ლუის ალბერტო სუარესი

ურუგვაელი ფეხბურთელი
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლუის სუარეს მირამონტესი.

ლუის ალბერტო სუარეს დიასი (ესპ. Luis Alberto Suárez Díaz [ˈlwis ˈswares]; დ. 24 იანვარი, 1987; სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ მაიამის „ინტერის“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.[2][3][4].

ლუის სუარესი
სუარესი 2020 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის ალბერტო სუარეს დიასი
დაბადების
თარიღი
24 იანვარი, 1987 (1987-01-24) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
სალტო, ურუგვაი
სიმაღლე182 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი მაიამი
ნომერი9
ახალგაზრდული კარიერა
2003–2005ნასიონალი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2005–2006ნასიონალი27(10)
2006–2007გრონინგენი29(10)
2007–2011აიაქსი110(81)
2011–2014ლივერპული110(69)
2014–2020ბარსელონა191(147)
2020–2022ატლეტიკო67(32)
2022ნასიონალი14(8)
2023–2024გრემიო45(24)
2023–ინტერი მაიამი8(6)
ეროვნული ნაკრები
2007ურუგვაი 20-წლ.4(2)
2012ურუგვაი 23-წლ.4(3)
2007–ურუგვაი138(68)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 22 ნოემბერი, 2023

კარიერა

საკლუბო

2013–14 წლებში სუარესმა ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ხუთი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, მან 31 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სუარესმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ დატოვებას აპირებს. მისი სამსახურით დაინტერესება გამოთქვეს ესპანური ფეხბურთის გრანდებმა, „ბარსელონამ“ და „რეალ მადრიდმა“.[5] 2014 წლის ივლისში სუარესმა „ბარსელონასთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი,[6] „ლივერპულმა“ კი მის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო მიიღო.[7]

2020 წლის 23 სექტემბერს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. [8][9][10][11] 27 სექტემბერს „ატლეტიკოს“ მაისურით მოედანზე პირველად ლიგის გათამაშების კალენდარულ მატჩში „გრანადას“ წინააღმდეგ გამოვიდა. პირველივე შეხვედრაში სუარესმა თავის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა[12] და დუბლი მიითვალა.[13] შეხვედრა მადრიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6–1 დამთავრდა.[14][15]

სანაკრებო

ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად 2007 წელს გამოჩნდა. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა. ჩემპიონატზე სუარესმა სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ჯგუფუტი ეტაპის მატჩში, მექსიკის წინააღმდეგ, ორი კი მერვედფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშისას გაიტანა. მეოთხედფინალში, განის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დროს სუარესმა ხელით მოიგერია განელი ფეხბურთელის, დომინიკ ადიას მიერ დარტყმული ბურთი. ამით მან ნაკრები გავარდნისგან იხსნა, თუმცა წითელი ბარათი მიიღო და ნახევარფინალის გამოტოვება მოუხდა, რომელიც მისმა გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებთან დათმო.

სუარესი იყო ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კოპა ამერიკა 2011-ზე, სადაც მან დიეგო ფორლანთან ერთად დიდი როლი შეიტანა ურუგვაის გაჩემპიონებაში. სუარესმა ამ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი ნახევარფინალში პერუს ეროვნული ნაკრების წინაარმდეგ და ერთი გოლი ფინალურ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ პარაგვაის 3-0 მოუგო.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მეორე ტურის მატჩში კი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.შემდეგ მატჩში იტალიის ნაკრებთან თამაშისას სუარესმა 79-ე წუთზე მხარზე უკბინა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის. მექსიკელმა მსაჯმა მარკო ანტონიო როდრიგესმა დარღვევა არ დააფიქსირა და დანიშნა კუთხური ურუგვაის სასარგებლოდ, რომლითაც ურუგვაიმ ისარგებლა და გაიტანა, რამაც იტალია ჯგუფში ჩატოვა. მატჩის შემდეგ ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა მომხდარი ფაქტი და სუარესს მისცა 9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ასევე აუკრძალა საფეხბურთო აქტივობა 4 თვის მანძილზე.

მიღწევები

საკლუბო

ნასიონალი

  • ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2005–06

აიაქსი

ლივერპული

ბარსელონა

ატლეტიკო მადრიდი

სანაკრებო

ურუგვაის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი