ბიტკოინი

ბიტკოინი (ინგლ. Bitcoin < bit — „ბიტი“ და coin — „მონეტა“) — მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება[2]. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო[3], რომელმაც 2008 წლის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა[4]. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე, ფიატურ ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე[5]. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის საფულის უნიკალურ და აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2013 წლიდან 2017 წლამდე 2.9 მილიონიდან 5.8 მილიონამდე გაიზარდა. მომხმარებელთა უმეტესობა ბიტკოინის მომხმარებელია[6].

ბიტკოინი
ინგლ. Bitcoin
კოდი ISO 4217XBT, BTC
ოფიციალური
მომხმარებლები
მსოფლიო
სიმბოლო
მონეტები18,688,190(22 აპრილი, 2021)[1]

ტერმინოლოგია

სიტყვა ბიტკოინი პირველად 2008 წელს თეთრ ქაღალდზე [7] გამოჩნდა. ის ორი სიტყვის- "bit"-წვრილი ფული და "coin"-მონეტა- ნაერთს წარმოადგენს[8].

საზომი ერთეული

ბიტკოინის ძირითადი საზომი ერთეული არის თავად სიტყვა "ბიტკოინი". მცირე ზომის ბიტკოინები ანუ სატოშები, წარმოადგენენ ბიტკოინის მეასმემილიონედს, ის ბიტკოინის ყველაზე მცირე საზომი ერთეულია (1 სატოში=0.00000001 ბიტკოინი[9]). ეს სახელი მისი შემქმნელის- სატოში ნაკამოტოს გამო დაერქვა.

დიზაინი

ბლოკჩეინი

გამოუყენებელი ტრანზაქციების რაოდენობა.

ბლოკჩეინი არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც იწერს განხორციელებულ ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი კი ხდება მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ბლოკჩეინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკები, რომლებზეც ასევე დაფუძნებულია ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა[10]. ქსელის ბლოკები ასრულებენ შემდეგ ოპერაციებს: ტრანზაქციების ვალიდურობის დადგენა, მათი მონაცემთა ბაზაში დამატება და შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ ტრანზაქციების სხვა ბლოკებზე გავრცელება. დაახლოებით, ერთ საათში ექვსჯერ, ბლოკების ამ ჯაჭვს ემატება ახალი ჯგუფი დამოწმებული ტრანზაქციებისა, რომლებიც სწრაფადვე ვრცელდება სხვა ბლოკებზე. ეს ეხმარება ბიტკოინ პლატფორმას დაადგინოს, რომ ბიტკოინის კონკრეტული რაოდენობა დაიხარჯა და გამოირიცხოს მისი ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა.

ტრანზაქციების საფასური

ბიტკოინის გადარიცხვების რაოდენობა წლების მიხედვით (ლოგარითმული შკალა)[11]

გადარიცხვების საფასურის მარჟა განსხვავებულია და ის არჩევითია. მომხმარებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ისარგებლებენ მაღალი საკომისიოს მქონე საიტებით, თუ - დაბალით. ტრანზაქციის ფასი დამოკიდებულია გადარიცხული ბიტკოინების რაოდენობაზე.

საკუთრების უფლება

ბლოკჩეინის სისტემაში ბიტკოინები დარეგისტრირებულია ბიტკოინის მისამართებზე. იმისათვის, რომ მფლობელმა შეძლოს ბიტკოინების გადარიცხვა, მან უნდა იცოდეს საკუთარი ასიმეტრიული კრიპტოსისტემა, ანუ გასაღები. ეს გასაღები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თუ მომხმარებელი მას დაკარგავს, მას საკუთრების უფლება აღარ ექნება, ანუ დაიკარგება მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინები და მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს. მაგალითისთვის, 2013 წელს უელსელმა მოქალაქემ ჯეიმზ ჰოუელმა განაცხადა, რომ დაკარგა 7500 ბიტკოინი, იმ დროისთვის 7.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის [12], როდესაც მან საკუთარი კომპიუტერის მყარი დისკი სანაგვეში მოისროლა. მან ბიტკოინების დაბრუნება ვეღარ შეძლო. ამან საფუძველი ჩაუყარა ისეთი პლატფორმების შექმნას, რომლებიც საფულის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა, ასეთია, მაგალითად, Coindesk.com [13].

მაინინგი

მაინერები არიან ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ძლიერი კომპიუტერული შესაძლებლობების გამოყენებით მოიპოვებენ ბიტკოინებს. ამ პროცესს კი მაინინგი ეწოდება..

მაინინგი არის აღრიცხვის მწარმოებელი მომსახურება, რომელიც სრულდება კომპიუტერული დამუშავების დახმარებით [14]. მაინერები უზრუნველყოფენ ბლოკჩეინის მდგრადობას, სისრულეს და უცვლელობას [15]. ეს ყველაფერი კი იმით, რომ ისინი განუწყვეტლივ ახდენენ ტრანზაქციების დამოწმებას და ამის სხვა ბლოკებთან ძალიან სწრაფ დაკავშირებას. ყოველი შემდეგი ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ ჰეშს, რომელიც იყენებს SHA-256-ს ალგორითმს, ასე უკავშირდება ერთმანეთს ყველა ბლოკი და აქედან გამომდინარეობს სახელი "ბლოკჩეინიც" - ბლოკების ჯაჭვი.

მიწოდება

ბიტკოინების საერთო რაოდენობა.</ref> name="Blockchain.info" />

დღეისათვის დაახლოებით წარმოებულია 16 მილიონი ბიტკოინი. მისმა შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ დაადგინა ე.წ. მონეტარული პოლიტიკა, რომ ბიტკოინების რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებული იქნას არის 21 მილიონი. რაც დრო გადის, მათი მოპოვება უფრო რთულდება, ამის მიზეზი კი არის ის გართულებული ლოგარითმული კრიპტოამოცანა, რომელსაც მაინერები აწყდებიან ბიტკოინის მოპოვების პროცესში. მონეტარული პოლიტიკით ასევე განსაზღვრულია, რომ ყოველ ოთხ წელიწადში წარმოებული ბიტკოინების რაოდენობა განახევრდება. მაგალითად, თუ მაინერები 2016 წლიდან 2020 წლამდე მოიპოვებენ 1 მილიონ ბიტკოინს, ეს რაოდენობა 2024 წლამდე განახევრდება, ანუ გახდება 500 ათასი. წარმატებული მაინერი, რომელიც იპოვის ახალ ბლოკს ჯილდოვდება ახლად შექმნილი ბიტკოინით და ტრანზაქციის ხარჯით [16].

საფულე

ეთერეუმის და ბიტკოინის საფულე
ბიტკოინის საფულის სახეობა გენერირებული bitaddress.org
Trezor მყარი დისკის საფულე

საფულე ინახავს საჭირო ინფორმაციას ბიტკოინების შესახებ. ის გამოიყენება ბიტკოინების შესანახად და ტრანზაქციებისთვის. მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის განუყოფელია ბლოკჩეინ სისტემისგან.

არსებობს საფულის რამდენიმე სახეობა. "Software wallet" რომელიც დაკავშირებულია ქსელთან და იძლევა ბიტკოინების ხარჯვის, მათი უბრალოდ შენახვის და საკუთრების უფლების დადასტურების საშუალებას. ეს კონკრეტული საფულეც იყოფა ორ ნაწილად : სრულუფლებიანი კლიენტები და შეზღუდულუფლებიანი კლიენტები.

  • სრულუფლებიანი კლიენტები პირდაპირ ამოწმებენ ტრანზაქციებს ბლოკჩეინის ადგილობრივ სრულ ასლზე (134 გვ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით [17]) ან მის უმრავლეს ნაწილზე (2 გბ)
  • შეზღუდულუფლებიანი კლიენტები მიმართავენ სრულუფლებიან კლიენტებს დახმარებისთვის, რომ მიიღონ და გააგზავნონ ბიტკოინები ბლოკჩეინის სრული ასლის გარეშე. მათ აქვთ უპირატესობა, რომ უფრო სწრაფად დარეგისტრირდენ სისტემაში და ასევე გამოიყენონ ნაკლებად ძლიერი, ნაკლებად გამტარუნარიანი მოწყობილობები (მაგ. სმარტფონები). ორივე სახეობის საფულის მფლობელები არიან პასუხისმგებლები პირადი გასაღების ყველანაირ უსაფრთხოებაზე.

გარდა პროგრამული უზრუნველყოფის საფულეებისა, არსებობს ე.წ. ონლაინ საფულეებიც, რომლებსაც იგივე ფუნქციები აქვთ და უფრო მარტივია მათი გამოყენება. ამ შემთხვევაში, მომხმარებლების ბიტკოინები ინახება ონლაინ საფულეებში და არა მათი კომპიუტერების მყარ დისკებზე. ამ მიზეზით, მომხმარებელი სრულიად უნდა ენდობოდეს ონლაინ საფულის მწარმოებელს, თუმცა, ამ უკანასკნელის ბოროტულმა განზრახვამ ან სერვერის გარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინების დაკარგვა. 2011 წელს მომხდარი მსგავსი შემთხვევა დაკავშირებულია Mt. Gox-თან[18].

ბიტკოინის ვერსიები

პირველი საფულე პროგრამა გამოვიდა 2009 წელს სატოში ნაკამოტოს მიერ ღია კოდის სახით [4]. ზოგჯერ მოხსენიებულია, როგორც "სატოში კლიენტი", ეს ასევე ცნობილია, როგორც მინიშნება კლიენტი, რადგან იგი ემსახურება ბიტკონის პროტოკოლის განსაზღვრას და მოქმედებს როგორც სტანდარტი სხვა განხორციელებებში. ვერსია 0.5-ს დროს კლიენტი გადავიდა wxWidgets ინტერფეისიდან Qt-ში და მთლიანობაში მოხსენიებული იყო, როგორც Bitcoin-Qt [19]. 0.9 ვერსიის გამოსვლის შემდეგ, პროგრამულ პაკეტს დაერქვა Bitcoin Core, ამით ის ქსელში ადვილად გარჩევადი გახდა. დღეს Bitcoin core-ის რამდენიმე სახე არსებობს: Bitcoin XT, Bitcoin Classic, Bitcoin unlimited, Parity Bitcoin და BTC1.

კონფიდენციალურობა

ბიტკოინი არის ფსევდოანონიმური, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხები მიბმულია არა რეალურ პიროვნებაზე, არამედ ბიტკოინის მისამართებზე. ბიტკოინის მისამართების მფლობელები არ არიან მკაფიოდ გამოვლენილი, ამის მიუხედავად ყველა ტრანზაქცია ბლოკჩინზე არის საჯარო. გარდა ამისა, ტრანზაქციები შეიძლება დაკავშირებულ იქნას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან [20]. ბიტკოინ ბირჟებზე, სადაც ბიტკოინები ტრადიციულ ვალუტაში ივაჭრება, შესაძლებელია, აუცილებელ მოთხოვნებში პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება იყოს საჭირო.

ფინანსური კონფიდენციალობის გაზრდისთვის, თითოეული ტრანზაქციისთვის შესაძლებელია ახალი მისამართი იქნას გენერირებული[21]. მაგალითად, იერარქიულად განსაზღვრული ჩანართები ქმნიან შემთხვევით შერჩეულ "მოძრავ მისამართებს" თითოეული გარიგებისთვის, ამისათვის კი მხოლოდ ერთი „საიდუმლო ფრაზაა“ დასამახსოვრებელი, რომ ყველა ტრანზაქციის მისამართი ერთად შეინახოთ და მოგვიანებით მათი შეამოწმება შეძლოთ. სტენფორდის უნივერსიტეტსა და კონკორდიის უნივერსიტეტში მკვლევარებმა ასევე აჩვენეს, რომ ბიტკონის ბირჟებს და სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ აქტივები, ვალდებულებები და გადახდისუნარიანობა მათი მისამართების გამოვლენის გარეშე „ნულოვანი მტკიცების“ გამოყენებით [22].

მმართველობა

ბიტკოინს თავდაპირველად ხელმძღვანელობდა სატოში ნაკამოტო.2010 წელს ნაკამოტომ გადასცა ქსელის გასაღები გევინ ანდერსენს [23]. ანდერსენმა განაცხადა, რომ ის შემდგომ ცდილობდა კონტროლის მექანიზმის დეცენტრალიზებას: "სატოშის გადადგომის შემდეგ, რაც პროექტი ჩემს მხრებზე გადმოვიდა, ერთ-ერთი პირველი რაც მე შევეცადე, არის დეცენტრალიზაცია, ასე რომ, თუ ავტობუსი დამეჯახება, ცხადია რომ პროექტი მაინც გაგრძელდება "[23] . ამან კი შექმნა შესაძლებლობა ბიტკონის სამომავლო განვითარების გზაზე."

ეკონომიკა

კლასიფიკაცია

ბიტკოინი საყოველთაოდ მოიხსენიება ისეთ ტერმინებთან, როგორიცაა ციფრული ვალუტა , ციფრული ნაღდი ფული [24], [92] ვირტუალური ვალუტა, [4] ელექტრონული ვალუტა, [18] ან კრიპტოვალუტა.კითხვა, არის თუ არა ბიტკოინი ვალუტა ჯერ კიდევ სადავოა[25] . 2015 წლის იანვარში The Economist-ის თანახმად, Bitcoins-ს,როგორც ვალუტას, სამი სასარგებლო თვისება აქვს: ისინი "ძნელად მოსაპოვებელია, მიწოდება შეზღუდულია და ადვილად გადამოწმებადი"[26]. ეკონომისტები ფულს განსაზღვრავენ, როგორც ფასეულობის შენახვას, გაცვლის საშუალებას და ანგარიშის ერთეულს და ეთანხმებიან, რომ ბიტკოინს აქვს შესაძლებლობა, რათა დააკმაყოფილოს ყველა ეს კრიტერიუმი.[27] ის საუკეთესოა, როგორც გაცვლის საშუალება.

მომხმარებელთა რაოდენობა

მომხმარებელთა რაოდენობა 2013 წელს 300 000-დან 1,3 მილიონამდე იყო, მას შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.[27]

სავაჭრო ობიექტები

2015 წელს მომხმარებლებს 100 000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში შეეძლოთ ბიტკოინით გადახდა[28]. ჩვეულებრივ, საკრედიტო ბარათის პროცედურების მიხედვით 2-3% -ის ნაცვლად, ბიტკოინით გადახდით მომხმარებლებს ეჭრებოდათ 2%-დან 0-მდე საკომისიო.[29] ფირმებმა, რომლებმაც 2014 წელს ბიტკოინი გადახდის საშუალებად აღიარეს : Paypal [30], Microsoft [31], Dell [32], და Newegg[33].

ფინანსური ინსტიტუტები

ბიტკოინის კომპანიებს გაუჭირდათ ტრადიციული საბანკო ანგარიშების გახსნა, რადგან ბანკების წარმომადგენლებს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ეშინოდათ[34]. BitPay- ის თანადამფუძნებლის, ანტონიო გალიპის განცხადებით, "ბანკები უფრთხიან ბიტკოინთან საქმის დაჭერას, მაშინაც კი როცა ეს ძალიან უნდათ" [35].2014 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა ბიტკოინთან კავშირების მქონე ბიზნესები დაბლოკა [36] და HSBC-მა უარი თქვა ბიტკოინის ჰეჯირების ფონდით მომსახურებაზე[37] .მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ბანკებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვაში, რომელსაც ბიტკოინი ეფუძნება[38].2013 წლის ანგარიშში, Bank of America-ს მენეჯერმა მერილ ლინჩმა განაცხადა "ჩვენ გვჯერა, რომ ბიტკოინი შესაძლებელია გახდეს ძირითადი გადახდის საშუალება და ასევე, სერიოზული კონკურენტი ტრადიციული ფულისა „ [39].2014 წლის ივნისში გაიხსნა პირველი ბანკი ბოსტონში, რომელმაც დეპოზიტების ბიტკოინში გადაყვანა შესაძლებელი გახადა[40].

ინვესტიცია

ზოგიერთმა არგენტინელმა შეიძინა ბიტკოინები, რათა დაეზღვიათ საკუთარი დანაზოგები მაღალი ინფლაციისა და რისკისგან, რომ სახელმწიფო მათ დანაზოგებს ჩამოართმევდა[41]. 2012-2013 წლებში კვიპროსის ფინანსური კრიზისის დროს ბიტკოინის შესყიდვები გაიზარდა, შემნახველი ანაბრების დაკარგვის მაღალი რისკის გამო[42].

Winklevoss ტყუპებმა გააკეთეს ინვესტიცია ბიტკოინში. 2013 წელს ვაშინგტონ პოსტის მტკიცებით, მათ არსებული ბიტკოინების 1% ჰქონდათ[43].ინვესტიციის სხვა მეთოდი ბიტკოინის ფონდებია. პირველი რეგულირებული ბიტკოინის ფონდი დაარსდა ჯერსიში 2014 წლის ივლისში და ის აღიარა ჯერსის ფინანსური სერვისების სააგენტომ [44]. ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა 2015 წლის დეკემბერში ბიტკოინში ინვესტიცის სასარგებლოდ არგუმენტები გამოაქვეყნა [45]. ამავე გამოცემამ ბიტკოინი 2013 წელს ინვესტირების საუკეთესო საშუალებად აღიარა. არსებობს უარყოფითი მოლოდინებიც: 2013 წელსა და 2014 წელს, ევროპის საბანკო დაწესებულებამ და ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (FINRA), ამერიკის შეერთებული შტატების თვითრეგულირების ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ ბიტკოინში ინვესტირება მნიშვნელოვან რისკებს ატარებს[46].

სარისკო კაპიტალი

კომპანიები, როგორიცაა Peter Thiel's Founders Fund, რომელმაც BitPay- ში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტცია განახორციელა, თავად არ ყიდულობს ბიტკოინებს, ისინი ამჯობინებენ სახსრების ისეთ კომპანიებში დაბანდებას, რომლებიც ბიტკოინის გადახდას უზრუნველყოფენ სავაჭრო ობიექტებში, ან კომპანიებში, რომლებიც ბიტკოინებით ვაჭრობას უწყობენ ხელს და ა.შ [47]. 2012 წელს ადამ დრეიპერმა, მამის ფინანსური მხარდაჭერით, დააფუძნა ბიტკოინზე ფოკუსირებული სტარტაპ-ინკუბატორი. ადამის მამა, ტიმ დრეიპერი იმ დროს წოდებული „იდუმალი მყიდველი“ მეწარმე და კაპიტალისტი, ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკოინის მფლობელია, მას შემდეგ, რაც მან აუქციონზე 30 000 ბიტკოინი მოიგო.[48]. [122] კომპანიის მიზანია 100 ბიტკონ ბიზნესის დაფინანსება მომავალი 2-3 წლის განმავლობაში. ინვესტორები ასევე აბანდებენ ბიტკოინის მაინინგში.[49] .2015 წელს პაოლო ტასკაის კვლევის თანახმად,ბიტკოინ სტარტაპების საერთო მოცულობამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა (Q1 2012 - Q1 2015) [50]

ფასი და რყევები

ფასი-მარცხენა ვერტიკალზე და მერყეობა-მარჯვენა ვერტიკალზე</ref> name="Blockchain.info" />

მარკ ტ. უილიამსის თქმით, 2014 წლის მონაცემებით, ბიტკოინს ჰქონდა შვიდჯერ უფრო დიდი მერყეობა,ვიდრე ოქროს, რვაჯერ უფრო მეტი ვიდრე the S&P 500 ს და 18-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აშშ დოლარს[51]. Forbes- ის თანახმად, არსებობს შემთხვევები, სადაც არასტაბილურობას გავლენა არ აქვს, მაგალითად, ონლაინ თამაშები,სადაც ბიტკოინის გამომუშავება ხდება და საერთაშორისო ფულადი გზავნილები [52].2011 წელს, ერთი ბიტკოინის ღირებულება სწრაფად გაიზარდა დაახლოებით $ 0.30 აშშ დოლარიდან 32 აშშ დოლარამდე[53]. 2012 წლის მეორე ნახევარში და 2013 წელს კვიპროსის ფინანსური კრიზისის პარალელურად ბიტკოინმა ფასის ზრდა დაიწყო, 2013 წლის 10 აპრილს 266 აშშ დოლარზე მაღალი აღმოჩნდა [54]. 2013 წლის 29 ნოემბერს, ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 1,242 აშშ დოლარს მიაღწია [55]. 2014 წელს ფასები მკვეთრად დაეცა. 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით ერთი ბიტკოინი 600 აშშ დოლარი იყო [56] .2015 წლის იანვარში, ბიტკოინი დაეცა მის ყველაზე დაბალ დონეზე, 2013 წლის შემდეგ კი შეადგინა 224 აშშ დოლარი [57]. ასევე 2015 წლის იანვარში ბიზნეს ინსაიდერმა განაცხადა, რომ ნარკოტიკების დილერებისგან გაჟღერდა, რომ ისინი შემოსავლებს კარგავენ ფასის ვარდნის პროპორციულად, რადგან არ შეუძლიათ ბიტკოინების სხვა ვალუტაზე სწრაფად და მათთვის უსაფრთხოდ გადაცვლა. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ ბიტკოინის მფლობელებს უარი ეთქვათ მათ ფლობაზე, გაეყიდათ და ამით უფრო მიეცათ ბიძგი , რომ ფასი დავარდნილიყო [58]. Wall Street Journal-ის სტატიის მიხედვით, 2016 წლის 19 აპრილისთვის ბიტკონი იყო უფრო სტაბილური, ვიდრე ოქრო წინა 24 დღის განმავლობაში და ვარაუდობენ, რომ მისი ფასი მომავალში უფრო სტაბილური გახდება [59]. 2017 წლის 3 მარტს, ბიკონის ფასმა პირველად გადააჭარბა უნცია ოქროს საბაზრო ღირებულებას [60][61].

იურიდიული სტატუსი, გადასახადები და რეგულირება

ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნების გამო, მისი შეზღუდვა ან აკრძალვა შეუძლებელია, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება კრიმინალიზებული იყოს [62]. ბიტკონის იურიდიული სტატუსი არსებითად განსხვავებულია ქვეყნებს შორის. ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება ვაჭრობისთვის და სხვა მიზნებისთვის ნებადართული გახადა, ზოგიერთმა კი საერთოდ აკრძალა. რეგულაციები და აკრძალვები, რომლებიც ვრცელდება ბიტკოინზე, შესაძლოა გავრცელდეს სხვა კრიპტოვალუტებზეც[63].

კრიმინალი

კრიმინალების მიერ ბიტკოინის გამოყენება ფინანსური მარეგულირებლის, საკანონმდებლო ორგანოების, სამართალდამცავებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა [64]. SEC-მა გამოაქვეყნა გაფრთხილება ვირტუალური ვალუტის გამოყენებით საინვესტიციო სქემების შესახებ [64], ასევე აშშ-ის სენატმა 2013 წლის ნოემბერში ვირტუალური ვალუტების შესახებ მოსმენა გამართა[65] The Daily Herald,[66].რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებდნენ, რომ ბიტკონის პოპულარობის ზრდის ფონზე, მისი არალეგალური გამოყენება უფრო გაიზრდებოდა [67][68]. 2014 წელს, კენტუკის უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს "მყარი მტკიცებულებები, რომ ენთუზიასტი პროგრამისტები და უკანონო საქმიანობა ბიტკოინში ინტერესის საგანი ხდება" [69].

შენიშვნები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი