მანდარინი

მანდარინი — მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე Citrus-ის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.

მანდარინი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტეგანისებრნი
გვარი:  ციტრუსები
სახეობა:  მანდარინი
ლათინური სახელი
Citrus reticulata

მახასიათებლები

ყველაზე უფრო გავრცელებულია მანდარინი უნშიუ (Citrus unshiu), ხის სიმაღლე 3 -მდეა, ვარჯნის დიამეტრი 3-3,5 მ. ყვავილი საკმაოდ დიდია, ორსქესიანი, გვირვინის ფურცლები შეიცავენ ჯირკვლებს, რომელშიაც დიდი რაოდენობითაა ეთეროვანი ზეთი, ნაყოფი უთესლოა, მასა 60-80 გ. კანი ნარინჯისფერია, რბილობი — ღია ნარინჯისფერი, წვნიანი. წვენი შეიცავს 3-10% შაქრებს, 0,9%-1%-მდე მჟავებს (უმთავრესად ლიმონის), 23-55 მგ% C ვიტამინს და სხვა. ნაყოფს იყენებენ უმეტესად ნედლად, აგრეთვე გადამუშავებულს (წვენი, ჯემი, მურაბა, კომპოტი და სხვა). კანი მდიდარია პექტინოვანი ნივთიერებებით, ეთეროვანი ზეთებითა და გლიკოზიდებით, იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, აგრეთვე ეთეროვანი ზეთების მისაღებად, ხოლო ამ უკანასკნელს — პარფიუმერიისა და კვების მრეწველობაში.

ციტრუსოვან კულტურათა შორის მანდარინი უნშიუ გამოირჩევა შედარებით მაღალი ყინვაგამძლეობით. მანდარინი მსხმოიარობას იწყებს ოკულირებიდან (კვირტით მყნობა) მე-4 წელს. 10-12 წლის ხეების მოსავალმა შეიძლება მიაწიოს 50 ტ ჰა-ზე. მანდარინის ძირითადი ნარგაობა თავმოყრილია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ რაიონებში. უმთავრესად კულტივირებულია უნშიუს ჯიში, მცირე რაოდენობით საადრეო ჯიში — კოვანოვასე. მანდარინს უმთავრესად ამრავლებენ ოკულირებით, იშვიათად — კალმის მყნობით. ძირითადი საძირეა ტრიფოლიატა.

საქართველოში 1885 წელს პირველად შემოიტანეს იტალიიდან მანდარინი, რომელმაც სამრეწველო მნიშვნელობა ვერ მიიღო, რადგან დაბალი ყინვაგამძლეობის აღმოჩნდა და ნაყოფი დროზე არ მწიფდებოდა. ის შეცვალა უნშიუმ, რომელიც 1896 წელს შემოიტანეს იაპონიიდან და სწრაფად გავრცელდა. ამჟამად 19 ათ. ჰა ფართობი უკავია და ყოველწლიურად 100-120 ათ. ტ-ზე მეტ მოსავალს იძლევა. მანდარინის პლანტაციებს ძლიერ აზიანებს მავნებლები — ფარიანები და ცრუფარიანები; დაავადებებიდან აღსანიშნავია გუმოზი, ქლოროზი, ანთრაკნოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი და სხვა. სამკურნალოდ იყენებენ ბორდოს სითხის 1% ხსნარსა და ცინებს.

ლიტერატურა

  • ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანი წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ., 1, თბ., 1978;
  • ლეკვეიშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 405, თბ., 1983
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი