1917 (2019 წლის ფილმი)

სემ მენდესის ფილმი პირველ მსოფლიო ომზე (2019)

1917 — 2019 წლის ბრიტანული ფილმი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. მისი რეჟისორი და პროდიუსერია სემ მენდესი, რომელიც აგრეთვე კრისტი უილსონ-კერნსთან ერთად ფილმის თანასცენარისტია. ფილმი ნაწილობრივ შთაგონებულია რეჟისორისთვის ბაბუის, ალფრედ მენდესის, მიერ მოთხრობილი ამბებით, რომელიც მას პირველ მსოფლიო ომში ყოფნის დროს გადახდა. [1] კინოსურათში მოქმედება ალბერიხის ოპერაციის შემდეგ ჰინდენბურგის ხაზიდან გერმანიის უკან დახევის მომენტიდან ვითარდება. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება ორ ახალგაზრდა ბრიტანელ ჯარისკაცს, რომელთაც ევალებათ აცნობონ ჯარს დაგეგმილი შეტევის გაუქმების შესახებ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯორჯ მაკკეი და დინ-ჩარლზ ჩეპმენი მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ მარკ სტრონგი, ენდრიუ სკოტი, რიჩარდ მადენი, კლერ დუბურკი, კოლინ ფერთი და ბენედიქტ კამბერბეჩი.

„1917“
1917
ჟანრი საომარი დრამა
რეჟისორი სემ მენდესი
პროდიუსერი

სემ მენდესიპიპა ჰარისიჯეინ-ენ თენგრენიქალუმ მაკდუგალი

ბრაიან ოლივერი
როლებში
კომპოზიტორი ტომას ნიუმენი
სტუდია

DreamWorks PicturesReliance EntertainmentNew Republic PicturesAlibaba PicturesMogamboNeal Street Productions

Amblin Partners
დისტრიბუტორი

Entertainment One (გაერთიანებული სამეფო)

Universal Pictures (აშშ)
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 2019 (ლონდონი)
ხანგრძლივობა 118 წუთი
ქვეყანა

დიდი ბრიტანეთი

აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90–100 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 384.9 მილიონი აშშ დოლარი

პროექტი ოფიციალურად გამოცხადდა 2018 წლის ივნისში, მაკკეიმ და ჩეპმენმა ხელი მოაწერეს ოქტომბერში, ხოლო დანარჩენმა მსახიობებმა მარტში. გადაღებები მიმდინარეობდა 2019 წლის აპრილიდან ივნისამდე დიდ ბრიტანეთში. ფილმს იღებდნენ კინემატოგრაფი როჯერ დიკინსი და რედაქტორი ლი სმიტი რომლებმაც მთლიანი ფილმი ორ უწყვეტ კადრად გადაიღეს. [2] [3] [4]

1917-ის პრემიერა დიდ ბრიტანეთში შედგა 2019 წლის 4 დეკემბერს და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 25 დეკემბერს Universal Pictures– ის მხარდაჭერით. გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლის 10 იანვარს Entertainment One–ის მიერ. ფილმმა როგორც კრიტიკული, ასევე კომერციული წარმატება მოიპოვა. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 384 მილიონი დოლარი შეადგინა.

მრავალრიცხოვან ჯილდოთა შორის ფილმმა მიიღო ათი ნომინაცია ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციები და მოიპოვა სამი გამარჯვება საუკეთესო ოპერატურის, საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისა და საუკეთესო ხმისთვის. ეს იყო ბოლო ფილმი, რომელმაც მიიღო ოსკარის ჯილდო საუკეთესო ხმის მიქსში, სანამ კატეგორია გაერთიანდებოდა საუკეთესო ხმის მონტაჟთან, როგორც ერთიანი ჯილდო საუკეთესო ხმისთვის. [5] ფილმმა ასევე მოიპოვა საუკეთესო ფილმის ნომინაცია ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოებაზე, BAFTA- ს 73-ე კინოაჯილდოებაზე და PGA Awards- ზე, ხოლო მენდესმა საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდო მოიპოვა ოქროს გლობუსის, BAFTA- სა და DGA Awards- ზე. ფილმი ასევე აირჩია როგორც სარევიზიო საბჭომ, ასევე ამერიკის კინო ინსტიტუტმა, როგორც 2019 წლის საუკეთესო ფილმების ათეულში შემავალი. [6] [7]

წარმოება

წარმოებამდელი პერიოდი

გამოცხადდა, რომ Amblin Partners და New Republic Pictures შეიძენდნენ პროექსი 2018 წლის ივნისში, სემ მენდესის რეჟისორობით. [8] გავრცელებული ინფორმაციით მოლაპარაკებები მიმდინარებდა ტომ ჰოლანდთან 2018 წელს, მაგრამ მან ფილმში მონაწილება არ მიიღო. [9] ოქტომბერისთვის როჯერ დიკინსი აპირებდა მენდესის პროექტს შეერთებოდა, როგორც კინემატოგრაფი. [10] ჯორჯ მაკკეისთან და დინ-ჩარლზ ჩეპმენთან მოლაპარაკებები ასევე ამ პერიოდში დაიწყო. [11] თომას ნიუმენი 2019 წლის მარტში კომპოზიტორად შეირჩა. [12] იმავე თვეში მეორეხარისხოვანი პერსინაჟების შემსრულებლებად არიჩნენ: ბენედიქტ კამბერბეჩი, კოლინ ფერტი, მარკ სტრონგი, რიჩარდ მადენი, ენდრიუ სკოტი, დენიელ მეიზი, ადრიან სკარბორო, ჯეიმი პარკერი, ნაბჰან რიზვანი და კლერ დუბურკი. [13]

სცენარის შექმნა

2019 წლის აგვისტოში მენდესმა თქვა: „ეს არის დიდი გზავნილის მატარებელი ფილმი. და მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. ამ ისტორიის ფრაგმენტი ბავშვობიდან მახსოვს და ის მნიშვნელოვნად გავაფართოვე.”[14] 2020 წელს Time- სთან, მენდესმა თქვა, რომ ნაწერი გარკვეულწილად რისკიანია: „ სცენარის იდეები, რომლებიც მენდესმა კრისტი ვილსონ-კერნზთან ერთად დაწერა, მომდინარეობს იმ ამბიდან, რომ მას უამბო მენდესის ბაბუამ, ტრინიდადურმა წარმოშობის ალფრედ მენდესმა, რომელიც ბრიტანეთის მაცნე იყო დასავლეთის ფრონტზე. [15] მენდესმა თქვა: ,,ბაბუის პატივისცემის ვალდებულება ვიგრძენი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი იბრძოდნენ თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის . კარგია, რომ ეს საზოგადოებას შევახსენოთ." [16]

გადაღება

როჯერ დიკინსი იყო ფილმის ოპერატორი, რომელიც კვლავ შეუერთდა მენდესს მათი საერთო მეოთხე პროექტისთვის (პირველი იყო ჯარჰედი 2005 წელს). [15] გადაღება დიდხანს გაგრძელდა ორი უწყვეტი კადრის ეფექტის მისაღებად. [2] [3] მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებებში ხშირად მოიხსენიება ამბავი, როგორც ერთ კადრად გადაღებული ფილმი, [17] [18] ამბავი ფილმში შავდება ერთ საათსა და ექვს წუთზე, როდესაც შოფილდი უგონოდ დაეცემა.[4] მენდესმა განმარტა: „ეს ეხებოდა იმ ფაქტს, რომ მინდოდა ფილმი შუადღიდან შებინდებაზე გადასულიყო და შემდეგ ღამე აღწერილიყო გათენებამდე. მინდოდა ეს ორ მოძრაობაში ყოფილიყო. . . მინდოდა ჰალუცინაციის მსგავსი რამე ამესახა. სადღაც უფრო არარეალური, თითქოს ოცნების მსგავსი და შემზარავიც“.

გადაღებები დაიწყო 1 აპრილს 2019 და გაგრძელდა 2019 წლის ივნისამდე ვილშაირში, ჰანკლეიში, სარის საგრაფოში და გოვანში, ასევე შეპერტონის სტუდიაში. [19] [20] [21][22] შეშფოთება გამოიწვია სოლსბერის დაბლობზე გადაღებებზე კონსერვაციონისტებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ წარმოებას შეეძლო პოტენციურად აღმოჩენილი ნაშთების გაქრობა და მოითხოვდნენ სპეციალურ გამოკვლევებს ფილმისთვის საჭირო შენობების აშენებამდე. [23][24] ზოგიერთ კადრში საჭირო იყო 500-ზე მეტი ფონის შემადგენელი კომპონენტის გამოყენება.

მუსიკა

ფილმისთვის მუსიკა შექმნა ტომას ნიუმენმა.

იხილეთ აგრეთვე

პირველი მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორისაა:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი