პუტჩი

პუტჩი (გერმ. Putsch) — მთავრობის უეცარი გადაგდება სამხედრო ძალით, როგორც წესი, განხორციელებული მცირე, შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლის პოლიტიკურ სისტემას.

გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი 18 ბრიუმერის გადატრიალების დროს სენ-კლოდში, ფრანსუა ბუშოს ნახატის დეტალი, 1840

გერმანული ტერმინი „პუტჩი“ პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი (Staatsstreich).

ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებას, ხოლო ქვეყნის დანარჩენი შეიარაღებული სამსახურების ნეიტრალიზებას. აქტიური ჯგუფი იპყრობს ან განდევნის ლიდერებს, ხელთ იგდებს მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ინფრასტრუქტურაზე (მაგ. გზები, ელექტროსადგურები) ფიზიკურ კონტროლს.

პუტჩი ტიპურად არსებული მთავრობის ძალას იყენებს მისივე გადასაყენებლად. ედვარდ ლუტვაკის განმარტების თანახმად წიგნში „პუტჩი: პრაქტიკული სახელმძღვანელო“: „პუტჩი შედგება ინფილტრაციით სახელმწიფო აპარატის მცირე თუმცა კრიტიკული სეგმენტისა, რომელიც შემდგომში იცვლება მთავრობის დანარჩენი ნაწილის კონტროლს ქვეშ ასაყვანად“. ამ მნიშვნელობით, სამხედრო ან რაიმე სხვა ორგანიზებული ძალის გამოყენება პუტჩის გადამწყვეტი ნაწილი არ უნდა იყოს. ამგვარად, სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი არალეგალური ტაქტიკის სახით გადაყენება შეიძლება მოიაზროს როგორც პუტჩი, ლუტვაკის თანახმად.

მიმდინარე ლიდერები ვინც პუტჩით მოვიდნენ ხელისუფლებაში

წოდებასახელიპუტჩის თარიღიქვეყანა
სულთანიკაბუს ბენ საიდი1970, 23 ივლისი  ომანი
პრეზიდენტითეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო1979, 3 აგვისტო  ეკვატორული გვინეა
პრეზიდენტიბლეზ კომპაორე1987, 15 ოქტომბერი  ბურკინა-ფასო
პრეზიდენტიომარ ალ-ბაშირი1989, 30 ივნისი  სუდანი
პრეზიდენტიიდრის დები1990, 2 დეკემბერი  ჩადი
პრეზიდენტიიაჰია ჯამე1994, 22 ივლისი  გამბია
ამირიჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი1995, 27 ივნისი  კატარი
პრეზიდენტიდენი სასუ-ნგესო1997, 25 ოქტომბერი  კონგოს რესპუბლიკა
პრეზიდენტიფრანსუა ბოზიზე2003, 15 მარტი  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
პრემიერ-მინისტრიფრენკ მბაინიმარამა2006, 5 დეკემბერი  ფიჯი
პრეზიდენტიმოჰამედ ულდ აბდელ აზიზი2008, 6 აგვისტო  მავრიტანია
პრეზიდენტიანდრი რაჯოელინა2009, 17 მარტი  მადაგასკარი
პრეზიდენტიდიონკუნდა ტრაორე2012, 11 აპრილი  მალი
პრეზიდენტიმანუელ სერიფო ნამაჯო2012, 11 მაისი  გვინეა-ბისაუ

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი