ჰამასი

ჰამასი, აკრონიმი, სრული სახელი - „ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ-ისა“ (არაბ. حركة المقاومة الاسلامية), პირდაპირი თარგმანი: „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ — პალესტინის სუნიტური-ისლამისტური ფუნდამენტალური მოძრაობა,[1][2] რომელიც მჭიდრო კავშირშია მუსლიმთა საძმოსთან. მისი მიზანია პალესტინის განთავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან და დასავლეთ სანაპიროზე ისლამური რესპუბლიკის შექმნა.[3][4]

ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის, საერთაშორისო ამნისტიისა და ჰუმან რაითს ვოჩის მიერ. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც და სხვა ქვეყნების პალესტინის დიასპორაში, ისრაელის ჩათვლით. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევით და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.

2008 წლის 26 აგვისტოს ჰამასის სპიკერი მიესალმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.[5][6][7]

ორგანიზაციის მიზანია გააერთიანოს პალესტინა ისლამური სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც სრულიად მოუღებს ბოლოს ისრაელს. (ისრაელის სახლემწიფოს მიერ მიჩნეულია საბაბად იმისა, რათა ამ ორგანიზაციის ლიდერები განადგურებულ იქნან.) ჰამასის ლიდერების განადგურების მცდელობები გატარებულ იქნა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სხვა მეთოდებითაც, მათ შორის ავტომანქანათა აფეთქებით, ცეცხლსასროლი იარაღით, მომწამვლელი ინიექციებით მოსადის აგენტების მიერ ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს გარეთ.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი