მარია რესა

მარია ანჯელიტა რესა (ინგლ. Maria Ressa; დ. 2 ოქტომბერი, 1963) — ფილიპინელი-ამერიკელი ავტორი და ჟურნალისტი, ვებ-საიტის „Rappler“-ის[1] თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პირველი ფილიპინელი ნობელის პრემიის ლაურეატი, წამყვანი გამომძიებელი რეპორტიორი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში CNN-ისთვის.

მარია რესა
დაბადების სახელი მარია ანჯელიტა დელფინ აიკარდო
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1963 (1963-10-02) (60 წლის)
მანილა, ფილიპინები
მოქალაქეობა ფილიპინების დროშა ფილიპინები აშშ-ის დროშა აშშ
განათლება პრინსტონის უნივერსიტეტი
ფილიპინების უნივერსიტეტი დილიმანი
საქმიანობა ჟურნალისტი, ავტორი
ჯილდოები თავისუფლების ოქროს კალამის ჯილდო (2018)
იუნესკო/გილერმო კანოს მსოფლიო პრესის თავისუფლების პრემია (2021)
ნობელის მშვიდობის პრემია (2021)
საიტი ოფიციალური ვებ-საიტი

2018 წელს ჟურნალმა ტაიმზმა რესა დაასახელა წლის ადამიანად, ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 2019 წლის 13 თებერვალს, დააკავა ფილიპინების ხელისუფლებამ იმ ბრალდებით, რომ Rappler-მა გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია ბიზნესმენ ვილფრედო კენგთან დაკავშირებით. 2020 წლის 15 ივნისს მანილას სასამართლომ ჟურნალისტი დამნაშავედ ცნო. ვინაიდან მარია რესა ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს ღია კრიტიკოსია, მისი დაპატიმრება ოპოზიციამ და საერთაშორისო საზოგადოებამ განიხილა, როგორც დუტერტეს მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება. [2][3]

რესას 2021 წელს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში დიმიტრი მურატოვთან ერთად „გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“. ის არის პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ფილიპინებიდან.[4]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი