ბროკოლი

ბროკოლი,[1] სატაცურა კომბოსტო[1] (ლათ. Brassica oleracea var. italica) — კომბოსტოს ნაირსახეობა. ზრდიან საკვებად ვარგისი ყვავილის კვირტისა და ღეროს მისაღებად. მისი წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი და მცირე აზია; იტალიის ტერიტორიაზე ძველი რომის დროიდან მოჰყავთ, ინგლისსა და აშშ-ში შეტანილია 1700-იან წლებში. შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს და რიგ მინერალებსა და ვიტამინებს, მ.შ. კალიუმს, ფოლიუმის მჟავას,[2] ვიტამინ A, B1, B2, PP, E, C,[3] და K-ს;[2] საკვებად გამოიყენება როგორც ნედლი სახით, ისე დამუშავებული — აკონსერვებენ, თუშავენ, წვავენ.[4] ნედლი ბროკოლი მუქი მწვანე ფერისაა, აქვს მაგარი ღერო და მჭიდრო კვირტების კონა.[2] ძირითადად კულტივირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ევროპაში, იაპონიაში.[4]

ბროკოლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  კომბოსტოსნაირნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  კომბოსტო
სახეობა:  ბოსტნის კომბოსტო
ნაირსახეობა:  ბროკოლი
ლათინური სახელი
Brassica oleracea var. italica (Plenck, 1794)

ბროკოლი სწრაფად მზარდი ერთწლოვანი მცენარეა, სიმაღლეში 60–90 სმ-ს აღწევს. სწორადმდგარი და დატოტვილია, აქვს ტყავისებრი ფოთლები, ცენტრალური ღერძისა და ტოტების ბოლოებზე ივითარებს მწვანე ყვავილის კვირტების კონებს. მოსავლის აუღებლობის შემთხვევაში, ეს კვირტები იკეთებენ 4-ფურცლიან ყვითელ ყვავილებს და იძლევიან ჭოტაკებს. იზრდება ზომიერი და გრილი ჰავის პირობებში. მრავლდება თესლით. თესენ უშუალოდ მინდვრებში ან სპეციალურ კვლებში შემდგომი გადარგვისათვის. ბროკოლის თავი (ყვავილედი) 60-დან 150 დღემდე პერიოდში ასრულებს ზრდას, ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშსა და ამინდზე.[2]

ბრკოლის მოყვანისათვის ნიადაგის ტენიანობა 70 % უნდა იყოს, ჰაერისა — 80 %. შედარებით უკეთ უძლებს ყინვასა (-4-დან -7 °С-მდე) და სიცხეს. საუკეთესო ტემპერატურაა 18-დან 22 °С-მდე. სინათლის მოყვარული მცენარეა, რგავენ მზიან ნაკვეთებში. საქართველოს პირობებში ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. გავრცელებული ჰიბრიდებია აგასი, ლორდი, მონტერეი,[3] ლინდა, ტონუსი, ფიესტა და სხვ. (სულ 18). სეზონზე შესაძლებელია 2 და მეტი მოსავლის მიღება.[4] ბროკოლის დაავადებები: კილა, ფომოზი, ფუზარიოზული ჭკნობა, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლები: კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს გაზაფხულის ბუზი, კომბოსტოს ღეროს მალულხორთუმა, კომბოსტოს ბუგრი.[3]

ბროკოლის წარმოება — 2018

ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად

ქვეყანაწარმოება (მლნ ტონა)
ჩინეთის დროშა ჩინეთი10,7
ინდოეთის დროშა ინდოეთი8,8
აშშ-ის დროშა აშშ1,2
მექსიკის დროშა მექსიკა0,73
ესპანეთის დროშა ესპანეთი0,73
იტალიის დროშა იტალია0,37
მსოფლიო26,5
წყარო: გაეროს FAOSTAT.[5]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი