ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ამიერკავკასიის სფსრ)

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, ამიერკავკასიის სფსრ, ასფსრ (1922 წლის 13 დეკემბრამდე იწოდებოდა — ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალური კავშირი; 13 დეკემბერი, 19225 დეკემბერი, 1936) — ფედერალური მოწყობის საბჭოთა რესპუბლიკა.

ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა
რუს. Закавказская Социалистическая Федеративная Советская Республика
აზერ. Zaqafqaziya Sovet Federativ Sosialist Respublikası
სომხ. Անդրկովկասի Խորհրդային Ֆեդերատիվ Սոցիալիստական Հանրապետություն

კავშირი
 

 

 

10 დეკემბერი, 19225 დეკემბერი, 1936 

 

 

დროშაგერბი
დევიზი
ქართ. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!
რუს. Пролетарии всех стран, соединяйтесь!
სომხ. Պրոլետարներ բոլոր երկրների, միացե'ք!
აზერ. Бүтүн өлкәләрин пролетарлары, бирләшин!

სსრკ ცაკის 1928 წლის გამოცემა
დედაქალაქიტფილისი
უდიდესი ქალაქებიტფილისი, ერივანი, ბაქო
ენარუსული ასევე ქართული, სომხური, აზერბაიჯანული
ფულის ერთეულირუბლი
ფართობი186 100 კმ²
მოსახლეობა5 861.6 ათ. (1926)
მმართველობის ფორმასოციალისტური რესპუბლიკა

შეიქმნა 1922 წლის 10 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობის გამართვისთანავე, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა ასფსრ-ის კონსტიტუცია. იგი აერთიანებდა სამ საბჭოთა რესპუბლიკას: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს.

1936 წლის 5 დეკემბერს სსრკ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია[1], რის შედეგადაც გაუქმდა ამიერკავკასიის სფსრ, ხოლო მასში შემავალი სამი რესპუბლიკა დამოუკიდებლად შევიდა სსრკ-ის შემადგენლობაში.

ასფსრ-ის წევრთა რაოდენობა

ამიერკავკასიის სფსრ-ს სამი (და არა ოთხი) წევრის არსებობას ადასტურებს და ხაზს უსვამს 1922 წლის 13 დეკემბრის ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობაზე სსრ კავშირში შესასვლელად შექმნილი სპეციალური რეზოლუცია:

„საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უნდა წარმოიქმნას შემდეგი საბჭოთა რესპუბლიკებით: რსფსრ-ით, უკრაინით, ბელორუსიითა და ასფსრ-ით, რომელშიც შედის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.“
(რუს. Союз Социалистических Республик должны образовать следующие республики: РСФСР, Украина, Белоруссия и Закавказская Федерация, в которую входят Грузия, Азербайджан и Армения.)
სსრ კავშირის დაარსების დეკლარაცია და შეთანხმება, pdf

1922 წლის 30 დეკემბრის სსრ კავშირის დაარსების დეკლარაციაში, ამიერკავკასიის სფსრ, როგორც სსრ კავშირის თანადამაარსებელი მის დანარჩენ წევრებთან (რსფსრ-ს, უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ-თან) ერთად, ასევე სამი წევრის სახითაა წარმოდგენილი:

„რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (რსფსრ), უკრაინის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა (უკრაინის სსრ), ბოლორუსიის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა (ბელორუსიის სსრ) და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ასფსრ — საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) ერთ საკავშირო სახელმწიფოდ — „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში“ გაერთიანების მიზნით ერთობლივად აფორმებენ ნამდვილ შეთანხმებას.“
(რუს. Российская Социалистическая Федеративная Советская Республика (РСФСР), Украинская Социалистическая Советская Республика (УССР), Белорусская Социалистическая Советская Республика (БССР) и Закавказская Социалистическая Федеративная Советская Республика (ЗСФСР — Грузия, Азербайджан и Армения) заключают настоящий союзный договор об объединении в одно союзное государство — Союз Советских Сосиалистических Республик.)

რაც შეეხება აფხაზეთის სსრ-ს, იგი ნ. ლაკობას მოთხოვნით ასფსრ-ში მოხვდა არა როგორც მეოთხე წევრი, არამედ გაერთიანდა მასში საქართველოს სსრ-თან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

ისტორია

ამიერკავკასიის სფსრ-ს შექმნა აუცილებლად მიაჩნდა ლენინს. 1921 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება რკინიგზების გაერთიანების შესახებ, ივნისის დასაწყისში შეიქმნა საგარეო ვაჭრობის ერთიანი ცენტრი. 1921 წლის ნოემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ერთიანი ფედერაციის შექმნის შესახებ და 29 ნოემბერს დაამტკიცა ლენინის პროექტი ასფსრ-ის შექმნის შესახებ. ასფსრ-ს შექმნას ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი ბოლშევიკები ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე, სერგო ქავთარაძე, მ. ოკუჯავა, კ. ცინცაძე, რომლებიც ამ წინააღმდეგობის გამო შემდგომში ნაციონალ-უკლონისტებად მიიჩნიეს და რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. 1922 წლის 12 მარტს ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის დაიდო ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ. ხელისუფლების ორგანოებად გამოცხადდა წარმომადგენელთა კონფერენცია და საკავშირო საბჭო.

1922 წლის 10 დეკემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა, რომელზეც გაფორმდა ასფსრ-ის შექმნა, მიღებულ იქნა პირველი კონსტიტუცია. ასფსრ ერთი რეპსუბლიკის სახით შევიდა სსრკ-ში.

1936 წლის 7 თებერვალს შედგა ამიერკავკასიის საბჭოების ბოლო — VII ყრილობის ბოლო სხდომა.

აფხაზეთი

1921 წლის 16 დეკემბრიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შესვლის მიზნით გახდა საქართველოს სსრ-ის ნაწილი ფედერალურ საწყისებზე და იწოდებოდა „სახელშეკრულებო აფხაზეთის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკა“-დ. 1922 წლის 10 დეკემბიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის სუბიექტი[2]. 1931 წლის 19 თებერვლიდან აფხაზეთის სსრ-ის სტატუსი შეიცვალა ავტონომიური რესპუბლიკით[3][4].

აფხაზეთის სსრ-ს დამოუკიდებლობის პერიოდში (31 მარტი — 16 დეკემბერი, 1921) მოუწია მის წინაშე წამოჭრილი არაერთი გამოწვევის საკუთარი ძალებით მოგვარება. იმავე პერიოდში ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნა, რომ შეექმნათ ახალი საბჭოთა ფედერალური სახელმწიფო — ამიერკავკასიის სფსრ. წინასწარი მონაცემებით იგეგემებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის გაერთიანება და ქვეყნებს შორის გადასახადების გარეშე ურთიერთობა, რაც გაამარტივებდა რესურსების მიმოქცევას და ბაზრის გაზრდას. აღნიშნული ეკონომიკურად მომგებიანი პროცესების გვერდით არც აფხაზეთი აპირებდა დარჩენას. ამიტომ აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში დაიწყეს მომავალზე აქტიური ზრუნვა. იყვნენ ჯგუფები რომლებსაც მიაჩნდათ რომ აფხაზეთი უნდა დარჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა ქვეყანა, ზოგს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული აზრი, ხოლო იყვნენ ისეთებიც ვინც თვლიდა, რომ აფხაზეთის ფიზიკური გადარჩენისათვის საჭირო იყო რომელიმე შედარებით ძლიერ სახელმწიფოსთან ფედერალიზაცია. სწორედ ამ უკანასკნელთა ჯგუფის მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო აფხაზეთის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა — ნესტორ ლაკობა. სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი, არათუ უბრალოდ ფედერალიზაციის, არამედ საბჭოთა საქართველოსთან ფედერალიზაციის იდეას.

1921 წლის 23 ივლისს მოწვეულ იყო აფხაზეთის მშრომელთა მასების კრება, რომელზეც განხილულ იყო აფხაზეთის სსრ-ის პოლიტიკური მოწყობისა (ლარიონოვი) და ფედერალიზაციის (ნ. ლაკობა) საკითხები. ნესტორ ლაკობამ ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიებიდან გამომდინარე სსრ საქართველოსთან ფედერალიზაციის აუცილებლობა მიიჩნია, თუმცა მარღანია და ნასარეთიანი პროცესების დაჩქარების წინააღმდეგ გამოვიდნენ[კ 1]. მომხსენებელთა გამოსვლების დასასრულ კრების მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს შემდეგი რეზოლუცია: „1) საქართველოს რევკომის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ბოლო მოეღო ჟორდანიას მთავრობის მიერ აფხაზი ხალხის შევიწროვებას, რითაც მცირე ერებს მიეცათ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება. 2) კრებამ გადაწყვიტა რომ ამიერიდან აფხაზეთის სსრ-სა სსრ საქართველოს შორის უნდა დამყარდეს მეტად მჭიდრო ურთიერთობა, რადგანაც დამოუკიდებლობის აღიარების დეკლარაცია წარმოადგენდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას. 3) კრების მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა მიუხედავად საქართველოს რევკომის აღიარებისა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც დამოუკიდებლად არცერთ პატარა საბჭოთა რესპუბლიკას არ ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთის მშრომელთა მასების მომდევნო სხდომა გამოხატავდა, საბჭოთა საქართველოსთან ფედერალიზაციასა და ეკონომიკური ერთიანობაზე დაფუძნებულ დეკლარაციის მიმართ სოლიდარობას“.

16 დეკემბერს აფხაზეთის რევკომმა მხარი დაუჭირა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის სურვილს და რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის, გამოხატა მზაობა გაწევრიანებულიყო ამიერკავკასიის სფსრ-ში[5], რის გამოც სსრ საქართველოსა და აფხაზეთის სსრ-ს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა სსრ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა[კ 2].

1922 წლის 7-12 იანვარს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის I კონფერენცია. აფხაზეთის კომპარტიის პირველ სხდომაზე ნ. ლაკობამ თავისი სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა და ახსნა აფხაზეთის საქართველოსთან ფედერალიზაციის მიზეზები[კ 3].

მოსახლეობა

მოსახლეობა 1926 წ.:

საქართველოს სსრ
სულ2 666 500 კ.
ქართველები1 788 200 კ.
სომხები307 000 კ.
აზერბაიჯანელები137 900 კ.
ოსები133 300 კ.
რუსები96 100 კ.
აფხაზები56 800 კ.
ბერძნები54 100 კ.
უკრაინელები14 400 კ.
ებრაელები9 300 კ.
ქურთები8 000 კ.
ლეკები3 400 კ.
ეზიდები2 800 კ.
ასურელები900 კ.
აზერბაიჯანის სსრ
სულ2 314 600 კ.
აზერბაიჯანელები1 438 000 კ.
სომხები283 000 კ.
რუსები220 500 კ.
თალიშები77 000 კ.
ქურთები41 000 კ.
ლეკები37 300 კ.
თათები28 400 კ.
ებრაელები20 600 კ.
უკრაინელები18 200 კ.
თათრები9 900 კ.
სპარსელები9 400 კ.
უდიები2 400 კ.
სომხეთის სსრ
სულ880 500 კაცი
სომხები743 600 კ.
აზერბაიჯანელები76 900 კ.
რუსები19 500 კ.
ეზიდები12 630 კ.
ქურთები11 700 კ.
ბერძნები3 000 კ.
უკრაინელები2 800 კ.
ასურელები2 200 კ.


მმართველები

ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები საქართველოს სსრ-დანასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები სომხეთის სსრ-დანასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები აზერბაიჯანის სსრ-დან
პორტრეტისახელიპორტრეტისახელიპორტრეტისახელი
პოლიკარპე (ბუდუ) გურგენის ძე მდივანი
12 მარტი, 1922–4 დეკემბერი, 1922
საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) წევრი (1903)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ალექსანდრე თეოდორეს ძე მიასნიკოვი (მიასნიკიანი)
12 მარტი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1906)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი
12 მარტი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1905)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
შალვა ზურაბის ძე ელიავა
4 დეკემბერი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ასფსრ-ის კავშირის საბჭოს მდივანი:
22 აპრილი, 1922–15 იანვარი, 1923ბორის დანიელის ძე მიხაილოვი (1913, 1895-1953)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეებიასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეებიასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები
მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე ცხაკაია
16 იანვარი, 1923-27 თებერვალი, 1931
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1898)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სარქის სააკის ძე ამბარცუმიანი
16 იანვარი, 1923-11 აპრილი, 1925
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
სამედ აღა ჰასან აღა ოღლი აღამალიოღლი
16 იანვარი, 1923–26 იანვარი, 1930
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (გაერთიანებული) წევრი,
რუსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკების) წევრი (1920)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
სერგეი (სარქის) მელიქის ძე ხანოიანი
15 აპრილი, 1925-5 აპრილი, 1927
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1902)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ვაკანსია
26 იანვარი, 1930–18 იანვარი, 1931
სარქის ოჰანესის ძე ტერ-კასპარიანი
9 აპრილი, 1927–20 თებერვალი, 1931
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1905)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ქაზანფარ მაჰმუდ ოღლი მუსაბეკოვი
18 იანვარი, 1931–28 იანვარი, 1932
რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრი (1918)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ფილიპე იესეს ძე მახარაძე
27 თებერვალი, 1931–5 მარტი, 1935
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში (1891 წლიდან)
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
არმენ არტიომის ძე ანანიანი
27 თებერვალი, 1931–15 იანვარი, 1935
რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრი (თებერვალი, 1919)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სულთან მეჯიდ ეფენდიევი
28 იანვარი, 1932–1936
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
აბელ სოფრონის ძე ენუქიძე
5 მარტი, 1935–27 მაისი, 1935
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1898)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სერგეი ნიკოლაის ძე მარტიკიანი
18 იანვარი, 1935–1936
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
ფილიპე იესეს ძე მახარაძე
27 მაისი, 1935–1936
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში (1891 წლიდან)
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნები:
16 იანვარი, 1923ბიოუკ აღა მირ კასუმ ოღლი ტალიბლი (1918, 1897-1937)
იბრაჰიმ ტაგი ოღლი ტაგიევი (1919, 1894-1937)
1925–1930ალექსანდრე იგორის ძე შავერდოვი (შავერდიანი) (1912, 1878-1937)
1930–18 იანვარი, 1931ანდრია გიგოს ძე დოლიძე (1905, 1878-1937)
27 თებერვალი, 1931–28 თებერვალი, 1933ჰამიდ ჰასან ოღლი სულთანოვი (1907, 1889-1938)
28 თებერვალი, 1933–8 ივნისი, 1936სილიბისტრო იესეს ძე თოდრია (1901, 1880-1936)

რუკები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი