სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი (შვედ. Stockholms tunnelbana) — მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა დიდ სტოკჰოლმში; ერთადერთია შვედეთში. გაიხსნა 1950 წლის 1 ოქტომბერს. მფლობელია კომპანია SL. მეტროსადგურის მომსახურებაზე კონტრაქტი კონკურსის საწყისებზე ფორმდება. ამჟამად გამარჯვებული მომსახურე კომპანიაა Veolia Transport

ტ-ცენტრალენი

სისტემა 100 სადგურს მოიცავს სამ განტოტვილ ხაზზე, რომელთა საერთო სიგრძე 105,7 კილომეტრს შეადგენს; 47 სადგური მიწისქვეშაა, 53 სადგური მიწისზედა ან საქვეითოა. ხაზებზე მოძრაობა მარცხნიდან წარმოებს, რადგან, მეტროსადგურის გახსნის დროს სტოკჰოლმში მარცხენამხრივი მოძრაობა იყო. (ლონდონის მსგავსად)

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი ცნობილია ზოგიერთი სადგურის უჩვეულო გაფორმებით (ძირითადში ცენტრალური სადგურების), და მას "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეას" უწოდებენ.

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენის მშენებლობა; 1957 წელი

ხაზები

მწვანე ხაზი

პირველი მეტროსადგური ქალაქში 1950 წელს გაიხსნა და გვირაბად 1933 წელს აგებული ჩქაროსნული ტრამვაისთვის განკუთვნილ გვირაბს იყენებდა. ხაზზე სამი მარშრუტია — T17, T18 და T19.

წითელი ხაზი

გაიხსნა 1964 წელს. ხაზზე ორი მარშრუტია — T13 და T14.

ლურჯი ხაზი

ხაზის პირველი მონაკვეთი 1975 წელს დასრულდა. ძალიან ლამაზი კლდოვანი სადგურები დაუმუშავებელი ქვის კედლებითა და ჭერით. ხაზზე ორი მარშრუტია — T10 და T11.

განვითარება

სადგური ტ-ცენტრალენი; ლურჯი ხაზი
ჰიასელბიუ სტრანდი; მწვანე ხაზი
კუნგსტრედგორდენი; ლურჯი ხაზი
თარიღიწელიმონაკვეთი
1 ოქტომბერი1950„სლუსენი“ — „ჰიოკარენგენი“
9 სექტემბერი1951„ჰულმარშპლანი“ — „სტურებიუ“
26 ოქტომბერი1952„ჰიოტორიეტი“ — ველინგბიუ
22 ნოემბერი1954„სტურებიუ“ — „ჰიოგდალენი“
1 ნოემბერი1956„ველინგბიუ“ — „ჰესელბიუ გორდი“
24 ნოემბერი1957„ჰიოტორიეტი“ — „სლუსენი“
17 აპრილი1958„ჰარმარბრინკი“ — „ჰამარბიუჰჲოიდენი“
19 ნოემბერი1958„ჰესელბიუ გორდი“ — „ჰესელბიუ სტრანდი“
19 ნოემბერი1958„ჰიოკარენგენი“ — „ფორშტა“
19 ნოემბერი1958„ჰამარბიუჰჲოიდენი“ — „ბაჰარმოსენი“
14 ნოემბერი1959„ჰიოგდალენი“ — „როგსვედი“
1 დეკემბერი1960„როგსვედი“ — „ჰოგსეტრა“
5 აპრილი1964„ტ-ცენტრალენი“ — „ფრუენგენი“
5 აპრილი1964„ლილეჰოლმენი“ — „ერნსბერი“
16 მაისი1965„ერნსბერი“ — „სეტრა“
16 მაისი1965„ტ-სენტრალენი“ — „ესტერმალმსტორი“
1 მარტი1967„სეტრა“ — „ჰერჰოლმენი“
2 სექტემბერი1967„ესტერმალმსტორი“ — „როპესტენი“
2 დეკემბერი1967„ჰერჰოლმენი“ — „ვორბერი“
29 აგვისტო1971„ფორშტა“ — „ფორშტა სტრანდი“
1 ოქტომბერი1972„ვორბერგი“ — „ფიტია“
30 სექტემბერი1973„ესტერმალმსტორი“ — „ტექნიქსკა ჰიოგსკოლანი“
12 იანვარი1975„ტექნიქსკა ჰიოგსკოლანი“ — „უნივერსიტეტი“
12 იანვარი1975„ფიტია“ — „ნორშბორი“
31 აგვისტო1975„ტ-ცენტრალენი“ — ჰჲულსტას (გავლით ჰალონბერგენი-„რინკებიუ“)
5 ივნისი1977„ჰალონბერგენი“ — „აკალა“
30 ოქტომბერი1977„ტ-ცენტრალენი“ — „კუნგსტრედჰორდენი“
29 იანვარი1978„უნივერსიტეტი“ — „მიობრიუ სენტრუმი“
19 აგვისტო1985„ვესტრა სკოგენი“ — „რინკებიუ“ („სუნდბიუბერს სენტრუმი“)
15 აგვისტო1994„ბაჰარმოსენი“ — „სკარპნეკი“

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი