მჟაუნმჟავა

მჟაუნმჟავა — ორგანული ნაერთი. ქიმიური ფორმულაა C2H2O4. სახელი მომდინარეობს მცენარე მჟაველასაგან, რომელიც მას შეიცავს. არის უფერო, კრისტალური, მყარი ნივთიერება, რომელიც წყალში გახსნისას წარმოქმნის ასევე უფერო ხსნარს. მჟაუნმჟავას მარილებს ეწოდებათ ოქსალატები. მისი ნახევრად გაშლილი ფორმულა არის , სადაც ორი ნახშირბადის ატომები უკავშირდება ერთმანეთს, შეიცავს ორ კარბოქსილის ფუნქციურ ჯგუფს, ამიტომაც მჟაუნმჟავა არის უმარტივესი დიკარბოქსილ მჟავა.

მჟაუნმჟავა
მჟაუნმჟავა: ქიმიური ფორმულა
მჟაუნმჟავა: მოლეკულის ხედი
მჟაუნმჟავა: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებამჟაუნმჟავა[1]
ქიმიური ფორმულაC2H2O4
მოლური მასა90.034 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.90(ანჰიდრიტი 17 °C-ზე) 1.653 (დიჰიდრატი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა189-191 °C
კლასიფიკაცია
CAS 144-62-7 (ანჰიდრიტი)
PubChem971

მჟაუნმჟავა არის უფრო ძლიერი მჟავა ვიდრე ძმარმჟავა. არის აღმდგენი აგენტი.[2] შედის ბევრი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში. კონცენტრირებული მჟაუნმჟავა საშიშია კანზე მოხვედრის დროს და იწვევს დამწვრობას.

ისტორია

პირველად მჟაუნმჟავას მარილი 1745 წელს მიიღო ბოტანიკოსმა და ფიზიკოსმა ჰერმან ბურჰავესმა. მან მარილის გამოყოფა მოახერხა მცენარე მჟაველასაგან[3].

1776 წელს შვედმა ქიმიკოსებმა, კარლ ვილჰელმ შეელემ და ტორბერნ ბერგმანმა[4] მიიღეს მჟაუნმჟავა საქაროზას მოქმედებით კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან.

1824 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ ვიოლერმა მჟაუნმჟავა მიიღო ციანოგენის მოქმედებით ამიაკის წყალხსნართან[5]. ეს ექსპერიმენტი შესაძლოა იყოს პირველი ექსპერიმენტი, როდესაც მიიღეს ნატურალური პროდუქტი.

მიღება

მჟაუნმჟავას წარმოებაში იღებენ კარბოჰიდრატების დაჟანგვით. მიღების თანამედროვე მეთოდი არის სპირტების კარბონილაცია, რის შედეგადაც მიიღება მჟაუნმჟავას დიესტერი:

4 ROH + 4 CO + O2 → 2 (CO2R)2 + 2 H2O

ამ მეთოდით ყოველწლიურად დაახლოებით 120 000 ტონა მჟაუნმჟავა იწარმოება[6].

მიღება ლაბორატორიაში

ლაბორატორიაში მას იღებენ საქაროზას დაჟანგვით კონცენტრირებული აზოტმჟავათი. კატალიზატორად იყენებენ მცირე რაოდენობით ვანადიუმის პენტოქსიდს[7]. ასევე ღებულობენ აზეოტროპული დისტილაციით.

რეაქციები

pKa — მჟავის დისოციაციის კონსტანტა.

C2O4H2 ⇌ C2O4H + H+ pKa = 1.27

C2O4HC2O42− + H+ pKa = 4.27

მას ახასიათებს ისეთი რეაქციები, რომლებიც ახასიათებთ ჩვეულებრივ კარბონმჟავებს. მჟაუნმჟავა წარმოქმნის ესტერებს, როგორიცაა, მაგალითად, დიმეთილის ოქსალატი. მჟაუნმჟავა და ოქსალატები იჟანგებიან პერმანგანატით ავროკატალიზატორული რეაქციისას.[8]

მაუნმჟავას ანჰიდრიტი

შემცველობა საკვებში

მჟაუნმჟავას შემცველობა საკვებში (გ/100 გ):

უსაფრთხოება

კონცენტრირებული მჟაუნმჟავა არის ტოქსიკური შინაგანი თუ გარებანი ზემოქმედებისას, იწვევს უჯრედების და ლორწოვანი გარსის დაზიანებას. შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ბრონქიტი, პნევმონიტი, პულმონარული ედემა, კალიუმის ოქსილატის ნალექით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა და სხვა უამრავი დაავადება.

ადამიანის ორგანიზმისთვის მჟაუნმჟავის ლეტალური დოზა არის 15–30 გრამი[12].

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი