მოჰამედ სალაჰი

მოჰამედ სალაჰი (არაბ. محمد صلاح غالى; დ. 15 ივნისი, 1992) —— ეგვიპტელი ფეხბურთელი. 2017 წლიდან მერსისაიდის „ლივერპულის“ მოთამაშე.

მოჰამედ სალაჰი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მოჰამედ სალაჰი[1]
დაბადების
თარიღი
15 ივნისი, 1992 (1992-06-15) (31 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ნაგრიგი, ეგვიპტის დროშა ეგვიპტე[3]
სიმაღლე175 სმ[4]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინგლისის დროშა ლივერპული
ნომერი11
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2010-2012ეგვიპტის დროშა ალ-მოკავლუნი38(11)
2012-2014შვეიცარიის დროშა ბაზელი47(9)
2014-2016ინგლისის დროშა ჩელსი13(2)
2015იტალიის დროშა ფიორენტინა16(6)
2015-2016  იტალიის დროშა რომა34(14)
2016-2017იტალიის დროშა რომა31(15)
2017-ინგლისის დროშა ლივერპული165(111)
ეროვნული ნაკრები
2010-2011ეგვიპტე 20 წლ.11(3)
2011–2012ეგვიპტე 23 წლ.11(4)
2011–ეგვიპტე77(46)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 იანვარი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი, 2021

საფეხბურთო კარიერა სალაჰმა დაიწყო მშობლიურ ქვეყანაში. 2010 წელს იგი შეუერთდა „ბაზელს“, სადაც სადეიუტო სეზონში შვეიცარიის სუპერლიგა და საზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიგო. სალაჰის წარმატებულმა ასპარეზობამ უცხოური გრანდების ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის იანვარში იგი ლონდონის „ჩელსში“ გადავიდა 11 მილიონ ფუნტად, თუმცა პირველ სეზონში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ორჯერ იჯარით გაუშვეს იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინის“ და „რომას“ შემადგენლობაში. 2016 წლიდან „რომამ“ გამოისყიდა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი. 2017 წელს სალაჰი „ლივერპულს“ შეუერთდა 42 მილიონ ევროდ, რის შედეგადაც გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ისტორიაში. პირველი გოლი გაიტანა 12 აგვისტოს „უოტფორდის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის გახსნით ტურში. სალაჰი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობდა. თამაშის სტილის გამო მას ლიონელ მესის ადარებდნენ. ეგვიპტელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „ფარაონი“ შეარქვეს. 2018 წლის 22 აპრილს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 13 მაისს მოჰამედ სალაჰმა თავისი 32-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში და გახდა პრემიერლიგის ოქროს ბუტსის მფლობელი. 2018 წლის ივნისში სალაჰს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიღწევები

შვეიცარიის დროშა ბაზელი:(2)

ინგლისის დროშა ლივერპული:(8)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი