1993–დღემდე (მსახიობი)

ბიოგრაფია

კამერონ დიასი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, დედამისის საბაჟოს აგენტის ბილისა და მამამისის ნავთობის კომპანიის მუშაკის ემილიო დიასის ოჯახში.[1][2] მამის მხრიდან კამერონის ბებია და პაპა ეროვნებით ესპანელები იყვნენ, რომლებიც დასახლდნენ აშშ-ში, კერძოდ, კი ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი).[3][4] კამერონის დედა ნახევრად ინგლისელი, გერმანელი და ჩეროკი წარმოშობისაა.[5][6][7] კამერონს ჰყავს უფროსი და სახელად ხიმენე.[8] 16 წლის ასაკში დიასმა კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა.[8] მომდევნო წლებში კონტრაქტს აფორმებდა მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის იყო Calvin Klein Inc. და Levi Strauss & Co. 17 წლია ასაკში გამოჩნდა ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე.[9] კამერონ დიასი ესწრებოდა ლონგ-ბიჩის საშუალო პოლიტექნიკურ სკოლას.[8][10] 21 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „ნიღაბი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯიმ კერი.

2008 წლის 15 აპრილს, 58 წლის ასაკში კამერონს პნევმონიით მამა გარდაეცვალა.[11] 1995 წლიდან დიასი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ მეტ დილონთან; 3 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[12] 1999 წლიდან ხვდებოდა ჯერედ ლეტოს,[13] თუმცა 2003 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ[14] 2003 წლიდან 2006 წლამდე ხვდებოდა მომღერალსა და მსახიობს ჯასტინ ტიმბერლეიკს,[12] ხოლო 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე ხვდებოდა ავსტრალიელ სპორტსმენს ალექს როდრიგესს.[15]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1994 ნიღაბი The Maskთინა კარლაილი
1997 ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი My Best Friend's Weddingკიმი უოლასი
1998 ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში Fear and Loathing in Las Vegasტელერეპორტიორი
1998 ყველა მერიზე გიჟდება There's Something About Maryმერი ჯენსენი
1999 იყო ჯონ მალკოვიჩი Being John Malkovichლოტი
2000 ჩარლის ანგელოზები Charlie's Angelsნატალი კუკი
2001ანფ შრეკი Shrekპრინცესა ფიონა
2001 ვანილის ზეცა Vanilla Skyჯილი
2002 ნიუ-იორკის ბანდები Gangs of New Yorkჯენი ევერდინი
2003 ჩარლის ანგელოზები: სრული წინსვლა Charlie's Angels: Full Throttleნატალი კუკი
2005 მის ფეხსაცმელში In Her Shoesმეგი ფელერი
2009 ჩემი მფარველი ანგელოზი My Sister's Keeperსარა ფიცჯერალდი
2011 ცუდი მასწავლებელი Bad Teacherელიზაბეთ ჰელზი
2013 მრჩეველი The Counselorმალკინა
2014 სხვა ქალი The Other Womanკარლი უითინი
2014 სექსის ჩანაწერები Sex Tapeენი
2014 ენი Annieმის ჰანინგანი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი