კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale de Basketball — FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (ევროპა, ამერიკა -სამი ქვეკომიტეტით, ოკეანია, აფრიკა, აზია) კომიტეტს.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცის ლოგო

ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.

ფედერაციის ორგანოებია: კონგრესი, ცენტრალური ბიურო თავისი აღმასრულებელი კომიტეტით, გენერალური სამდივნო და კომისიები(ტექნიკური, ქალთა, საფინანსო, საორგანიზაციო, ჭაბუკთა, გოგონათა, იურიდიული , ტექნიკური დახმარების და მინი-კალათბურთის.

კონგრესი იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონგრესი შეიძება ჩატარდეს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. ცენტრალური ბიურო ირჩევა 4 წლის ვადით და მის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 7 ვიცე-პრეზიდენტი (ზონალური კომიტეტების პრეზიდენტები), გენერალური მდივანი, ფინანსისტი, მინი-კალათბურთის კომიტეტის თავმჯდომარე და 9 სხვა წევრი. ბიურო იკრიბება გენერალური სამდივნოს წინადადებით არა ნაკლებ ორისა წელიწადში. წლის პირველ სხდომაზე ბიურო ირჩევს თავის აღმასრულებელ კომიტეტს (პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ფინანსისტი და 4 წევრი).

გენერალური სამდივნო შედგება გენერალური მდივნისაგან და მისი დამხმარეებისაგან. იგი ეწევა ყოველდღიურ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო კომისიასთან. კომისიები შედგებიან პრეზიდენტისაგან და არაუმეტეს 12 წევრისაგან. თითოეული ზონალური კომისია ასახელებს ერთ წევრს, დანარჩენ ხუთს რეკომენდაციას უწევს გენერალური სამდივნო.

ფიბას პრეზიდენტები

სახელი გვარიქვეყანაწლები
ჯეიმზ ნეისსმიტიდროშა: კანადა კანადა1932-1939 საპატიო
ლეონ ბუფარდიდროშა: შვეიცარია შვეიცარია1932-1948
ვილარდ გრეიმიდროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ1948-1960
ანტონიო დოს რეიეს კანეიროდროშა: ბრაზილია ბრაზილია1960-1968
აბდელ მონაიმ ვაჰბიდროშა: ეგვიპტე ეგვიპტე1968-1976
გონსალო პიუატ IIდროშა: ფილიპინები ფილიპინები1976-1984
რობერტო ბუსნელიდროშა: საფრანგეთი საფრანგეთი1984-1990
ჯორჯ კილიანიდროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ1990-1998
აბდულაი სეი მორიეუდროშა: სენეგალი სენეგალი1998-2006

ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია ბობ ელფინსტონი (ავსტრალია)

ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში

ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული.

ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ფედერაცია ატარებს მსოფლიოს ჩემპიონატებს 20 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის.

თავის მხრივ ყველა ზონალური (კონტინენტალური) კომისია ატარებს თავისი კონტინენტების ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ტარდება კონტინენტალური ჩემპიონტები ახალგაზრდა კალათბურთელთა შორის და საკლუბო ტურნირები ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრები არიან:

ზონალური (კონტინენტალური) კომიტეტები და მისი წევრი ქვეყნები

ევროპის კომიტეტი - FIBA - Europa
 ავსტრია  აზერბაიჯანი  ალბანეთი  ანდორა  სომხეთი
 ბელარუსი  ბელგია  ბულგარეთი  ბოსნია და ჰერცეგოვინა  გერმანია
 გიბრალტარი  დანია  ესპანეთი  ესტონეთი  თურქეთი
 ინგლისი  საბერძნეთი  საქართველო  ირლანდია  ისრაელი
 ისლანდია  იტალია  კვიპროსი ლატვია  ლიეტუვა
 ლუქსემბურგი  ჩრდილოეთი მაკედონია  მალტა  მონტენეგრო  მოლდოვა
 მონაკო  ნორვეგია  პოლონეთი  პორტუგალია  რუმინეთი
 რუსეთი  სან-მარინო  საფრანგეთი  სერბეთი  სლოვაკეთი
 სლოვენია  უკრაინა  უნგრეთი  ფარერის კუნძულები  ფინეთი
 შვედეთი  შვეიცარია  შოტლანდია  ჩეხეთი  ხორვატია
 ნიდერლანდები
აზიის კომიტეტი - FIBA - Asia
 ავღანეთი  არაბთა გაერთიანებული საამიროები  ბაჰრეინი  ბანგლადეში  ბრუნეი
 ბჰუტანი  ერაყი  ვიეტნამი  თურქმენეთი  იაპონია
 იემენი  იორდანია  ინდოეთი  ინდონეზია  ირანი
 კამბოჯა  სამხრეთი კორეა  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა  ლაოსი  ლიბანი
 მიანმარი  მაკაო  მალდივი  მონღოლეთი  მალაიზია
 ნეპალი  ომანი პაკისტანი  პალესტინა  საუდის არაბეთი
 სინგაპური  სირია  ჩინეთის ტაიბეი  ტაილანდი  ტაჯიკეთი
 უზბეკეთი  ფილიპინები  ქუვეითი  ყაზახეთი  კატარი
 ყირგიზეთი  შრი-ლანკა  ჩინეთი  ჰონგ-კონგი
აფრიკის კომიტეტი - FIBA - Africa

 ალჟირი  ანგოლა  ბენინი  ბოტსვანა  ბურკინა-ფასო
 ბურუნდი  გაბონი  გამბია  განა  გვინეა
 გვინეა-ბისაუ  ეგვიპტე  ეთიოპია  ეკვატორული გვინეა  ერიტრეა
 ზამბია  ზიმბაბვე  კაბო-ვერდე  კამერუნი  კომორის კუნძულები
 კონგოს რესპუბლიკა  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა  კოტ-დ’ივუარი  ლესოთო  ლიბია
 ლიბერია  მადაგასკარი  მავრიტანია  მალავი  მალი
 მაროკო  მავრიკი  მოზამბიკი  ნამიბია  ნიგერია
 ნიგერი  რუანდა  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა  სან-ტომე და პრინსიპი  სეიშელის კუნძულები
 სენეგალი  ესვატინი  სიერა-ლეონე  სომალი  სუდანი
 ტანზანია  ტოგო  ტუნისი  უგანდა  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
 ჯიბუტი
ამერიკის კომიტეტი - FIBA - Americas
 ამერიკის ვირჯინიის კუნძულები  აშშ  ანტიგუა და ბარბუდა  არგენტინა  არუბა
 ბარბადოსი  ბაჰამის კუნძულები  ბელიზი  ბერმუდის კუნძულები  ბოლივია
 ბრაზილია  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები  გაიანა  გვატემალა  გრენადა
 დომინიკა  დომინიკანელთა რესპუბლიკა  ეკვადორი  ვენესუელა  იამაიკა
 კაიმანის კუნძულები  კანადა  კოლუმბია  კოსტა-რიკა  კუბა
 მექსიკა  მონსერატი  ნიკარაგუა  პანამა  პარაგვაი
 პერუ  პუერტო-რიკო  სალვადორი  სენტ-ვინსენტი და გრენადინები  სენტ-ლუსია
 სურინამი  ტრინიდადი და ტობაგო  ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები  ურუგვაი  ჩილე
 ჰაიტი  ნიდერლანდის ანტილები  ჰონდურასი
ოკეანეთის კომიტეტი - FIBA - Oceania
 ავსტრალია  ამერიკის სამოა  ახალი ზელანდია  ახალი კალედონია  გუამი
 ვანუატუ  კირიბატი  კუკის კუნძულები  მარშალის კუნძულები  მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
 ნაურუ  ნორფოლკი  პალაუ  პაპუა-ახალი გვინეა  სამოა
 სოლომონის კუნძულები  საფრანგეთის პოლინეზია  ტონგა  ტუვალუ  ფიჯი
 ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები

ლიტერატურა

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი