რობერტ პატინსონი

რობერტ ტომას პეტინსონი (ინგლ. Robert Thomas Pattinson; დ. 13 მაისი, 1986) — ინგლისელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. მან ითამაშა ედვარდ კალენის როლი „ბინდის საგაში“, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების რომანზე, ასევე - სედრიკ დიგორი ჰარი პოტერის შესახებ ორ ფილმში.

რობერტ პატინსონი

პატინსონი 2017 წელს
დაბადების სახელი რობერტ დაგლას ტომას პატინსონი
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1986 (1986-05-13) (37 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მუსიკოსი, პროდიუსერი
აქტიური 2004-დღემდე
რობერტ პეტინსონი „ბინდის“ პრემიერაზე ლოს–ანჯელესში

ბიოგრაფია

პეტინსონი დაიბადა ლონდონში, ინგლისში. ის ჩაერთო სამოყვარულო თეატრის საქმეში „ბარნეს თეატრალური კომპანიის“ მეშვეობით. კულისებს მიღმა სამუშაოების შემდეგ მან მიიღო სამსახიობო როლები. ამის მერე ის თამაშობდა „მაკბეტის“ სამოყვარულო ვერსიაში „Old Sorting Office Arts Centre“-ში, ასევე სცადა ბედი მოდელადაც.

პატინსონმა მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ტელეფილმში „ნიბელუნგების ბეჭედი“ (2004) და რეჟისორ მირა ნაირის ფილმში „ამაოების ბაზარი“ (2004), სადაც მისი სცენები ამოჭრეს და მხოლოდ DVD ვერსიაზე გამოჩნდა. 2005 წლის მაისში მონაწილეობა უნდა მიეღო „წინა ქალის“ ინგლისურ საპრემიერო ჩვენებაზე Royal Court Theatre-ში, მაგრამ გახსნით საღამომდე დაითხოვეს და ჩაანაცვლა მსახიობ ტომ რილეიმ. იმავე წელს, მოგვიანებით მან განასახიერა სედრიკ დიგორი ფილმში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ და ამის შედეგად ის იქნა დასახელებული, როგორც ამავე წლის „მომავლის ბრიტანელი ვარსკვლავი“ „Times Online-ის“ მიერ. ასევე მასზე ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ის იქნებოდა შემდეგი ჯუდ ლოუ.

პეტინსონი გამოჩნდა „Hackett-ის“ 2007 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ის თამაშობს ედვარდ კალენს ფილმში „ბინდი“, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანზე და რომელიც 2008 წლის 21 ნოემბერს გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

პატინსონს აქვს მთავარი როლები ფილმებში: „წვრილმანი ნარჩენები“, სადაც ის სალვადორ დალის თამაშობს და „როგორ იარსებო“ - ბრიტანული კომედია.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2004 ამაოების ბაზარი Vanity Fairროდი კრავლი
2004ტფ ნიბელუნგების ბეჭედი Ring of the Nibelungsგისელჰერი
2005 ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი Harry Potter and the Goblet of Fireსედრიკ დიგორი
2006ტფ გამოცხადებული მფრინავი The Haunted Airmanტობი ჯაგი
2007ტფ ცუდი დედის სახელმძღვანელო The Bad Mother's Handbookდანიელ გეილი
2007 ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი Harry Potter and the Order of the Phoenixსედრიკ დიგორი
2008 როგორ იარსებო How to Beარტი
2008 ბინდი Twilightედვარდ კალენი
2009 წვრილმანი ნარჩენები Little Ashesსალვადორ დალი
2009 ბინდის საგა: ახალი მთვარე The Twilight Saga: New Moonედვარდ კალენი
2010 გახსოვდე Remember Meტაილერი
2010 ბინდის საგა: დაბნელება The Twilight Saga: Eclipseედვარდ კალენი
2011 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 1 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 1ედვარდ კალენი
2012 მშვენიერი მეგობარი Bel Amiჟორჟე დუროი
2012 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2ედვარდ კალენი
2012 კოსმოპოლისი Cosmopolis ერიკ პაკერი
2014 მოხეტიალე The Rover რეინოლდსი
2014 ვარსკვლავების რუკა Maps to the Stars ჯერომ ფონტანა
2015 უდაბნოს დედოფალი Queen of the Desertტ. ე ლორენსი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი