ანტუან ანრი ბეკერელი
ანტუან ბეკერელი (ფრანგ. Henri Becquerel; დ. 15 დეკემბერი, 1852, პარიზი — გ. 25 აგვისტო, 1908, ბრეტანი) — ფრანგი ინჟინერი, ფიზიკოსი, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში და პირველი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა რადიოაქტივობა. რადიოაქტივობის აღმოჩენაში მას ეხმარებოდნენ პიერ კიური და მარი სკლოდოვსკა-კიური[25], ამიტომ ნობელის პრემია ბეკერელთან ერთად მათაც მიიღეს. SI სისტემაში მისი სახელი (Bq) ეწოდა რადიოაქტივობის ერთეულს[26].
ბიოგრაფია
ანტუან ბეკერელი დაიბადა 1852 წლის 15 დეკემბერს პარიზში, მდიდარ ოჯახში. მისი ოჯახის წარმომავლობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ფიზიკას: ბეკერელის ბაბუა (ანტუან სეზან ბეკერელი), მამა (ალექსანდრ-ედმონდ ბეკერელი) და შვილი (ჟან ბეკერელი) იყვნენ ფიზიკოსები[27]. იგი სწავლობდა საინჟინრო პოლიტექნიკურ სკოლაში. 1874 წელს ბეკერელი დაქორწინდა ლუსი მარი ჟამენზე, რომელიც მათი შვილის, ჟანის დაბადების დროს გარდაიცვალა[28]. 1880 წელს ჟამენი მეორედ დაქორწინდა ლუის დესირ ლორექსზე[29].
1894 წელს ბეკერელი მუშაობდა ხიდებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში ინჟინრად. მოგვიანებით მან დაიწყო საკუთარი ადრეული ექსპერიმენტების ჩატარება და ინჟინრობას თავი დაანება. ბეკერელმა ადრეულ წლებშივე შეისწავლა დედამიწის მაგნიტური ველი[30].
1900 წელს ბეკერელმა გაზომა ბეტა ნაწილაკების პარამეტრები, და მიხვდა რომ მათ ჰქონდათ იგივე ზომები, როგორიც აქვს მაღალსიჩქარიან ელექტრონს, რომელიც ტოვებს ბირთვს[31][29]. 1901 წელს მანვე აღმოაჩინა შემდეგი ფაქტი: რადიოაქტიურობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მედიცინაში. ამ აღმოჩენამ გამოიწვია რადიოთერაპიის წარმოქმნა და განვითარება (რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ)[31].
ბეკერელს რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ დიდი ხნით სიცოცხლე არ დასცალდა. იგი გარდაიცვალა 1908 წლის 25 აგვისტოს 55 წლის ასაკში, ბრეტანის რეგიონში (საფრანგეთი)[30]. მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო უცნობი დაავადებით, მაგრამ იყო შეტყობინება, რომ მან მიიღო დამწვრობა რადიოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებით[32].
1889 წელს ანტუან ბეკერელი გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი[31]. 1900 ბეკერელმა მოიპოვა რუმფორდის მედალი ურანის რადიოაქტიურობის აღმოჩენისათვის და ამავე წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[33][30]. ბეკერი 1901 წელს ასევე დაჯილდოვდა ბერლინ-ბრანდერბურგის სამეცნიერო და ჰუმანიტარული აკადემიის მედლით[34]. 1905 დაჯოლდოვდა აშშ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ბერნარდის მედლით[35]. 1906 წელს ბეკერელი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1908 წელს არჩეულ იქნა ამავე აკადემიის მუდმივ მდივნად[36]. იგი სიცოცხლეშივე აირჩიეს ბერლინის სამეფო აკადემიის პატივსაცემი წევრად. ბეკერელის სახელის პატივსაცემად მთვარეზე და მარსზე არსებულ კრატერებს ეწოდა ბეკერელის კრატერები[37][38].
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 271.
რესურსები ინტერნეტში
- Henri Becquerel – Biography. დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine.
- ბეკერელი ანტუან ანრი
- Becquerel short biography დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine. and the use of his name as a unit of measure in the SI.
- Annotated bibliography for Henri Becquerel from the Alsos Digital Library for Nuclear Issues დაარქივებული 2017-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Henri Becquerel, SI-derived unit of radioactivity[მკვდარი ბმული]
- "Henri Becquerel: The Discovery of Radioactivity", Becquerel's 1896 articles online and analyzed on BibNum [click 'à télécharger' for English version].
- Chisholm, Hugh, ed. (1911)."Becquerel". Encyclopædia Britannica. 3 (11th ed.). Cambridge University Press.