სერხიო აგუერო

არგენტინელი ფეხბურთელი

სერხიო ლიონელ აგუერო დელ კასტილიო (ესპ. Sergio Leonel Agüero del Castillo; 2 ივნისი 1988, კილმესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 2006–2021 წლებში. მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ პრემიერ ლიგის ისტორიაში.[1][2][3] 2003 წლის 5 ივლისს ის გახდა არგენტინის პრიმერა დივიზიონში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ფეხბურთელი (იგი ამ დროს 15 წლისა და 35 დღის იყო). ამით მან დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა.[4]

სერხიო აგუერო
სერხიო აგუერო 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერხიო ლიონელ აგუერო დელ კასტილიო
დაბადების
თარიღი
2 ივნისი, 1988 (1988-06-02) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
კილმესი, არგენტინა
სიმაღლე173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1997–2003ინდეპენდიენტე
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2003–2006ინდეპენდიენტე54(23)
2006–2011ატლეტიკო175(75)
2011–2021მანჩესტერ სიტი275(184)
2021ბარსელონა4(1)
სულ508(282)
ეროვნული ნაკრები
2004არგენტინა 175(3)
2005–2007არგენტინა 207(6)
2008არგენტინა 235(2)
2006–2021არგენტინა101(41)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2006 წელს სერხიო 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლა ლიგის კლუბ მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა. მან მალევე მიიქცია ყურადღება სხვა გრანდებისგან ევროპის მასშტაბით, ატლეტიკოში 234 თამაშში 101 ბურთი გაიტანა, ხოლო 2010 წელს მოახერხა ევროპა ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მოგება. ამის შემდეგ, 2011 წელს, აგუერო უერთდება ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ მანჩესტერ სიტის 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ [1]. მისი სადებიუტო სეზონის ბოლო თამაშში, 94-ე წუთზე მოახერხა და გოლი გაიტანა კუინზ პარკ რეინჯერსის კარში, ამით კი სიტის პრემიერლიგის ტიტული მოაგებინა. 2012 წელს ფანებმა დაასახელეს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად, ასევე მან პრემიერლიგის 2011-2012 წლების სეზონის ოქროს ბურთიც მოიგო, მან 31 ჩატარებული თამაშიდან 26 გოლი გაიტანა. 2013-2014 წლების სეზონის მიწურულს აგუეროს პრემიერლიგაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ის გოლს საშუალოდ ყოველ 115 წუთში იტანდა.

მიღწევები

საკლუბო

ატლეტიკო:(2)

მანჩესტერ სიტი:(15)

სანაკრებო

არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი
კოპა ამერიკა
  • ჩემპიონი: 2021
  • ვიცე-ჩემპიონი: 2015, 2016

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი