ინდოეთის ისტორია

ინდოეთის ისტორია პირობითად იყოფა რამდენიმე პერიოდად:

  • ძველი ინდოეთი
    • ინდის (ჰარაპის) ცივილიზაციის პერიოდი (III ათ. — XVII ს. ძვ.წ.ა.)
    • ვედური პერიოდი (XIII—VI სს. ძვ.წ.ა.)
      • ადრე ვედური პერიოდი (XIII—X სს. ძვ.წ.ა.)
      • გვიან ვედური პერიოდი (IX—VI სს. ძვ.წ.ა.)
    • ბუდისტური პერიოდი (V—III სს. ძვ.წ.ა.)
    • კლასიკური ეპოქა (II ს. ძვ.წ.ა. — VI საუკუნე)
  • შუა საუკუნეების ინდოეთი
    • ისლამური პერიოდი
  • ინგლისელთა ბატონობის პერიოდი (1765—1947)
  • ახალი, თანამედროვე ისტორია
აშოკის ლომები

ძველი ინდოეთი

ნეოლითი

კედლის მხატვრობა — ბჰიმბეტკა მადჰია პრადეში (30 000 წ.)

ინდოეთის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობდა. ძვ. წ. VII ათასწლეულიდან ინდის და სარასვატის ხეობებში ვითარდება მეურნეობის წარმოება. მერგარჰის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ეპოქაში ადამიანმა იპოვა საკვების მოპოვების ეფექტიანი ხერხები, ოპტიმალური ამ მოცემული რეგიონისათვის: განვითარებულია მიწათმოქმედება, მონადირეობა და ისახება მეცხოველეობა. ეს ქმნიდა ყველა საჭირო პირობას განვითარების ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასვლისათვის — ახალი კულტურულ-ისტორიული კომპლექსის ფორმირებისათვის.

პირველი დამოწმებული დასახლებული პუნქტი დაფიქსირებულია მადჰია პრადეშში ბჰიმბეტკის გამოქვაბულში, სადაც აღმოჩენილი ზოგი ნახატის წლოვანება მიახლოებით 30 000 წელია და შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობათა სიაში. ადრეული ნეოლითური კულტურა სამხრეთ აზიში წარმოდგენილია მეჰრგერხის (მერგერხის, Mehrgarh) აღმოჩენები (7000 წ) დღევანდელი ბელუჯისტანი, პაკისტანი[1]. ნეოლითური კულტურის ნეოლითური სასოფლოსამეურნეო კულტურა პირველად აღმოცენდა ინდის ველზე 50 000 წ. წინათ ხოლო განგის ხეობაში 30 000 წ. წინათ. პირველი ურბანული ცივილიზაცია ჩაისახა და იყო ინდის ველის ცივილიზაცია[2].

ბრინჯაოს ხანა

"მეფის ქურუმი" ბრინჯაოს ხანა, ინდის ხეობის ცივილიზაცია

ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულში დრავიდების მიერ იქმნება პირველი ინდის ცივილიზაცია, რომელმაც მიიღო ინდის ან ჰარაპის (ხარაპის) სახელწოდება. ის გავრცელდა მდინარე ინდის ველზე და მის შენაკადებზე როგორიცაა ღაგარ-ჰაკრა (Ghaggar-Hakra)[3], განგი-იამუნა[4], ასევე გუჯარათში[5], და სამხრეთ ავღანეთში[6]. ინდის დრავიდებს განვითარებული ჰქონდათ მონუმენტალური მშენებლობა, ბრინჯაოს მეტალურგია, მცირე სკულპტურა. ჩასახვისას იყო კერძომესაკუთრეობრივი ურთიერთობები, ხოლო სოფლის მეურნეობას საფუძვლად ედვა ირიგაციული მიწათმოქმედება. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საგარეო ვაჭრობას: ჰარაპის ცივილიზაციას ჰქონდა ურთიერთობები მესოპოტამიასთან, შუა აზიასთან, პირდაპირი სავაჭრო კავშირები აღწევდნენ შუმერებამდე და არაბეთამდე.

ინდის ველის ცივილიზაცია გავრცელებული იყო დღევანდელი ინდოეთის (გუჯარათი, ჰარიანა, პენჯაბი და რაჯასტანი) და პაკისტანის (სინდის, პენჯაბის და ბელუჯისტანის პროვინციებში). ეს უძველესი ინდოეთის ისტორიული ნაწილი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ურბანულ ცივილიზაციას მესოპოტამიასა და ძველ ეგვიპტესთან ერთად. ცივილიზაციაში შედიოდა ისეთი ურბანული ცენტრები როგორიცაა დოლავირა, კალიბანგანი, რუპარი, რახიგარჰი და ლოთალი თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე და ჰარაპა, განერივალა და მოჰენჯო-დარო თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე. ცივილიზაცია ცნობილია თავისი ქალაქებით რომლებიც აგურითაა აშენებული, დრენაზის სისტემებითა და მრავალსართულიანი სახლებით.

ინდის კულტურის დასასრული მოდის ძვ.წ. XIV–XVII საუკუნეებზე(?). ამ ცივილიზაციის დაკნინების ზუსტი მიზეზი არაა დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ ამ დროისათვის დრავიდული მოსახლეობა იწყებს მოძრაობას სამხრეთ-აღმოსავლეთით და კარგავს განვითარების არსებულ დონეს. სავარაუდოდ, ეს იყო გამოწვეული ბუნებრივი პირობების გაუარესობით ან მიგრაციული პროცესებით, რომელიც მიმდინარეობდა იმ დროისათვის კავკასიასა და ინდის ხეობას შორის.

ვედური პერიოდი

ვედური ინდოეთი, რკინის ხანის დასაწყისი. ვედური სამეფო — შავად, უცხოელი ტომები — იისფრად, შაკჰის ვედური სკოლები — მწვანედ, უდაბნო — ნარინჯისფრად.

ინდის ველის ცივილიზაციას მოჰყვა ვედური ცივილიზაციის პერიოდი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. V საუკუნემდე. ვედური ცივილიზაცია საფუძვლად დაედო ინდუიზმს და სხვა ადრეული ინდური საზოგადოების სხვა კულტურულ ასპექტებს. ვედური ცივილიზაცია წარმოადგენდა ინდოარიულ კულტურას, რომელიც ასოცირდება ვედებთან (ინდუისტებისათვის წმინდა ტექსტები), ყველაზე ადრეულ წყაროებთან ინდოეთის ისტორიაში. მეცნიერების უმრავლესობა ვედურ ცივილიზაციას მიაკუთვნებენ პერიოდს ძვ. წ. II ათასწლეულიდან პირველ ათასწლეულამდე, თუმცა ზოგიერთი ინდოელი მეცნიერი ცივილიზაციის დასაწყისს მიაკუთვნებს ძვ. წ. VII ათასწლეულს. ვედური სანსკრიტი გამოიყენებოდა ძვ. წ. V საუკუნემდე, როდესაც კულტურამ დაიწყო ინდუიზმის კლასიკური ფორმების შეძენა.

ვედური პერიოდი გრძელდებოდა ძვ.წ. 1500-დან ძვ. წ. 500 წ-მდე[7] და ჩაუყარა საფუძველი ინდუიზმს. ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში ინდოეთში დამკვიდრდნენ არიელები, რომელთა პირველსამშობლო ავღანეთი და მიმდებარე ტერიტორიები უნდა ყოფილიყო. არიელებმა შექმნეს ვედური ცივილიზაცია მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში, განსაკუთრებით განგის ხეობაში. ამ პერიოდისათვის ინდო-არიული-წარმართი ტომების იმიგრაციის შედეგად ადრეისტორიული ჰარაპი და ადგილობრივი მოსახლეობის არსებული ცივილიზაცია რომელსაც ისინი დასიუსს უწოდებდნენ ალყაში მოექცა. არიელები თავდაპირველად მოვიდნენ კასპიის ზღვიდან და აზიიდან[8]. თავდაპირველად დასახლდნენ ბაქტრიაში, ხოლო შემდეგ ინდოეთის ჰინდიყუშში და მხოლოდ ამის შემდეგ დასახლდნენ მდინარეების განგისა და იამუნის ხეობებში.

ბევრი მეცნიერი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა რომ არიელებმა დაიპყრეს და დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ინდოეთში[9]. თუმცა, ინდის ველზე აღმოჩენილმა განვითარებულმა ცივილიზაციამ, ბევრ მეცნიერს შეუცვალა აზრი ამ თეორიის მიმართ. არიელებმა, ალბათ ბევრი მიიღეს მეზობელი კულტურისაგან ჩრდილოეთ ინდოეთიდან, რადგანაც ამან ხელი შეუწყო მათ განვითარებას. როდესაც არიელები გადავიდნენ საცხოვრებლად ინდოეთში, ისინი ნახევრად მომთაბარე ტომები იყვნენ, და მეცხოველეობას მისდევდნენ[10], მათი ტანსაცმელი უბრალო იყო[11], მათ არ ჰქონდათ რეგულარული სამართლებრივი ინსტიტუტები[12]. მათი რელიგიური რწმენა უმთავრესად ანიმიზმზე იყო დაფუძნებული[13]. არიელების ეკონომიკა ყოველთვის კონცენტრირებული იყო მეცხოველეობასთან, რომლის შემდეგაც მოდის წმინდა ძროხის თაყვანისცემა[14]. არიელები მეცხოველეობასთან ერთად მისდევდნენ ვაჭრობას, ხელოსნობას, მიწათმოქმედებას, გაჩნდა კერძო საკუთრება და ქონებრივი უთანასწორობა. ძალაუფლება იყო ტომური არისტოკრატიის ხელში.

ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ჩრდილოეთ ინდოეთში აღმოცენდა რამდენიმე მონათმფლობელური სახელმწიფო. რიგვედას შემდეგ პერიოდში, არიელები უფრო სოფლის მეურნეობას მისდევდნენ და სოციალურად ორგანიზებული საზოგადოება შექმნეს ოთხი ვარნას, ანუ სოციალური კლასის (ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშები და შუდრები) ირგვლივ. პირველ ორს პრივილეგირებული მდგომარეობა ეჭირა. როგორც ამბობენ ვედებთან ერთად დამატებით, ინდუიზმის ძირითადი ტექსტების სანსკრიტული ეპოსების რამაიანას და მაჰაბჰარატას თემებს იმ დროში აქვთ თავდაპირველი წყარო[15]. მაჰაბჰარატა წარმოადგენს და რჩება ყველაზე დიდ ლექსს, ეპოსს მსოფლიოში[16].

პოსტვედური პერიოდი

ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ნაწილი მოექცა აქემენიდების იმპერიაში. მეფე კიროსმა დაიმორჩილა ჩრდილო-დასავლეთ ინდური ტომი განდჰარა და ასაკენებისაგან ხარკის ამღებნი, ანუ აშვაკის ინდუსები. მაგრამ სპარსელების ლაშქრობები ეხებოდა მხოლოდ ინდოეთის განაპირა სამფლობელოებს. ძვ. წ. VI საუკუნიდან მოყოლებული ინდოეთის ტერიტორიაზე გაჩნდა მაჰაჯანაპადები — დამოუკიდებელი სამეფოები და რესპუბლიკები.[17] ეკონომიკურმა პროგრესმა ცვლილებები შეიტანა ინდოეთის საზოგადოებაში. ძვ. წ. IV საუკუნეში გაძლიერდა მაგადჰას სახელმწიფო. წარმოიშვა ბუდიზმი და ჯაინიზმი. მაგადჰა აწარმოებდა დაპყრობით ომებს, რის შედეგადაც მის მფლობელობაში მოექცა განგის ველი და სხვა მიწები.

სამხრეთ ინდოეთში სხვადასხვა დროს დომინირებდა რამდენიმე დინასტია, მათ შორის ჩალუკია, ჩერა, ჩოლა, კადამბა, პალავა და პანდია. ამ მმართველების მფარველობით ინდოეთში აყვავდა მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება, ლიტერატურა, ასტრონომია და ფილოსოფია.

ბუდისტური პერიოდი

მაჰაჯანაპადასი იყო იმ ეპოქის თექვსმეტი ყველაზე ძლიერი სამეფო და რესპუბლიკა, რომელიც ძირითადად მდებარეობდა ინდ-განგის ნაყოფიერ მიწებზე, თუმცა იყო რამდენიმე მცირე სამეფო რომლებიც ძველი ინდოეთის მიმდებარედ იყო
გუატამა ბუდა უკიდურესად ასკეტური პრაქტიკის გამტარებელი, განმანათლებლობა მდინარე ფალგუს ნაპირებზე, ბოდჰი გაია, ბიჰარი

ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებიდან ინდოეთში დაიწყო ძველი ვედური რელიგიის კრიზისის დრო, რომლის დამცველები და გულშემატკივრები იყვნენ ბრაჰმანები — მოძღვრები, ქურუმები. ამ დროისათვის ინდოეთში აქტიურად იქმნება ბრაჰმანიზმის ოპოზიციური სწავლებები, როგორც ძველ ინდური საზოგადოების ნაწილის ვედურ (ბრაჰმანულ) რელიგიაში თავისი რიტუალობით და ფორმალური კეთილსინდისიერებით, ასევე ზოგიერთი დაპირისპირებითა და ზოგჯერ ბრაჰმანებს და კშატრიებს (ძვ. ინდოეთში მეომრებისა და მმართველების ფენა) შორის კონფლიქტებითაც იმედ გაცრუების შედეგი. ამის გამო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბუდა, და ვარდჰამანა მაჰავირა, წარმოადგენდნენ კშატრის და არა ბრაჰმანების ფენის წარმომადგენელებს. ასე რომ, ძველი ვედური მსხხვერპლშეწირულობის და რიტუალების რელიგია განიცდიდა კრიზისს, რაც გამოიხატებოდა ახალი „ერეტიკული“ ასკეტური მოძრაობების წარმოქმნით, ეგრეთ წოდებული, შრამანების, ასკეტების, მიმდევრების, მოგზაური ფილოსოფოსების, რომლებმაც უარყვეს ბრაჰმანების და წმინდა ვედების ავტორიტეტი და თავის მიზნად დაისახეს დამოუკიდებლად ჭეშმარიტების პოვნა ფილოსოფიისა და იოგის (ცნობიერების შეცვლის პრაქტიკა) შემეცნების გზით. ერთ-ერთი ასეთი განდეგილი, მწირი იყო ბუდა შაკიამუნი, ბუდიზმის ისტორიული დამაარსებელი.

აზია ძვ.წ. 323 წელი, ნანდას და განგარიდაის იმპერიები და ალეხსანდრეს იმპერია

ძვ. წ. 327 წელს ალექსანდრე მაკედონელი დიდი არმიით შეუდგა ინდოეთის დაპყრობას. მან ზოგიერთი მხარის დამორჩილება მოახერხა, მაგრამ ჩრდილო-დასავლეთის ტომებმა გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა. ალექსანდრემ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად მდინარე ბიასასთან შეაჩერა თავისი აღმოსავლეთ ლაშქრობა და ძვ. წ. 325 წელს გაბრუნდა ინდოეთიდან. ძველბერძნული ცივილიზაციის შეხვედრამ განგ ჰიმალაის ცივილიზაციასთან ხელი შეუწყო არამარტო ინდოეთისა და ელინურ სამყაროს დაახლოვებას, როდესაც ბერძნული და ნაწილობრივ სპარსული გავლენა აღწევდა ჩრდილოეთ ინდოეთის დასავლეთ რეგიონებში. არამედ ასევე ინდოეთის ცივილიზაციამ ზეგავლენა მოახდინა ელინური სამყაროს ზოგიერთი ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე, კერძოდ კი, მედიცინის და ფილოსოფიის დარგში. საბოლოოდ ბერძნები გაძევებულ იქნენ ინდოეთის ტერიტორიებიდან ძვ. წ. 317 წლის აჯანყების შემდეგ.

მაურიები

მაურიების იმპერია აშოკ დიდის დროს

ძვ. წ. III საუკუნეში სამხრეთ აზიის უმეტესი ნაწილი გაერთიანდა მაურიების იმპერიაში ჩანდრაგუპტა მაურიეს მმართველობის ქვეშ. ანტიბერძნული ბრძოლის ტალღაზე პენჯაბი და ინდის ხეობა გაერთიანდა ჩანდრაგუპტის (მაურიების მოდგმიდან) მეთაურობის ქვეშ — მაგადჰას ვარნით შუდრა, რომელმაც პირველად შექმნა ჩრდილოეთ ინდური გაერთიანებული ქვეყანა ინდის და განგის ხეობებით. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს ჩანდრაგუპტა მაურიამ დაიმორჩილა კამბოჯა, განდჰარა და მოსაზღვრე ირანის აღმოსავლეთ ნაწილი.

ჩანდრაგუპტის მემკვიდრეები იყვნენ ბინდუსარა (ძვ. წ. 293—268 წწ.) და აშოკა (ძვ. წ. 268 —231 წწ.), ყველაზე ძლევამოსილი მმართველი ძველი ინდოეთის ისტორიაში. გამეფების შემდეგ მან ამოწყვიტა საკუთარი ძმები და გააჩაღა გამანადგურებელი ბრძოლები სამხრეთით, შემოიერთა თითქმის მთელი დეკანი. იმპერიამ ყველაზე დიდ აყვავებას მიაღწია ბუდისტი მეფის აშოკას მმრათველობის დროს.[18] ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისში ინდოეთმა გადაიტანა თავდასხმების მთელი წყება შუა აზიის მხრიდან, რომლის შედეგად ინდოეთის სუბკონტინენტის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ინდო-ბერძნული, ინდო-სკვითური და ინდო-პართიული სამეფოები, და ასევე ქუშანის იმპერია. III საუკუნიდან მოყოლებული ინდოეთის ისტორიაში დაიწყო გუპტას დინასტიის მმართველობის პერიოდი, რომელიც ითვლება ინდოეთის „ოქროს ხანად“.[19][20] თუმცა მოგვიანებით აშოკას ტირანიზმი შეიცვალა „სიკეთის გავრცელების“ პოლიტიკით იმპერიის შიგნით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა უდიდესი ქვეყნის სხავადასხვა ნაწილის მოსახლეობის სულიერი გაერთიანება. განსაკუთრებულად ხდებოდა ბუდიზმის მფარველობა, თუმცა ხდებოდა ყველა რელიგიის მფარველობის დეკლარირება.

ბუდიზმის ფილოსოფიას ჰქონდა ღრმა ფესვები უკვე არსებულ ტრადიციებში და ადათ-წესებში. ბევრი საუკუნის განმავლობაში ბუდიზმი მშვიდობიანად თანაარსებობდა ვედურ რელიგიასთან, რომლისგანაც ნასესხები აქვს ზოგიერთი წეს-ჩვეულება და ღმერთები. ბუდიზმი თანდათან ხდება მასიურ რელიგიად, რადგანაც ის ყველა ადამიანისკენაა მიმართული.

ცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მაურიების ქვეყნის ჩქარი დაშლა, რომელმაც დაიწყო თავისი სამფლობელოების დაკარგვა უკვე ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. ძალიან დიდი იყო ინდოეთის სხვადასხვა ტომების, კუთხეების განსხვავება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. საბოლოოდ მაურიების დინასტია ჩამოგდებულ იქნა მაგადჰაში ძვ. წ. 180 წელს.

კლასიკური პერიოდი

კლასიკური ეპოქა ხასიათდება სტაბილური რელიგიური, საზოგადოებრივ-კასტური და ეკონომიური სისტემების ჩამოყალიბებით, მცირე დინასტიების ურთიერთმებრძოლი სამფლობელოებით, რიგრიგობით სუსტი მსხვილი სხვადასხვა სიდიდის სახელმწიფოების შექმნით. ძვ. წ. II - ახ.წ. III საუკუნეებში. ჩრდილოეთ ინდოეთი ისევ გახდა გარე ძალების შემოსევის არენად ჩრდილო-დასავლეთიდან. მაურიების ძლიერება შეარყია ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს შემოსევებმა. ბერძნულ-ბაქტრიული წარჩინებულებით წარმოიქმნა განსაკუთრებული ინდო-ბერძნული სამეფო, რომელმაც გააფართოვა თავისი სამფლობელოები არაბეთის ზღვამდე და შეწყვიტა თავისი არსებობა ძვ. წ. II საუკუნეში.

ძვ. წ. I საუკუნეში მოსაზღვრე მომთაბარე ტომთა ქვეყნიდან ქაშმირიდან მოდიოდა ფართო დამპყრობითი ქმედებები, რომლებმაც განაპირობა რამდენიმე სამფლობელოს გაჩენა, რომელთა შორის ყველაზე დიდი იყო ინდო-სკვითური სამეფო. თუმცა ახ.წ. I საუკუნის მეორე მეოთხედში პართიისაგან გამოიყო ძლიერი სახელმწიფო, რომელმაც დაიპყრო მთლიანად ინდო-სკვითური ტერიტორიები და თავის მხრივ გახდა ბაქტრიის კაშანების მსხვერპლი, რომლებმაც კუჯულა კადფიზის მეთაურობით (მიახ. 30 - 79 წწ.) დაიპყრეს დიდი სამფლობელოები თვით ინდის შესართავამდე. კუშანების სამეფომ თავის სიძლიერის პიკს მიაღწია კანიშკას პერიოდში (97 — 120 წწ.), როდესაც ის ითვლებოდა მსოფლიო ოთხ უძლიერეს სახელმწიფოთაგან ერთ-ერთად. III საუკუნეში კუშანის სამეფომ დაკარგა ბოლო ტერიტორიები ირანის სასანიდების ზეწოლის გამო.

II-IV საუკუნეებში დაიწყო მონათმფლობელური წყობილების რღვევა და ფეოდალური ურთიერთობების ჩასახვა. ჩრდილოეთ ინდოეთის შემდეგი გამაერთიანებელი გახდა გუპტას დინასტია, რომლის მეფემ სამუდრაგუპტამ (335—380 წწ.) თავის ლაშქრობებით მიაღწია ჰიმალაის და ზემო ინდს. მისი ვაჟი ჩანდრაგუპტა II ვიკრამადიტიამ (380—415 წწ.) ინდოეთი შეიყვანა თავისი განვითარების „ოქროს ხანაში“. თუმცა გუპტების უძლეველმა იმპერიამაც ვერ შეძლო შეწინააღმდეგებოდა კიდევ ერთ შემოსევას ჩრდილო-დასავლეთიდან, ამ შემთხვევაში ირანულენოვანი მომთაბარე ეფტალიტების შემოსავას, რომლებმაც IV—V საუკუნეებში შექმნეს სახელმწიფო, სადაც ასევე შედიოდა გუპტების ინდოეთის ტერიტორია. ეს მოვლენა პირობითად ითვლება ძველი ინდოეთის ისტორიის დასასრულად.

შუა საუკუნეების ინდოეთის ისტორია

V-VI საუკუნეების მიჯნაზე ინდოეთში ჩამოყალიბდა ადრინდელი ფეოდალიზმი. გაიზარდა ქალაქები. გაბატონდა ინდუიზმი, რომელმაც დააკანონა საზოგადოების კასტური დაყოფა. VI-XII საუკუნეებში არსებობდა რამდენიმე სამეფო, რომლებსაც გამუდმებული ომი ჰქონდათ ერთმანეთთან.

ისლამური პერიოდი

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ინდოეთი დაიპყრო ღურიდების მმართველმა მუჰმად ღურიმ. მისი ისკვდილის შემდეგ მისმა ნაცვლებმა არ ცნეს ღურიდების ხელისუფლება და შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო დელის სასულთნო, რომლის ცენტრი იყო ქალაქი დელი. ამ დროიდან ინდოეთში გავრცელდა ისლამი. დელის სულთნებმა შეძლეს მონღოლების შემოსევების მოგერიება. დელის სასულთნომ დაიკავა დეკანის დიდი ნაწილი. სასულთნოს პერიოდში განვითარდა წარმოება, აშენდა მსხვილი საირიგაციო ნაგებობები, განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა. 1398 წელს თემურლენგთან დამარცხების და სმხვილი ფეოდალების ამბოხებების შედეგად დელის სასულთნო დაეცა.

XVI საუკუნის პირველ ნახევარში პორტუგალიელები დამკვირდნენ ინდოეთის ზოგიერთ საზღვაო პუნქტში: გოა, დიუ, დამანი. პორტულგალიელების გაბატონებამ ინდოეთის ოკეანეში დიდი დარტყმა მიაყენა ინდოეთის სამეფო-სამთავროების საზღვაო ვაჭრობას, მაგრამ ამასთანავე ბიძგი მისცა სახმელეთო ვაჭრობის განვითარებას პენჯაბში. ამან მოამზადა ნიადაგი ფეოდალური დაქუცმაცების დასრულებისთვის. XVI საუკუნეში მოგვიანებით სუბკონტინენტის უდიდესი ნაწილი შევიდა დიდ მოგოლთა იმპერიის შემადგენლობაში. იმპერიის დამაარსებელმა ბაბურმა 1526 წელს პანიპატის ბრძოლაში დაამარცხა დელის სულთანი და დაიპყრო დელის სასულთნო. რამდენიმე აბორიგენული სამეფო, როგორიც იყო ვიჯაიანაგარის იმპერია, აგრძელებდა არსებობას ნახევარკუნძულის სამხრეთით, დიდი მოგოლების იმპერიის მიუწვდომელ ზონებში. დიდ მოგოლთა იმპერია გაძლიერდა ფადიშაჰ აქბარის დროს 1556-1605 წლებში. მან გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები და შექმნა ძლიერი, ცენტრალიზებული იმპერია. მისი მემკვიდრეების, ჯაჰანგირის, შაჰ-ჯაჰანის და განსაკუთრებით, აურანგზების (1658-1707) ხანაში მოგოლთა იმპერია დაცემის გზას დაადგა. 1739 წელს ინდოეთში შეიჭრა ნადირ-შაჰი, რომელმაც ხელთ იგდო და გაძარცვა დელი. 1747 წლიდან ინდოეთი ავღანელი ტომების თავდასხმების ობიექტი გახდა. 1761 წელს ავღანთა ამირა აჰმად-შაჰ დურანისთან პანიპატის ბრძოლაში დამარცხებამ საბოლოოდ დაშალა მოგოლების იმპერია. ის გადაქცა დამოუკიდებელ სამტავროთა კონფედერაციად. მის მაგივრად რეგიონში დომინირებული ადგილი დაიჭირა მარათჰების იმპერიამ.

ინდოეთის ევროპული კოლონიზაცია

XVII საუკუნის დასაწყისში ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ინდოეთთთან ვაჭრობის ძლიერი დაინტერესების გამო, ბოლო მოუღეს პორტუგალიის მონოპოლიას. XVIII საუკუნეში მოგოლთა იმპერიის დაშლამ და ფეოდალურ სამთავროებს შორის დაპირისპირებამ მათ საშუალება მისცა სავაჭროს გარდა სამხედრო ექსპანსიაც განეხორციელებინათ. ინდოეთი გახდა ევროპული სახელმწიფოების ქიშპობის ობიექტი. ინგლისი აღმოჩნდნა სხვებზე უფრო წარმატებული. ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ დაიპყრო ჯერ ბენგალი 1746-1763 წლებში, ხოლო 1767-1799 წლებში ინგლის-მაისურის ომების შედეგად დაიპყრო სამხრეთ ინდოეთის დიდი ნაწილი. 1775-1818 წლების ინგლის-ამარათის ომებმა ბოლო მოუღო მარათჰების იმპერიას. 1801-1803 წლებში ინგლისელებმა დაიპყრეს ჯამჯა-განგის შუამდინარეთი და დელი. 1845-1849 წლებში ინგლისელებისა და სიქების ომების შედეგად ინგლისელებმა დაიპრეს პენჯაბი. 1856 წლისთვის ინდოეთი აღმოჩნდა ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის კონტროლს ქვეშ.[21] ერთი წლის შემდეგ მოხდა ინდოეთის სამხედრო შენაერთების და სამეფოების აჯანყება რომელმაც მოიცვა მთელი ინდოეთი, და მიიღო სახელწოდება პირველი ომი დამოუკიდებლობისათვის ან სიპაების აჯანყება. მან ბრიტანეთის კომპანიის კონტროლს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ ჩახშობილ იქნა. შედეგად, ბრიტანეთის ოსტ-ინდური კომპანია ლიკვიდირებულ იქნა და ინდოეთი გადავიდა უშუალოდ ბრიტანეთის ტახტის მმართველობაში როგორც ბრიტანეთის იმპერიის კოლონია. ინდოეთის კოლონიის ექსპლუატაცია წარმოადგენდა ბრიტანეთის იმპერიის შემოსავლების კაპიტალის დაგროვების და სამრეწველო რევოლუციის მნიშვნელოვან წყაროს.[22]

პორტუგალია

ვასკო და გამას ორი მოგზაურობის შემდეგ (1498—1502), აფონსუ დ’ალბუკერკი (1503) და ინდოეთის პირველი პორტუგალიის ვიცე-მეფის (მეფისნაცვალი) ფრანსიშკუ დე'ალმეიდა (1505) პორტუგალიელებმა ალბუკერკას მეთაურობით აიღეს (1510) გოა, შემდგომში ინდოეთის პორტუგალიის კოლონიის დედაქალაქი, ხოლო 1538 დააარსეს ფაქტორია გუგლიზე, ახლანდელი კალკუტის მახლობლად. XVI საუკუნის დასაწყისიდან XVII საუკუნემდე მათ ეკუთვნოდათ ინდოეთთან ვაჭრობის მონოპოლია, მაგრამ უკვე 1580 წელს, როდესაც პორტუგალია გაერთიანდა ესპანეთთან (ფილიპ II-ის დროს), პირველის ინტერესებმა გადაინაცვლეს უკანა პლანზე.

1640 წელს პორტუგალია ისევ გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ ამ დროისათვის ნიდერლანდელებმა და ინგლისელებმა ინდოეთში მიიღეს უპირატესობა, ასე რომ, პორტუგალიელების კოლონიები ძალიან მალე მოვიდნენ სრულ დაკნინებაში და ბოლოს მათ დარჩათ მხოლოდ გოა, დამანი და დიუ (დასავლეთ სანაპირო), სულ რაღაც 1100 კვ. კმ, 500 000 მოსახლით (1900 წელი).

ნიდერლანდები

ნიდერლანდელები იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც დაარღვიეს პორტუგალიელების მონოპოლია ინდოეთში. 1602 წ. რამდენიმე მცირე კომპანიისაგან საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანია. მისი მთავარი ფაქტორია იყო ამბოინში.

1652 წელს დაარსდა პირველი ფაქტორია პალაკოლუში მადრასის სანაპიროზე, ხოლო 1658 წელს ნიდერლანდელებმა აიღეს ჯაფნაპატამი, პორტუგალიელების ბოლო ფორპოსტი ცეილონზე.

1661 - 1664 წლებში მათ წაართვეს პორტუგალიელებს ყველა მათი კოლონია მალაბარის სანაპიროზე. მაგრამ ნიდერლანდელების პირველობა ინდოეთში დიდ ხანს არ გაგრძელებულა: 1758 წელს ისინი დამარცხებულ იქნენ ინგლისელი გუბერნატორის რობერტ კლაივის მიერ ჩინსურახთან და იძულებული იყვნენ ხელი მოეწერათ სათაკილო პირობებზე.

საფრანგეთთან ომების დროს 1793 - 1815 წლებში ინგლისმა ნიდერლანდელებს წაართვა თითქმის ყველა აღმოსავლეთი კოლონია, ისე რომ ინდოეთში არ დარჩა არც ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ნიდერლანდების საკუთრება იქნებოდა.

სხვა ქვეყნები

დანია

სხვა ევროპული ქვეყნების შენაძენი ინდოეთში უმნიშვნელო იყო. ყველასთან შედარებით მნიშვნელოვანი იყო დანიის კოლონიები. პირველი დანიის ოსტ-ინდოეთის კომპანია დაარსდა 1612 წელს, მეორე 1670 წ. 1616 წელს დაარსდა დანიის კოლონიები ტრანკვებარში და სერამპორში, რომლებიც შემდგომ ინგლისელებმა იყიდეს 1845 წელს. დანიის სხვა კოლონიები იყო პორტო ნოვო, ედოვა და გოლჩერი მალაბარის სანაპიროზე.

ავსტრია

1723 წელს დაარსებულ იქნა ავსტრიის ოსტ-ინდოეთის კომპანია, რომელიც ძლივს არსებობდა და გაკოტრდა 1784 წელს.

შვედეთი, პრუსია

ასევე მცირევადიანი იყო შვედეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია (1731) და პრუსიის ორი «ოსტ-ინდოეთის კომპანია» (1750 და 1753). ყველა ევროპელებს შორის მხოლოდ ინგლისელებმა შეძლეს მყარად დამდგარიყვნენ ინდოეთში.

ინგლისი

იხ. დაწვრილებით ბრიტანული ინდოეთის ისტორია

პირველი ინგლისური (ლონდონის) ოსტ-ინდოეთის კომპანია დაარსებულ იქნა 1600 წ. ინგლისელები თანდათანობით აძლიერებდნენ თავიანთ ზეგავლენას ინდოეთში, XVIII საუკუნის ბოლოს მათ შეძლეს ინდოეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიის გაკონტროლება კონკურენტების გაძევებით. რობერტ კლაივმა 1756—1757 წწ მოიპოვა მსხვილი სამხედრო გამარჯვებები და მტკიცედ გამაგრდა ბენგალიში, ის თანდათან აფართოებდა თავის ზეგავლენის სფეროს და მმართველობას მთელ ინდოეთზე, მარჯვედ ლავირებდა ნავაბამებს შორის არსებული დაპირისპირებებით და სამხედრო ოპერაციებით. კლეივის შემდეგ ინდოეთში დაფუძნდა გენერალ-გუბერნატორის პოსტი ოსტ-ინდოეთის კომპანიიდან.

ბენგალის გადასვლის შემდეგ კომპანიის დაქვემდებარებაში, ინგლისელებმა მის ტერიტორიაზე შემოიღეს შიდა საბაჟოები, მოახდინეს შიდაბენგალის მნიშვნელოვანი სავაჭრო დარგების მონოპოლიზირება. ასიათასობით ბენგალელი მწვრილხელოსანი ძალდატანებით იყვნენ მიმაგრებულნი კომპანიის ფაქტორიებს, სადაც ვალდებული იყვნენ ჩაებარებინათ საკუთარი პროდუქცია მინიმალურ ფასებში, ხშირად მათ საერთოდ არაფერს არ უხდიდნენ. მკვეთრად გაიზარდა გადასახადები, მათ შორის ორჯერ გაიზარდა მიწის გადასახადი.

მოსახლეობის ძარცვამ გამოიწვია შიმშილობა 1769—1773 წწ., რომლის დროსაც დაიღუპა 7-დან 10 მილიონამდე ბენგალელი [23]. 1780—1790 წლებში ბენგალში ისევ მძვინვარებდა შიმშილი, დაიღუპა რამდენიმე მილიონი ადამიანი. შიმშილით იყო შეპყრობილი ასევე ბენარესი, ჯამუ, ბომბეი და მადრასი [24].

მთელი ინდოსტანის ინგლისელების კოლონიალური ადმინისტრაციის ბრძანებლობის ქვეშ გადასვლის შემდეგ შიმშილმა დაიწყო გავრცელება სხვა ტერიტორიებზეც. ეს უფრო იყო ბრიტანეთის ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგი, ადგილობრივი მწვრილხელოსანთა წარმოების ძარცვისა და გაკოტრებისა, რის შედეგადაც ბაზარი თავისუფლდებოდა ინგლისური წარმოების საქონელისათვის. 1834 წლის ბრიტანეთის გენერალ-გუბერნატორის შეტყობინებით: „ინდოეთის ველები გადათეთრებულია ფეიქრების ძვლებით“[25].

  1. 1800—1825 წწ. შიმშილისაგან გარდაიცვალა 1 მლნ. ადამიანი,
  2. 1825—1850 წწ. — 400 ათასი,
  3. 1850—1875 წწ., დასნეულებული და დამარცხებულია ბენგალი, ორისა, რაჯასთჰანი, ბიჰარი, გარდაიცვალა 5 მლნ. ადამიანი,
  4. 1875—1900 წწ. — გარდაიცვალა 26 მლნ [23]

„დიდი შიმშილის“ პერიოდში 1876—1878 წწ., რომელმაც დააზიანა უპირველეს ყოვლისა, ბომბეი და მადრასი ინგლისური ადმინისტრაციის მონაცემებით დაიღუპა მიახლოებით 2,5 მლნ, ხოლო ინდური წყაროებით მიახლოებით 10 მლნ. ადამიანი [25].

1857 წელს აჯანყდნენ სიპაები (ინდური წარმოშობის სამხედროები ბრიტანეთის კოლონიალურ არმიაში), და ინდლისელმა ხელისუფლებამ მხოლოდ უდიდესი ძალისხმევით და სერიოზული სისხლისღვრით შეძლეს წესრიგის დამყარება. ამის შემდეგ ოსტ-ინდოეთის კომპანიის მაგივრად ინდოეთის მმართველობა პირდაპირ უშუალოდ დედოფალზე გადავიდა, რომელიც ნიშნავდა ვიცე-მეფეს (მეფისნაცვალს).

1947 წელს ინდოეთმა მიიღო სრული დამოუკიდებლობა ბრიტანეთისაგან.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა

1757 წ. ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ჯარები რობერტ კლაივის მეთაურობით დაიპყრო მდიდარი ბენგალის სანავაბატო და გაძარცვეს ბენგალის ხაზინა (ამოღებული იქნა 5 მლნ. 260 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ფასეულებები). ინგლისელებმა მოახდინეს ბენგალის გარე ვაჭრობის და ასევე მნიშვნელოვანი შიდა ბენგალის სავაჭრო დარგების მონოპოლიზაცია. ასობით ათასი მწვრილი ხელოსანი იძულებული შეიქნა მიმაგრებული ყოფილიყო ფაქტორიებს და მინიმალურ ფასად ჩაებარებინა მისი ნაწარმი. მკვეთრად გაიზარდა გადასახადები.

ამის შედეგად მოხდა საშინელი შიმშილობა 1769—1773 წწ., რომლის დროსაც დაიღუპა 7-დან 10 მილიონამდე ადამიანი [26]. 1780—1790-იან წლებში ბენგალიის შიმშილი ისევ განმეორდა: დაიღუპა რამდენიმე მილიონი ადამიანი[27]. ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის ბ. ადამსის მონაცემებით, ინდოეთის მიერთების პირველ 15 წელიწადში ინგლისელებმა ბენგალიდან მიახლოებით 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტანეს [28]. 1840 წლისთვის ინგლისელები მართავდნენ თითქმის მთელი ინდოეთის ტერიტორიას. ინდოეთის კოლონიების ექსპლუატაცია იყო ბრიტანული კაპიტალის დაგროვებისა და სამრეწველო რევოლუციის ძირითადი წყარო ინგლისში [29].

1857 წელს წამოწყებულ იქნა აჯანყება ბრიტანეთის კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ინდოეთში ცნიბილია როგორც პირველი ომი დამოუკიდებლობისათვის. მაგრამ აჯანყება ჩახშობილ იქნა, და ბრიტანეთის იმპერიამ დაამყარა პირდაპირი ადმინისტრაციული კონტროლი თავისი კოლონიის მთლიან ტერიტორიაზე.

XX საუკუნის პირველ ნახევარში, ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა და სხვა პილიტიკურმა ორგანიზაციებმა საფუძველი ჩაუყარეს ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1920 - 1930 წლებში, მილიონობით ინდოელმა მიჰყვა მაჰატმა განდის, რომელმაც დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასობრივი კომპანია, რომელიც ეფუძნებოდა აჰიმსას პრინციპებს, ანუ არაძალადობის პრინციპებს.[30] ბოლოს და ბოლოს 1947 წლის 15 აგვისტოს, ინდოეთმა მიიღო სრული დამოუკიდებლობა ბრიტანეთის ბრძანებლობიდან, მაგრამ ამ დროს ის იქნა გაყოფილი რელიგიურ ნიშნით ორ დომინიონადინდოეთად და პაკისტანად.[31] ტერიტორიების გაყოფა მიმდინარეობდა ინდო-მუსლიმური მტრობის და სისხლიანი შეტაკებების პირობებში. 1950 წლის 26 იანვარს ინდოეთის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ინდოეთი გამოცხადდა საპარლამენტო რესპუბლიკად. მაგრამ ამასთან ინდოეთი დარჩა ერთა თანამეგობრობაში.[32]

თანამედროვე ინდოეთი

  • 1947 წ. 15 აგვისტო - ინდოეთმა მიიღო სრული დამოუკიდებლობა ბრიტანეთის მფლობელობიდან. ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო ჯავაჰარლალა ნერუ
  • 1950 26 იანვარი - ინდოეთი გახდა რესპუბლიკა და მიიღო ახალი კონსტიტუცია.
  • 1953 - ადმინისტრაციულმა რეფორმამ შტატები გარდაქმნა ეროვნულ-ენობრივი პრინციპით.
  • 1961 - შემოიერთა გოა
  • 1962 წლის დავამ ჩინეთთან გამოიწვია ხანმოკლე ომი.
  • 1974 წ. ინდოეთმა ჩაატარა ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა, რითაც გახდა „ბირთვული კლუბის“ ახალი წევრი.
  • ინდოეთი როგორც მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქვეყანა, რელიგიურ საფუძველზე განიცდის შუღლსა და წინააღმდეგობებს მის სხვადასხვა კუთხეებში. ამისდა მიუხედავად ინდოეთი ყოველთვის წარმოადგენდა სეკულარულ სახელმწიფოს ლიბერალური დემოკრატიით, მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის გარდა 1975-დან 1977 წლამდე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვით.
  • XX საუკუნის მეორე ნახევარში ინდოეთს რეგულარულად უჩნდებოდა პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გამო. პაკისტანთან ინდოეთი სამჯერ აწარმოებდა მსხვილ ომს: 1947—1948, 1965 და 1971 წწ., რამდენიმეჯერ შევიდა ლოკალურ კონფლიქტში მასთან, რის მაგალითს წარმოადგენს შეჯახება მყინვარ სიაჩენთან და ამ მომენტისათვის ბოლო კონფლიქტი 1999 წ. შტატ ქაშმირში („კარგილის ომი“).
  • 1984 წ. ინდირა განდიმ ინდოეთის არმიას მისცა ბრძანება რადიკალი სიკჰების ლიკვიდაციის შესახებ, რომლებმა დაიკავეს სიკჰების მთავარი სიწმინდე, ოქროს ტაძარი ამრიტსარში. რადიკალებისათვის ეს წარმოადგენდა კომპანიის ნაწილს რომლითაც ისინი სინკჰებით დასახლებული ტერიტორიებისათვის სურდათ დამოუკიდებლობის მოპოვებას, სახელმწიფო - ხალისტანის სახით. ოპერაციის ფარგლებში კოდური სახელწოდებით „ცისფერი ვარსკვლავი“ სამხედროები გაუმკლავდნენ სეპარატისტებს, მაგრამ სამხედრო ექსპანსიით ტაძარში ინდოეთის მთავრობას მიყენებულ იქნა უდიდესი მორალური დანაკლისი. ინდირა განდი მოკლულ იქნა საკუთარი ორი მცველი-სიკჰის მიერ, როგორც პირადული შურისძიების ფაქტი ოქროს ტაძრის შებილწვისათვის.
  • 1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვნად გამწვავდა სიტუაცია ქაშმირის შტატში, სადაც აქტიურები იყვნენ ადგილობრივი სეპარატისტები და პაკისტანელი ირედენტისტები. 90-იანი წლების განმავლობაში ჩამქრალი იქნა კონფიქტი.
  • რეფორმები რომლებიც დაწყებული იქნა ინდოეთში 1991 წელს, მისი ეკონომიკა გადააქციეს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, თუმცა მოსახლეობის დიდი რაოდენობა და ამით გამოწვეული პრობლემები აფერხებენ მის ეკონომიკის უფრო სწრაფად ზრდას.
  • 1998 წელს ინდოეთმა გააგრძელა ბირთვული გამოცდები 5 ახალი აფეთქებების სერიით.
  • 2002 — გუჯარათის დარბევა

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 138-142.
  • შახნოვიჩი ს. „მსოფლიოს რელიგიები“
  • ანტონოვა კ.ა., ბონგარდ-ლევინი გ.მ., კოტოვსკი გ.გ. ინდოეთის ისტორია (მოკლე შინაარსი). მ.: მისლი, 1973.
  • ინდოეთის ახალი ისტორია. რედ. კ. ა. ანტონოვა და სხვანი მ.: გამომაც. აღმოსავლეთ ლიტერატურა, 1961.
  • ნ.კ.სინხა, ა.ჩ.ბანერჯი. ინდოეთის ისტორია. მ.: გამომც. საზღვარგარეთული ლიტერატურა, 1954.
  • Sir George Birdwood, «Report on the Miscellaneous Old Records in the India Office» (1879);
  • M. Stephens, «Albuquerque and the Portuguese Settlements in India», в «Rulers of I n dia» (ოქსვორდი, 1892); * Raynal, «Histoire des établissements et du commerce des Europè ens dans les deux Indes» (1871) (ყოველთვის არაა კორექტული);
  • da Fonseca, «History and Archaeolog. Sketch of the City of Goa» (ბომბეი, 1878).
  • G. В. Malleson, «History of the French in India from the founding of Pondicherry in 1674 to the capture of that place in 1761» (ახ. გამოც. ლონდ., 1894);
  • его же, «Final French struggles in India and on the Indian Seas» (Лонд., 1878); Hunter, «The Imperial Gazetteer of India» (2 გამოცემ., ტ. IV,სტ. «French Possessions»).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი