ჯეიმზ მილნერი

ჯეიმზ მილნერი (ინგლ. James Milner; დ. 4 იანვარი, 1986) — ინგლისელი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი და „ლივერპულის“ ვიცე კაპიტანი. ამჟამად თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჯეიმზ მილნერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯეიმზ ფილიპ მილნერი
დაბადების
თარიღი
4 იანვარი, 1986 (1986-01-04) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიდზი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე1.75 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი7
ახალგაზრდული კარიერა
1996-2002ლიდზი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2002–2004ლიდზი48(5)
2003  სვინდონ თაუნი6(2)
2004-2008ნიუკასლი94(6)
2005-2006  ასტონ ვილა27(1)
2008-2010ასტონ ვილა73(11)
2010-2015მანჩესტერ სიტი147(13)
2015-ლივერპული145(19)
ეროვნული ნაკრები
2009-2016ინგლისი61(1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 აპრილი, 2020
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 მაისი, 2019

კარიერა

მილნერმა ახალგაზრდული კარიერა საფეხბურთო კლუბ „ლიდზში“ გაატარა, გუნდში რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა. 2002 წელს 16 წლის ასაკში „ლიდზშივე“ შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი, სადაც კიდევ ორი სეზონი ითამაშა. 2004 წელს გადავიდა „ნიუკასლში“, 2005 წლიდან ერთი წლით განათხოვრებული იყო „ასტონ ვილაში“, რის მერეც „ნიუკასლში“ დაბრუნებდა და ჩრდილოური გუნდის მაისურით 100 მატჩზე მეტი ითამაშა. 2008 წელს მილნერი ხელმეორედ შეუერთდა „ასტონ ვილას“ საიდანაც 2010 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. „სიტიში“ მან ორჯერ მოახერხა ინგლისის პრემიერლიგის მოგება.

2015 წელს, მილნერი „ლივერპულში“ გადავიდა. პირველივე სეზონის დაწყებამდე ის გუნდის ვიცე კაპიტნად დაასახელეს და ახალ გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალებშიც ითამაშა, თუმცა ორივეში დამარცხდა. 2015-16 წლების სეზონში მილნერი ძირითადად ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა გუნდში არსებული პრობლემების გამო მომდევნო სეზონის უმეტესი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა.

2017-18 წლების სეზონში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაბრუნდა და „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „მადრიდის რეალთან“ დამარცხდა. იმავე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წლის ნოემბერში მილნერმა 50-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, მომდევნო თვეს კი მხოლოდ მე-13 ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში 500 მატჩი აქვს ჩატარებული. იმავე სეზონში მილნერმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო „ლივერპულთან“ ერთად. 2019 წლის ბოლომდე მილნერი უეფა-ს სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანიც გახდა.

მილნერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2009-2016 წლებში 61 მატჩი აქვს ნათამაშები. მონაწილეობა აქვს მიღებული 2012 და 2016 წლის ევროპის, ასევე 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. სანაკრებო კარიერაში ერთადერთი გოლი 2012 წელს მოლდოვას კარში აქვს გატანილი.

თამაშის სტილი

მილნერი ინგლისურ ფეხბურთში ცნობილია თავისი მრავალმხრივი საფეხბურთო უნარებით და ინტენსიური თამაშის სტილით. „ლიდზსა“ და „ნიუკასლში“ ყოფნისას ის ძირითადად ფლანგის ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა უთამაშია თავდამსხმელად, ჩამშლელად და მარჯვენა მცველადაც. „ასტონ ვილაში“ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაშობდა. „მანჩესტერ სიტიში“ — ფლანგის ნახევარმცველად და შემტევ ნახევარმცველად. „ლივერპულში“ ცენტრალურ ნახევარმცველად. როცა გუნდს სჭირდებოდა მთელი სეზონი გაატარა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

მილნერი გამოირჩევა სწრაფი და ენერგიული თამაშით. გადაცემების სიზუსტის მაღალი მაჩვენებლით შორ თუ ახლო მანძილზე. ხშირად მიდის კარისკენ დასარტყავად, საიმედოა ჩამშლელის როლშიც. გამოირჩევა ჩაწოდებების სიზუტითაც, ხშირად აწვდის კუთხურებსა და ჯარიმებს. მწვრთნელებისა და მიმომხილველებისგან არაერთხელ მიუღია შექება თავისი ენერგიული და გუნდური თამაშისთვის.

სტატისტიკა

განახლდა: 11 მარტი, 2020 წელი
ჩატარებული მატჩები და გატანილი გოლები კლუბებისა და სეზონის მიხედვით
ClubSeasonლიგაFA თასილიგის თასიევროპასხვასულ
ლიგამატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ლიდზ იუნაიტედი2002–03პრემიერლიგა182400000222
2003–04პრემიერლიგა3031010323
სულ485501000545
სვინდონ თაუნი2003–04მეორე

დივიზიონი

6262
ნიუკასლ

იუნაიტედი

2004–05პრემიერლიგა251401011[ა]0411
2005–06პრემიერლიგა304[ბ]272
2006–07პრემიერლიგა353213013[გ]0534
2007–08პრემიერლიგა2922110323
2008–09პრემიერლიგა201131
სულ946826128213611
ასტონ ვილა(იჯარა)2005–06პრემიერლიგა2713032333
ასტონ ვილა2008–09პრემიერლიგა363334[ა]0436
2009–10პრემიერლიგა36750642[დ]14912
2010–11პრემიერლიგა1111
სულ10012113966112622
მანჩესტერ სიტი2010–11პრემიერლიგა32031105[დ]0411
2011–12პრემიერლიგა26310306[ე]01[ვ]0373
2012–13პრემიერლიგა26460102[ზ]01[ვ]0364
2013–14პრემიერლიგა31140306[ზ]1442
2014–15პრემიერლიგა32522208[ზ]11[ვ]0458
სულ147131631002723020318
ლივერპული2015–16პრემიერლიგა285104012[დ]2457
2016–17პრემიერლიგა3670040407
2017–18პრემიერლიგა320210013[ზ]0471
2018–19პრემიერლიგა315101012[ზ]2457
2019–20პრემიერლიგა18220228[ზ]03[თ]0334
სულ14519611124543021026
სულ კარიერაში5405746937910696073584

მიღწევები

მანჩესტერ სიტი:(5)

ლივერპული:(5)

  • პრემიერლიგა: 2019-20
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2018–19
    ფინალისტი: 2017–18
  • უეფა-ს სუპერთასი: 2019
  • ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2019
  • ინგლისის ლიგის თასი: 2021–22
    ფინალისტი: 2015–16
  • უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალისტი: 2015–16

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი