ევროლიგა

1958 წელს ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ წინადადებით ფიბა-მ დააწესა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდებოდა პრიზით - „ვერცხლის კალათი“.გათამაშების სისტემა მრავალჯერ შეიცვალა. 1958 - 1965 წლებში გუნდები თამაშობდნენ ოლიმპიური სისტემით, 1966-1976 წლებში მეოთხედფინლიდან იქმნებოდა ჯგუფები, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ ბრძოლას პრიზისათვის. 1977 წლიდან გუნდები პირველ და მეორე ეტაპზე ჯგუფებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში არკვევდა თასის მფლობელს.

2000 წლამდე ტურნირს ხელმძღვანელობდა ფიბა. 2000/2001 წლების სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო სტარტი აიღო ორმა ტურნირმა: ფიბას ,, სუპროლიგამ’’ და ახლად შექმნილი ულების (Union des Ligues Européennes de Basket) ,, ევროლიგამ’’. კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და წაგებული, როგორც ფინანსური , ისე სპორტული თვალსაზრისით ფიბა დარჩა. 2008/2009 წლების სეზონიდან მხარეები შეთანხმდნენ და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს ულები-ევროლიგა დაერქვა. გუნდები ჯერ ორ ეტაპზე ჯგუფებში არკვევენ ოთხ უძლიერესს, რომლებიც შემდგომ ერთ ქალაქში ოლიმპიური სისტემით ათმაშებენ მთავარ პრიზს.

საბჭოთა პერიოდში ამ ტურნირში სამჯერ მონაწილეობდა თბილისის ,,დინამო’’:

  • 1959/1960 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის ,,აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის ,,პოლონია’ (88-65, 64-61) და ფინალში დამარცხდნენ რიგის არმიელებთნ (51-61, 62-69).
  • 1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ,,სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის ,,დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66), ხოლო ფინალში დაამარცხეს მადრიდის ,,რეალი’’ (90-83).

დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.

  • 1962/1963 წლების გათამაშებაში დინამოელებმა მეოთხედფინალში დაამარცხეს მილანის ,,სიმენტალი’’ (65-70, 74-68), ხოლო ნახევარფინალში დამარცხდნენ მოსკოვის არმიელებთნ (59-76, 78-79).

გამარჯვებულები და ფინალისტები

წელიჩატარების

ადგილი

გამარჯვებულიფინალისტიშედეგი
1958რიგა, სოფიასკა რიგა,  სსრკ, ლატვია,,აკადემიკი’’ სოფია,  ბულგარეთი86 - 81, 84 - 71
1959რიგა, სოფიასკა რიგა,  სსრკ, ლატვია,,აკადემიკი’’ სოფია,  ბულგარეთი79 - 58, 69 - 67
1960თბილისი, რიგასკა რიგა,  სსრკ, ლატვია,,დინამო’’ თბილისი,  სსრკ, საქართველო61 - 51, 69 - 62
1961რიგა, მოსკოვიცსკა მოსკოვი,  სსრკ , რუსეთისკა რიგა,  სსრკ, ლატვია61 - 66, 67 - 62
1962ჟენევა,,დინამო’’ თბილისი,  სსრკ, საქართველო,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი90 - 83
1963მადრიდი, მოსკოვიცსკა მოსკოვი,  სსრკ, რუსეთი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი69 - 86, 91 - 74, 99 - 80
1964ბრნო, მადრიდი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,სპარტაკი’’ ბრნო,  ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი99 - 110, 84 - 64
1965მოსკოვი, მადრიდი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთიცსკა მოსკოვი,  სსრკ, რუსეთი88 - 81, 76 - 72
1966ბოლონია,,სიმენტალი’’ მილანი,  იტალია,,სლავია’’ პრაღა,  ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი77 - 72
1967მადრიდი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,სიმენტალი’’ მილანი,  იტალია91 - 83
1968ლიონი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,სპარტაკი’’ ბრნო,  ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი98 - 95
1969ბარსელონაცსკა მოსკოვი,  სსრკ, რუსეთი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი103 - 99
1970სარაევო,,ინისი’’ ვარეზე,  იტალიაცსკა მოსკოვი,  სსრკ, რუსეთი79 - 74
1971ანტვერპენიცსკა მოსკოვი,  სსრკ, რუსეთი,,ინისი’’ ვარეზე,  იტალია67 - 53
1972თელ-ავივი,,ინისი’’ ვარეზე,  იტალია,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი,  იუგოსლავია,ხორვატია70 - 69
1973ლიეჟი,,ინისი’’ ვარეზე,  იტალიაცსკა მოსკოვი,  სსრკ, რუსეთი71 - 66
1974ნანტი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,ინისი’’ ვარეზე,  იტალია84 - 82
1975ანტვერპენი,,ინისი’’ ვარეზე,  იტალია,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი79 - 66
1976ჟენევა,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,  იტალია,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი81 - 74
1977ბელგრადი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,  იტალია78 - 77
1978მიუნხენი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,  იტალია75 - 67
1979გრენობლი,,ბოსნა’’ სარაევო,  იუგოსლავია, ბოსნია-ჰერცეგოვინა,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,  იტალია96 - 93
1980ბერლინი,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი89 - 85
1981სტრასბურგი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი,,სინუდინე’’ ბოლონია,  იტალია80 - 79
1982კიოლნი,,სკიბი’’ კანტუ,  იტალია,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი86 - 80
1983გრენობლი,,ფორდი’’ კანტუ,  იტალია,,ბეილი’’ მილანი,  იტალია69 - 68
1984ჟენევა,,ბანკო დი რომა’’ რომი,  იტალია,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი79 - 73
1985ათენი,,ციბონა’’ ზაგრები,  იუგოსლავია, ხორვატია,,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი87 - 78
1986ბუდაპეშტი,,ციბონა’’ ზაგრები,  იუგოსლავია, ხორვატია,,ჟალგირისი’’ კაუნასი,  სსრკ94 - 82
1987ლოზანა,,ტრასერი’’ მილანი,  იტალია,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი71 - 69
1988გენტი,,ტრასერი’’ მილანი,  იტალია,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი90 - 84
1989მიუნხენი,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი,  იუგოსლავია, ხორვატია,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი75 - 69
1990სარაგოსა,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი,  იუგოსლავია, ხორვატია,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი72 - 67
1991პარიზიპოპ - 84 სპლიტი,  იუგოსლავია, ხორვატია,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი70 - 65
1992სტამბოლი,,პარტიზანი’’ ბელგრადი,  იუგოსლავია,სერბეთი,,ხუვენტუდი’’ ბადალონა,  ესპანეთი71 - 70
1993ათენი,,ლიმოჟი’’ლიმოჟი,  საფრანგეთი,,ბენეტონი’’ ტრევიზო,  იტალია59 - 55
1994თელ-ავივი,,ხუვენტუდი’’ ბადალონა,  ესპანეთი,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,  საბერძნეთი59 - 57
1995სარაგოსა,რეალი’’ მადრიდი,  ესპანეთი,,ოლიმპიაკოსი’’ პირეი,  საბერძნეთი73 - 61
1996პარიზი,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი67 - 66
1997რომი,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,  საბერძნეთი,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი73 - 58
1998ბარსელონა,,კინდერი’’ ბოლონია,  იტალიააეკ ათენი,  საბერძნეთი58 - 44
1999მიუნხენი,,ჟალგირისი’’ კაუნასი,  ლიეტუვა,,კინდერი’’ ბოლონია,  იტალია82 - 74
2000სალონიკი,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი73 - 67
2001 ფიბაპარიზი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი81 - 67
2001 ულებბოლონია, ვიტორია,,კინდერი’’ ბოლონია,  იტალია,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია,  ესპანეთი68 - 85, 94 - 73, 80 - 60, 79 - 96, 82 - 74
2002ბოლონია,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი,,კინდერი’’ ბოლონია,  იტალია89 - 83
2003ბარსელონა,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი,,ბენეტონი’’ ტრევიზო,  იტალია76 - 65
2004თელ-ავივი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი,,სკიპერი’’ ბოლონია,  იტალია118 - 74
2005მოსკოვი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია,  ესპანეთი90 - 78
2006პრაღაცსკა მოსკოვი,  რუსეთი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი73 - 69
2007ათენი,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთიცსკა მოსკოვი,  რუსეთი93 - 91
2008მადრიდიცსკა მოსკოვი,  რუსეთი,,მაკაბი’’ თელ-ავივი,  ისრაელი91 - 77
2009ბერლინი,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთიცსკა მოსკოვი,  რუსეთი73 -71
2010ბერლინი,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი,,ოლიმპიაკოსი პირეოსი,  საბერძნეთი86 -68
2011ბარსელონა,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი,,მაკაბი თელ-ავივი,  ისრაელი78 -70
2012სტამბოლი,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,  საბერძნეთიცსკა მოსკოვი,  რუსეთი62 -61


შენიშვნა: 1. 2000/2001 სეზონში ჩატარდა ორი ტურნირი.2. გუნდებს რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ.  სსრკ, ლატვია), პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას რომელასაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს

ლიტერატურა

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი