ატალანტა (საფეხბურთო კლუბი)

იტალიური საფეხბურთო კლუბი

„ატალანტა“ (იტალ. Atalanta Bergamasca Calcio) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბერგამოდან, ლომბარდია. დაარსდა 1907 წელს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ატლეტი აძური დ'იტალიაზე, რომელიც 26 562 მაყურებელს იტევს.

ატალანტა
ატალანტას ლოგო
სრული სახელი Atalanta Bergamasca Calcio SpA
მეტსახელი ღმერთები (იტალ. La Dea)
შავ-ლურჯები (იტალ. Nerazzurri)
Orobici
დაარსდა 8 ოქტომბერი, 1907; 116 წლის წინ (1907-10-08)
სტადიონი ატლეტი აძური დ'იტალია,
ბერგამო, იტალია
(ტევადობა: 26,562 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ანტონიო პერკასი
მწვრთნელი იტალიის დროშა ჯან პიერო გასპერინი
კაპიტანი იტალიის დროშა კრისტიან რაიმონდი
ლიგა სერია A
2019–20 სერია A, მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

1963 წელს კლუბმა შეძლო იტალიის თასის მოგება, ხოლო 1987 და 1996 წლებში ფინალში გასვლა. 1988 წელს, სერია B-ში ასპარეზობისას, „ატალანტა“ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გავიდა და დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე, არაუმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბთა შორის („კარდიფ სიტისთან“ ერთად). „ატალანტამ“, ასევე, 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფა-ს თასის გათამაშებაში, 1990–91 წლების სეზონში გავიდა 1/4 ფინალამდე.

ისტორია

ადრეული წლები

„ატალანტა“ ჩამოყალიბდა 1907 წლის 8 ოქტომბერს. ბერგამოში საფეხბურთო კლუბი 1904 წლიდან არსებობდა. კლუბი დააარსეს შვეიცარიელმა ემიგრანტებმა, როგორც საფეხბურთო კლუბი „ბერგამო“. სახელი „ატალანტა“ აღებულია ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ატალანტესგან (იტალ. Atalanta). იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბს 1914 წლამდე ოფიციალურად არ აღიარებდა. ახლანდელი კლუბი შეიქმნა ორი კლუბის, „ატალანტას“ და „ბერგამასკას“ შერწყმის შედეგად. თავდაპირველად კლუბის ფერები იყო შავი და თეთრი, ხოლო სარეზერვო ფორმაზე ლურჯი და თეთრი ფერები იყო. შერწყმა მოხდა 1924 წელს და კლუბს ეწოდა „ატალანტა ბერგამასკა დი გიმნასტიკა ე შერმა 1907“ (იტალ. Atalanta Bergamasca di Ginnastica e Scherma 1907). 1928 წლიდან კლუბის საშინაო არენა გახდა ვიალე ჯულიო ჩეზარეს სტადიონი.

იტალიის ლიგას „ატალანტა“ 1929 წელს შეუერთდა. სერია A-ში პირველად აღზევდა 1937 წელს, თუმცა პირველივე სეზონში დაქვეითდა. 1940 წელს დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, სადაც 1959 წლამდე იასპარეზა. სერია B-ში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, კლუბი კვლავ აღზევდა სერია A-ში და მომდევნო ათწლეულის მანძილზე შეინარჩუნა ადგილი.

1948 წელს კლუბმა დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უმაღლეს ლიგაში, დაიკავა მე-5 ადგილი. 1981 წელს, „ატალანტა“ სერია C1-ში დაქვეითდა. ეს იყო დარტყმა, რამაც შემდგომი პროგრესი განაპირობა. შემდეგში კლუბი დაბრუნდა სერია B-ში, ერთი სეზონის შემდეგ კი, 1984 წელს, სერია A-ში. „ატალანტას“ უჭირდა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, შედეგად მრავალჯერ დაქვეითდა, 1987, 1994, 1998, 2003, 2005 და 2010 წლებში. 2011 წელს, მფლობელის შეცვლის შედეგად კლუბმა შეძლო სერია A-ში დაბრუნება.,[1]

„ატალანტა“ ერთადერთ ტიტულს დაეუფლა 1963 წელს, როდესაც მოიგო იტალიის თასი. კლუბს ასევე ჰქონდა მცირე მიღწევები ევროტურნირებზე, რამდენიმე შემთხვევაში დამარცხდა მოწინააღმდეგესთან, რომელიც შემდგომში იმ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ევროტურნირებზე

თასების მფლობელთა თასის 1987–88 წლების სეზონში, 1/4 ფინალში „ატალანტას“ მოწინააღმდეგე უელსის საფეხბურთო კლუბი „მერტირ-ტიდვილი“ იყო. პირველი მატჩი უელსელთა გამარჯვებით, 2–1 დასრულდა. ხოლო ბერგამოში გამართულ საპასუხო მატჩში „ატალანტამ“ 2–0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიურ „მეხელენთან“ დამარცხდა. თუმცა, „ატალანტა“ გახდა ერთ-ერთი კლუბი მათ შორის, რომელთაც შეძლეს ევროტურნირზე ასპარეზობა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გარეშე. მე-2 კლუბი რომელმაც ეს შეძლო, იყო უელსური „კარდიფ სიტი“.

1990–91 წლების სეზონში „ატალანტამ“ შეძლო უეფა-ს თასის 1/4 ფინალში გასვლა, სადაც ასევე იტალიურ „ინტერთან“ დამარცხდა, „მილანმა“ ფინალში „რომა“ დამარცხა. 1991 წლის შემდეგ კლუბს ევროტურნირებზე არ უასპარეზია. სერია A-ში დაკავებული მე-7 ადგილის შემდეგ, 2001 წელს, კლუბს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ინტერტოტოს თასის გათამაშებაში, მაგრამ „ატალანტამ“ უარი განაცხადა და მის მაგივრად ტურნირზე „ბრეშია“ გამოვიდა, რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა, ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“.

2000-დან

ბოლო წლებში, კლუბი სერია A-დან 3-ჯერ დაქვეითდა: 2002–03, 2004–05 და 2009–10 წლების სეზონებში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთი სეზონის შემდეგ შეძლო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.

2011–12 წლების სეზონში, იტალიის საფეხბურთო სკანდალის გამო „ატალანტას“ 6 ქულა გამოაკლდა. მიუხედავად ამისა, კლუბმა 38 მატჩში დააგროვა 52 ქულა და დააფიქსირა იმ დროისთვის საუკეთესო შედეგი კლუბისთვის. შემდეგ წელს, იგივე მიზეზის გამო კლუბს 2 ქულა გამოაკლდა. „ატალანტამ“ მე-15 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში და აირიდა დაქვეითება. 2013–14 წლების სეზონში, სერია A-ში დაიკავა მე-11 ადგილი.

2014–15 წლების სეზონში, მიუხედავად კარგი თამაშისა, „ატალანტა“ იბრძოდა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის. სეზონის დასაწყისში, მწვრთნელად დაინიშნა სტეფანო კოლატუონო. 2015 წლის 4 მარტს, მას შემდეგ, რაც კლუბი 3 ქულით გადაურჩა გასავარდნ ზონაში მოხვედრას, კოლატუონომ თანამდებობა დატოვა. 2015–16 წლების სეზონში მწვრთნელის პოსტი ედოარდო რეიამ დაიკავა, მისი მეთაურობით „ატალანტამ“ მე-13 ადგილი დაიკავა.

2016–17 წლების სეზონის სუსტად დაწყების გამო, მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი გადადგომის პირას იყო, მაგრამ სწრაფად მოპოვებული დადებითი შედეგების შემდეგ კლუბმა 72 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური. 26 წლიანი პაუზის შემდეგ „ატალანტამ“ კვლავ შეძლო ევროტურნირებზე გასვლა.

მიღწევები

საშინაო

  • სერია B
    • ჩემპიონი (6): 1927–28, 1939–40, 1958–59, 1983–84, 2005–06, 2010–11
    • მე-2 ადგილი (4): 1936–37, 1970–71, 1976–77, 1999–2000
  • სერია С1
    • ჩემპიონი (1): 1981–82
  • იტალიის თასი
    • გამარჯვებული (1): 1962–63
    • ფინალისტი (3): 1986–87, 1995–96, 2018–19
  • ვიარეჯოს ტურნირი
    • ჩემპიონი (2): 1969, 1993
    • მე-3 ადგილი (5): 1955, 2008, 2010, 2011, 2012

ევროტურნირებზე

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  ალბანეთიერტიტ ბერიშა
3მცველი  ბრაზილიარაფაელ ტოლოი
4ნახევარმცველი  იტალიაბრაიან კრისტანტე
5მცველი  იტალიაანდრეა მასიელო
6მცველი  ბოსნია და ჰერცეგოვინაერვინ ზუკანოვიჩი
7ნახევარმცველი  იტალიამარკო დ'ალესანდრო
8ნახევარმცველი  იტალიაჯულიო მიგლიაჩო
9თავდამსხმელი  სერბეთიალექსანდრე პეშიჩი
10ნახევარმცველი  არგენტინაალეხანდრო გომესი
11ნახევარმცველი   შვეიცარიარემო ფროილერი
13მცველი  იტალიამატია კალდარა
24მცველი  იტალიაანდრეა კონტი
25მცველი  საფრანგეთიაბდულაი კონკო
27ნახევარმცველი  სლოვენიაიასმინ კურტიჩი
29თავდამსხმელი  იტალიაანდრეა პეტანია
31მეკარე  იტალიაფრანჩესკო როსი
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
33მცველი  ნიდერლანდებიჰანს ჰატებოერი
37ნახევარმცველი  იტალიალეონარდო სპინაძოლა
43ნახევარმცველი  იტალიაალბერო პალოში
47მეკარე  იტალიასტეფანო მაძინი
52ნახევარმცველი  ეკვადორიბრაიან კაბესასი
77ნახევარმცველი  იტალიაკრისტიან რაიმონდი (კაპიტანი)
91მეკარე  იტალიაპიერლუიჯი გოლინი
92თავდამსხმელი  იტალიასალვატორე მოლინა
93მცველი  სენეგალიბუკარი დრამე
94ნახევარმცველი  იტალიაფილიპო მელეგონი
95მცველი  იტალიაალესანდრო ბასტონი
99თავდამსხმელი  კოტ-დ’ივუარიემმანუელ ლატე ლათი
-თავდამსხმელი  დანიაანდრეას კორნელიუსი
-ნახევარმცველი  გერმანიარობინ კოსენსი
-ნახევარმცველი  ბრაზილიაჟოან შმიდტი
-ნახევარმცველი   შვეიცარიანიკოლას ჰაასი

ევროტურნირებზე

სეზონიტურნირიეტაპიკლუბიშინგასვლითიჯამში
1963–64თასების მფლობელთა თასი1-ლი სპორტინგი ლისაბონი2–01–33–3[2]
1987–88თასების მფლობელთა თასი1-ლი მერიტირ-ტიდვილი2–01–23–2
მე-2 ოფი2–00–12–1
1/4 ფინალი სპორტინგი ლისაბონი2–01–13–1
1/2 ფინალი მეხელენი1–21–22–4
1989–90უეფა-ს თასი1-ლი სპარტაკი მოსკოვი0–00–20–2
1990–91უეფა-ს თასი1-ლი დინამო ზაგრები0–01–11–1(ს.)
მე-2 ფენერბაჰჩე4–11–05–1
მე-3 კელნი1–01–12–1
1/4 ფინალი ინტერი მილანი0–00–20–2

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი