ჯეკფრუტი

ჯეკფრუტი, ინდური პურის ხე (ლათ. Artocarpus heterophyllus) — მარადმწვანე მერქნიანი მცენარე თუთისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 10–20 მ, ღეროს დიამეტრი 30–80 სმ. ზოგჯერ ქმნის ფიცრისებრ ფესვს. მთლიანი ფოთლები აქვს. ნაყოფის წონა 55 კგ, სიგრძე 90 სმ, დიამეტრი 50 სმ. ზრდადასრულებული ხე წელიწადში დაახლოებით 200-დან 500-მდე ნაყოფს იძლევა.[1]

ჯეკფრუტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  თუთისებრნი
გვარი:  პურის ხე
ლათინური სახელი
Artocarpus heterophyllus

ნაყოფედს პირდაპირ ღეროზე ისხამს. დამწიფებული ნაყოფი ტკბილია და ჩვეულებრივ, დესერტად ხმარობენ. დაკონსერვებულ მწვანე ჯეკფრუტს აქვს რბილი გემო და ხორცისებრი ტექსტურა, რის გამოც მას „მცენარეულ ხორცს“ უწოდებენ. ჯეკფრუტი ჩვეულებრივ, გამოიყენება სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სამზარეულოში. საყოველთაოდ არის ხელმისაწვდომი დაკონსერვებული და გაყინული სახით. მისი სამშობლოა სამხეთი ინდოეთი.[2]

ფართოდ არის კულტივირებული მსოფლიოს ტროპიკულ რეგიონებში, მათ შორის ინდოეთში, ბანგლადეშში, შრი-ლანკასა და ფილიპინების, ინდონეზიისა და მალაიზიის წვიმის ტყეებში. ჯეკფრუტი ბანგლადეშის და ინდოეთის კერალის შტატის ეროვნული მცენარეა.[3]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი