ბრიუსელის ტერაქტი (2016)

ბრიუსელის ტერაქტი მოხდა 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში; აქედან 2 აფეთქება მოხდა ქალაქის აეროპორტში, ხოლო 1 — მეტროსადგურში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი 3 თვითმკვლელი ტერორისტის ჩათვლით და დაშავდა დაახლოებით 300. კიდევ ერთი ბომბი ჩხრეკის დროს აეროპორტში იპოვნეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[4]

ბრიუსელის ტერაქტი (2016)
2016 Brussels bombings
ინფორმაცია ტერაქტზე
მდებარეობა 50°54′05″N 4°29′04″E / 50.901389° ჩ. გ. 4.484444° ა. გ. / 50.901389; 4.484444ბრიუსელის აეროპორტი
50°50′35″N 4°22′48″E / 50.843190° ჩ. გ. 4.380025° ა. გ. / 50.843190; 4.380025მეტროსადგური მალბეკი, ბრიუსელი
ბელგიის დროშა ბელგია
თარიღი 22 მარტი, 2016
08:00–09:11 (UTC+01:00)
სამიზნე სამოქალაქო პირები, სატრანსპორტო კვანძები
თავდასხმის ტიპი თვითმკვლელი ტერორისტი, მასობრივი მკვლელობა
თავდასხმის იარაღები აკ-47 თოფი
აცეტონის პეროქსიდი (ასაფეთქებელი)
შაჰიდის ქამარი
მსხვერპლი 34 ჯამში
(აქედან 3 ტერორისტი)[1][2]
დაშავდა 300
(61 მძიმედ)
თავდამსხმელები ისლამური სახელმწიფო[3]
თავდამსხმაში მონაწილეთა რაოდენობა 4

2016 წლის 22 მარტის თავდასხმა ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტი იყო ბელგიის ისტორიაში.[5] ქვეყნის მთავრობამ 3-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ისტორია

ბელგია აქტიური მონაწილეა მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყში.[6] ბელგიას ასევე აქვს ყველაზე მეტი ერთ სულ მოსახლეზე უცხოელი მებრძოლი სირიაში, დაახლოებით 500 მებრძოლი გაემგზავრა სირიასა და ერაყში, 2016 წლის მონაცემებით.[7] მებრძოლები ძირითადად ემიგრანტების შთამომავლები არიან. ბელგია მათ უწოდებს „კერა ჯიჰადის იდეოლოგიის“[7] და „ჯიჰადის-გაწვევის კერად“.[8]

ტერაქტამდე, რამდენიმე ისლამისტური ტერაქტების ჩამდენები წარმოიშვნენ ბელგიაში, ამიტომ ჩატარდა რიგი ანტიტერორისტული ოპერაციები. 2014 წლის მაისში, ტერორისტი, რომელიც დაკავშირებული იყო სირიის სამოქალაქო ომთან, დაესხა თავს ბელგიის ებრაულ მუზეუმს, ამ ტერაქტის დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი.[9][10][11][12]

ინციდენტი

ბრიუსელის აეროპორტი

იყო ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში ცოტა ხნის შემდეგ 08:00 ადგილობრივი დროით.[13] ერთ-ერთი იყო იმ საერთაშორისო გამგზავრების დარბაზში, სადაც ახლოს განთავსებული იყო „American Airlines“ და „SN Brussels Airlines“ გამშვები მერხები, ხოლო, ფრანგული მედიის მტკიცებულებით იყო სხვა ასაფრენ ბილიკზე.[14] „American Airlines“-მა შემდგომში დაადასტურა, რომ ყველა თანამშრომელი აღრიცხულია და არავის დაზიანება არ აქვს[15].

ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა ყველა საჰაერო მიმოსვლა აეროპორტში და მიმდინარეობს შიგნით ევაკუაციის სამუშაო.[14][13] თავდაპირველი ინფორმაციით დაიღუპა 17 და სულ მცირე 35 ადამიანი დაშავდა.[16]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი