SARS-CoV-2

ვირუსის სახეობა, რომელიც 2019-20 წლებშ ეპიდემიის მიზეზი გახდა

მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2),[1][2] წარსულში ცნობილი დროებითი სახელით 2019 ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)[3][4] — დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ კორონავირუსი.[5][6] არის ადამიანებს შორის გადამდები და იწვევს ამჟამად მიმდინარე 2019-2020 წლის კორონავირუსულ პანდემიას, პანდემიურ კორონავირუსულ დაავადება 2019-ს (COVID-19), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა.[7][8]

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)

ახალი კორონავირუსის აგებულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ოჯახი:  კორონავირუსები
ლათინური სახელი
SARS-CoV-2

SARS-CoV-2-ს აქვს ახლო გენეტიკური მსგავსება ღამურის კორონავირუსებთან და სათავესაც სავარაუდოდ ამ ცხოველებისგან იღებს.[9][10][11] ადამიანებში გავრცელების შუამავალ ცხოველად მიჩნეულია პანგოლინი.[12] ტაქსონომიული გადმოსახედიდან, SARS-CoV-2 კლასიფიცირებულია მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსების (SARSr-CoV) სახეობად. დაავადება SARS-თან აღრევის თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებასთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ვირუსს უწოდებს „COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს“.[13]

ვირუსოლოგია

ინფექცია

2019-2020 წლის კორონავირუსული ეპიდემიის დროს დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე გადადება.[8] გადადება ძირითადად ხდება დახველებისა და დაცემინებისას წარმოქმნილი რესპირატორული წვეთებით, 1,8 მეტრით დაშორების მანძილზე.[14][15] ინფექციის გადადების კიდევ ერთი მიზეზია ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტი.[16] ვირუსული რნმ ასევე აღმოაჩინეს დაინფიცირებულ პაციენტთა განავლის ნიმუშებში.[17]

შესაძლებელია, რომ ვირუსი ინფექციური იყოს ინკუბაციის პერიოდშიც კი, მაგრამ ასეთი შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა[18] და 2020 წლის 1 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ამ დროისთვის, ასიმპტომურ შემთხვევებში გადადება სავარაუდოდ არ არის გადადების მთავარი წარმმართველი“. შესაბამისად, მიჩნეულია, რომ ადამიანებს შორის ინფექცია ძირითადად უნდა იყოს COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირებისგან გადადების შედეგი.

რეზერვუარი

SARS-CoV-2 ვირუსი ელექტრონულ მიკროსკოპში

SARS-CoV-2-ისგან მომდინარე პირველი ცნობილი ინფექცია აღმოაჩინეს ჩინეთის ქალაქ უხანში.[9] ადამიანებზე გადადების თავდაპირველი წყარო უცნობია.[19][20] თუმცა, 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის კვლევამ დაადგინა, რომ ღამურების SARS-ის მსგავს კორონავირუსთა უმეტესობა სათავეს იღებს Rhinolophus-ის გვარის ცხვირნალისები ღამურებისგან. ჩინური ჟანგისფერი ცხვირნალისებრი ღამურისგან (Rhinolophus sinicus) აღებულ ნიმუშებში აღმოჩენილმა ნუკლეინის მჟავის ორმა ვირუსულმა თანმიმდევრობამ 80%-იანი მსგავსება აჩვენა SARS-CoV-2-თან.[11] იუნანის პროვინციაში შუალედური ცხვირნალისებრი ღამურის (Rhinolophus affinis) ნუკლეინის მჟავის მესამე ვირუსულმა თანმიმდევრობამ კი SARS-CoV-2-თან 96%-იანი მსგავსება აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღამურებს SARS-CoV-2-ის ყველაზე სავარაუდო ბუნებრივ რეზერვუარად მიიჩნევს.

2019 წელს გამოქვეყნებული მეტაგენომური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ SARS-CoV, შტამი, რომელიც დაავადება SARS-ს იწვევს, ყველაზე ფართოდ გავრცელებული კორონავირუსი იყო იავური პანგოლინების ნიმუშებში.[21] 2020 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ქალაქ გუანჯოუში პანგოლინიდან აღებულ ნიმუშში აღმოაჩინეს ნუკლეინის მჟავის ვირუსული თანმიმდევრობა, რომელიც 99%-ით SARS-CoV-2-ის იდენტურია.[22] შედეგებში ეწერა, რომ ახლად აღმოჩენილი პანგოლინის კორონავირუსის S ცილის რეცეპტორები ქიმიური სტრუქტურით SARS-CoV-2-ის იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ ერთი ამინომჟავით“.[23] პანგოლინებს ჩინეთის კანონმდებლობა იცავს, მაგრამ მაინც აქვს ადგილი მათზე ბრაკონიერობას და ვაჭრობას, რადგან ამ ცხოველს აქტიურად იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.[24]

მიკრობიოლოგებმა და გენეტიკოსებმა ტეხასის შტატში დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კორონავირუსებში გენეტიკური გადარჩევის (რეასორტიმენტი) მტკიცებულება, რაც SARS-CoV-2-ის წარმოშობაში კიდევ ერთხელ მიუთითებს პანგოლინების ჩართულობაზე.[25] ამავე დროს, მკვლევრები აცნობიერებენ, რომ რჩება უცნობი ფაქტორები და აქტიურად განაგრძობენ სხვა ცხოველთა კვლევას.[25]

ფილოგენეტიკა და ტაქსონომია

SARS-CoV-2 მიეკუთვნება კორონავირუსების სახელით ცნობილ ვირუსთა ფართო ოჯახს. წარმოადგენს დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალურ რნმ (+ssRNA) ვირუსს. სხვა კორონავირუსებს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, ჩვეულებრივი გაციებით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით (MERS) დამთავრებული. ის ადამიანებში გავრცელებული ჩვენთვის ცნობილი მეშვიდე კორონავირუსია, დანარჩენი ექვსის სია კი ასეთია: 229E, NL63, OC43, HKU1, MERS-CoV და SARS-CoV.[26]

2003 წლის SARS-ის ეპიდემიის გამომწვევი SARS-სთან დაკავშირებულ კორონავირუსული შტამის მსგავსად, SARS-CoV-2 მიეკუთვნება მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებულ კორონავირუსთა ქვეგვარს (beta-CoV ხაზი B).[27][28][29] მისი რნმ-ის თანმიმდევრობა სიგრძეში დაახლოებით 30 000 ფუძეა.[6] თავის მრავალფუძიანი დანაწევრების ადგილით, SARS-CoV-2 ერთადერთია ჩვენთვის ცნობილ ბეტაკორონავირუსებს შორის; ცნობილია, რომ ეს მახასიათებელი ზრდის ვირუსების პათოგენურობას და გადამდებობას.[30][31][32]

სეკვენსირებული გენომების საკმარისი რაოდენობოთ, შესაძლებელია ვირუსების ოჯახის მუტაციის ისტორიის ფილოგენეტიკური ხის აგება. 2020 წლის 12 იანვრისთვის, უხანში მეცნიერებს უკვე იზოლირებული ჰქონდათ SARS-CoV-2-ის ხუთი გენომი, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სხვა ინსტიტუციებსაც გადასცა;[6][33] 2020 წლის 11 თებერვლისთვის, გენომების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა.[34] ნიმუშების ფილოგენეტიკურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ისინი „ძლიერ დაკავშირებული იყვნენ უფრო შვიდ მუტაციასთან, ვიდრე საერთო წინაპრართან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ინფექცია უხანში პირველად 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაფიქსირებულიყო.[34]

2020 წლის 11 თებერვალს, ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა (ICTV) განაცხადა, რომ არსებული წესების მიხედვით, რომელიც ნუკლეინის მჟავების კონსერვირებული თანმიმდევრობების საფუძველზე აფასებს იერარქიულ ურთიერთობას კორონავირუსებს შორის, განსხვავება მაშინ 2019-nCoV-ად წოდებულ ვირუსსა და 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის ვირუსულ შტამს შორის, არასაკმარისი იყო, რათა ის ცალკე ვირუსულ სახეობად ჩათვლილიყო. გამომდინარე აქედან, 2019-nCoV-ი მათ დააიდენტიფიცირეს როგორც მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებულ კორონავირუსების შტამი.[1]

სტრუქტურული ბიოლოგია

ადამიანის უჯრედში მყოფი SARS-CoV-2 ვირუსი (ყვითლად) ელექტრონულ მიკროსკოპში; ფოტო გაფერადებულია ციფრულად.

SARS-CoV-2-ის თითოეული ვირიონი დიამეტრში 50–200 ნანომეტრია.[35] სხვა კორონავირუსთა მსგავსად, SARS-CoV-2-ს აქვს ოთხი სტრუქტურული ცილა, რომლებსაც უწოდებენ S (წვეტი), E (გარსი), M (მემბრანა) და N (ნუკლეოკაპსიდი) ცილებს; N ცილა ფლობს რნმ გენომს, s, E და M ცილები კი ერთობლივად ქმნიან ვირუსულ გარსს. წვეტი ცილა ვირუსს მასპინძელი უჯრედის მემბრანაზე მიკვრის საშუალებას აძლევს.[36] The spike protein is responsible for allowing the virus to attach to the membrane of a host cell.[36]

ვირუსის S-ცილაზე ჩატარებულმა მოდელირების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2 ადამიანის უჯრედში შეღწევისათვის იყენებს ადამიანის უჯრედის მემბრანაზე მოთავსებულ ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ, ACE2 ) რეცეპტორს.[37]

2020 წლის 22 იანვრისთვის, ვირუსის სრულ გენომზე ჩინეთში და აშშ-ში მომუშავე ჯგუფებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიყენეს რევერსული გენეტიკის მეთოდი და ექსპერიმენტულად წარმოადგინეს, რომ ACE2 ACE2-ის რეცეპტორის ფუნქციას ასრულებს.[9][38][39][40][41][42] კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ს ადამიანის ACE2-სთან იმაზე მეტი მსგავსება აქვს, ვიდრე SARS ვირუსის შტამს.[43] კრიოგენული ელექტრონული მიკროსკოპით გადაიღეს S ცილის ატომური დონის ფოტო.[43][44]

SARS-Cov-2 წარმოქმნის სულ მცირე სამ ვირულენტობის ფაქტორს, რაც ხელს უწყობს მასპინძელი უჯრედიდან ახალი ვირიონების გავრცელებას და აბრკოლებს ადამიანის იმუნური სისტემის რეაგირებას.[36]

ეპიდემიოლოგია

პაციენტიდან იზოლირებული SARS-CoV-2 ვირუსები ელექტრონულ მიკროსკოპში

გამომდინარე იქიდან, რომ SARS-CoV-2 ცნობილი გენომური თანმიმდევრობები დაბალ ცვალებადობას ამჟღავნებს, მიჩნეულია, რომ შტამი ადამიანთა პოპულაციაში გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში დააფიქსირეს ჯანდაცვის სტრუქტურებმა, 2019 წლის ბოლოს.[19][45] თანდათანობით, ვირუსი ჩინეთის ყველა პროვინციაში გავრცელდა, შემდეგ კი ყველა კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში.[46] ყველა რეგიონში დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტი.[8][47][48][49][50][51] 2020 წლის 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა,[7][52] 11 მარტს კი პანდემიად.[53][54]

2020 წლის 13 მარტისთვის, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 128 000-ს გადააჭარბა, საიდანაც 80 900 შემთხვევა ჩინეთზე მოდიოდა. ამავე დღის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 4720-ს აჭარბებდა, საიდანაც 65 პროცენტი ხუბეის პროვინციაზე მოდის, რომელშიც მდებარეობს ქალაქი უხანი.[46]

ვირუსის საბაზისო რეპროდუქციული რიცხვი 1,4-3,9-ს შორის მერყეობს.[55][56] ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ 1,4-3,9 სხვა ადამიანს აინფიცირებს.

2020 წლის 13 მარტის მონაცემებით, SARS-CoV-ის შტამის იზოლირება ხუთმა ქვეყანამ შეძლო: ჩინეთმა, აშშ-მა, იაპონიამ, ტაილანდმა და ინდოეთმა.[57]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი