დემოკრატიის ინდექსი

დემოკრატიის ინდექსი — ინდექსი, რომელსაც ადგენს ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი და ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა და 165 — გაეროს წევრი. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომლებიც ნაწილდებიან 5 სხვადასხვა კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა.[1] რიცხვობრივ ქულასა და რანგთან ერთად ინდექსი ახარისხებს ქვეყნებს და ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. ინდექსი პირველად 2006 წელს შეადგინეს, შემდგომში გამოვიდა 2008, 2010, 2011 და 2012 წლების ანალიზიც.[2]

მსოფლიოს ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, 2016 წ.
სრული დემოკრატია:
  9-10
  8-8,9
არასრული დემოკრატია:
  7-7,9
  6-6,9
ჰიბრიდული რეჟიმი:
  5-5,9
  4-4,9
ავტორიტარული რეჟიმი:
  3-3,9
  2-2,9
  0-1,9
  არასაკმარისი მონაცემები, შეუფასებელი

მეთოდოლოგია

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული,[3] დემოკრატიის ინდექსი არის საშუალო შეწონილი, რომელიც დამყარებულია 60 კითხვაზე, თითოეულს კი ორი ან სამი დასაშვები ალტერნატიული პასუხი გააჩნია. პასუხების ნაწილს იღებენ შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევით. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა კვლევის შედეგებიც არ არსებობს, იყენებენ მსგავსი ქვეყნების მონაცემებს და ამგვარად ავსებენ ინფორმაციულ ნაპრალებს.

კითხვები ნაწილდება ხუთ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. თითოეულ პასუხს ენიჭება 0 ან 1 ქულა, ხოლო 3 პასუხიანი კითხვების შემთხვევაში ემატება 0.5-ც. თითოეულ კატეგორიაში ჯამდება რიცხვები, მრავლდება ათზე და იყოფა კატეგორიაში არსებული კითხვების რაოდენობაზე. ზოგჯერ ერთი კითხვის პასუხი აზრს უკარგავს სხვა კითხვას. მაგალითად, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მეთაურის არჩევნები თავისუფლად არ ითვლება, მაშინ შემდეგი კითხვა „არის თუ არა არჩევნები მიუკერძოებელი?“ აღარ განიხილება, არამედ ავტომატურად ენიჭება 0 ქულა. მსგავსადვე, არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად ითვლება, რომ დაბალი ქულა აისახება შესაბამისი კატეგორიის ჯამზეც. მაგალითად:

  1. „არის თუ არა ეროვნული არჩევნები თავისუფალი და მიუკერძოებელი“;
  2. „ამომრჩეველთა უსაფრთხოება“;
  3. „უცხოური ძალების გავლენა მთავრობაზე“;
  4. „საჯარო მოსამსახურეების უნარი, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა“.

ხუთი კატეგორიის ინდექსები, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი, გასაშუალოვდება, რათა მოცემული ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი იქნას მიღებული. საბოლოოდ დემოკრატიის ინდექსი მრგვალდება მეასედამდე და ამის მიხედვით წყდება, რეჟიმის ტიპების კლასიფიკაციაში სად მოთავსდება ესა თუ ის ქვეყანა.

მოხსენებას ხშირად იყენებენ საერთაშორისო პრესაში, ისევე როგორც აკადემიურ ჟურნალებში.[4]

ცვლილებები 2010 წლის შემდეგ

2012 წლის კვლევის მიხედვით, ნორვეგიამ 9.93 ქულა დააგროვა და 2010 წლიდან მოყოლებული, სიაში პირველ ადგილს იკავებს. მანამდე მოწინავე ქვეყანა შვედეთი იყო. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დაბალი, 1.08 ქულა აქვს და უკანასკნელ 167-ე ადგილზეა, ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში.[3]

დემოკრატიის საკითხში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება 2011-12 წლებში არ მომხდარა. ინდექსის მაჩვენებელი იგივე დარჩა 73 ქვეყნისთვის, გაუმჯობესდა 54-ისთვის და გაუარესდა 40-ისთვის. 2012 წლისთვის ლიბიას ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. 2012 წლის საშუალო ქულები ძალიან ჰგავს 2011 წლის შედეგებს. გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც საშუალო ქულა მეათედზე მეტით გაიზარდა - 3.62-დან 3.73-მდე და 3 ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან ჰიბრიდულზე გადავიდა (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო).[3]

2010-2011 წლებში 9 ქვეყანაში შეიცვალა რეჟიმის ტიპი, აქედან 4-ში - უარესისკენ. რუსეთი ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარულზე გადავიდა, რასაც კვლევის ავტორები უკავშირებენ 4 დეკემბრის არჩევნებსა და ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, კვლავ მიეღო მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პორტუგალიას ასევე გაუუარესდა მაჩვენებელი და არასრულ დემოკრატიაში გადაინაცვლა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზით მოხდა. ტუნისი, მავრიტანია, ეგვიპტე და ნიგერი ავტორიტარულიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდნენ, ზამბია კი - არასრულ დემოკრატიაში.[5]

დემოკრატიის ინდექსი რეჟიმის ტიპის მიხედვით

მოცემული ცხრილი აჩვენებს იმ ქვეყნების რაოდენობასა და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტულ წილს, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში ცხოვრობენ 2012 წლის მონაცემებით:[3]

რეჟიმის ტიპიქულაქვეყნები (რაოდენობა)ქვეყნები (%)მსოფლიო მოსახლეობის წილი (%)
სრულად დემოკრატიულები8.0-102515.011.3
არასრულად დემოკრატიულები6.0-7.95432.337.2
ჰიბრიდული რეჟიმები4.0-5.93722.214.4
ავტორიტარული რეჟიმები  0-3.95130.537.1

მსოფლიო მოსახლეობა გულისხმობს იმ 167 ქვეყნის ერთობლივ პოპულაციას, რომლებზეც კვლევა ჩატარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოტოვებული, ეს რიცხვი თითქმის უთანაბრდება მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის მაჩვენებელს.

დემოკრატიის ინდექსი რეგიონების მიხედვით

მოცემული ცხრილი აჩვენებს საშუალო ინდექსს მსოფლიო რეგიონების მიხედვით და იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც 2012 წლის კვლევაში შევიდა:

რანგირეგიონიქვეყნები2006[6]20082010[7]2011[5]2012
1ჩრდილოეთ ამერიკა38.648.648.638.598.59
2დასავლეთ ევროპა218.608.618.458.408.44
3ლათინური ამერიკა და კარიბები246.376.436.376.356.36
4აზია და ავსტრალაზია285.445.585.535.515.56
5ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა285.765.675.555.505.51
6სუბსაჰარული აფრიკა444.244.284.234.324.33
7ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა203.543.483.523.623.73
 მსოფლიო1675.525.555.465.495.52

ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით

ქვეყანადემოკრატიის ინდექსი 2012
 ავღანეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ალბანეთი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ალჟირი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ანდორა2 არასრული დემოკრატია
 ანგოლა5 ავტორიტარული რეჟიმი
 ანტიგუა და ბარბუდა2 არასრული დემოკრატია
 არგენტინა2 არასრული დემოკრატია
 სომხეთი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ავსტრალია1 სრული დემოკრატია
 ავსტრია1 სრული დემოკრატია
 აზერბაიჯანი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ბაჰამის კუნძულები2 არასრული დემოკრატია
 ბაჰრეინი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ბანგლადეში4 არასრული დემოკრატია
 ბარბადოსი2 არასრული დემოკრატია
 ბელორუსია5 ავტორიტარული რეჟიმი
 ბელგია1 სრული დემოკრატია
 ბელიზი2 არასრული დემოკრატია
 ბენინი2 არასრული დემოკრატია
 ბუტანი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ბოლივია4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ბოსნია და ჰერცეგოვინა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ბოტსვანა2 არასრული დემოკრატია
 ბრაზილია2 არასრული დემოკრატია
 ბრუნეი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ბულგარეთი2 არასრული დემოკრატია
 ბურკინა-ფასო5 ავტორიტარული რეჟიმი
 ბირმა5 ავტორიტარული რეჟიმი
 ბურუნდი5 ავტორიტარული რეჟიმი
 კამბოჯა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 კამერუნი5 ავტორიტარული რეჟიმი
 კანადა1 სრული დემოკრატია
 კაბო-ვერდე2 არასრული დემოკრატია
 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა5 ავტორიტარული რეჟიმი
 ჩადი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ჩილე2 არასრული დემოკრატია
 ჩინეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 კოლუმბია2 არასრული დემოკრატია
 კომორის კუნძულები5 ავტორიტარული რეჟიმი
 კოსტა-რიკა1 სრული დემოკრატია
 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა5 ავტორიტარული რეჟიმი
 კონგოს რესპუბლიკა5 ავტორიტარული რეჟიმი
 ხორვატია2 არასრული დემოკრატია
 კუბა5 ავტორიტარული რეჟიმი
 კვიპროსი2 არასრული დემოკრატია
 ჩეხეთის რესპუბლიკა1 სრული დემოკრატია
 დანია1 სრული დემოკრატია
 ჯიბუტი5 ავტორიტარული რეჟიმი
 დომინიკა2 არასრული დემოკრატია
 დომინიკელთა რესპუბლიკა2 არასრული დემოკრატია
 აღმოსავლეთი ტიმორი2 არასრული დემოკრატია
 ეკვადორი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ეგვიპტე4 ჰიბრიდული რეჟიმი
 სალვადორი2 არასრული დემოკრატია
 ეკვატორული გვინეა5 ავტორიტარული რეჟიმი
 ერიტრეა5 ავტორიტარული რეჟიმი
 ესტონეთი2 არასრული დემოკრატია
 ეთიოპია5 ავტორიტარული რეჟიმი
 ფიჯი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ფინეთი1 სრული დემოკრატია
 საფრანგეთი2 არასრული დემოკრატია
 საფრანგეთის გვიანა2 არასრული დემოკრატია
 გაბონი5 ავტორიტარული რეჟიმი
 გამბია5 ავტორიტარული რეჟიმი
 საქართველო4 ჰიბრიდული რეჟიმი
 გერმანია1 სრული დემოკრატია
 განა2 არასრული დემოკრატია
 საბერძნეთი2 არასრული დემოკრატია
 გრენადა2 არასრული დემოკრატია
 გვატემალა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 გვინეა5 ავტორიტარული რეჟიმი
 გვინეა-ბისაუ5 ავტორიტარული რეჟიმი
 გაიანა2 არასრული დემოკრატია
 ჰაიტი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ჰონდურასი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ჰონგ-კონგი2 არასრული დემოკრატია
 უნგრეთი2 არასრული დემოკრატია
 ისლანდია1 სრული დემოკრატია
 ინდოეთი2 არასრული დემოკრატია
 ინდონეზია2 არასრული დემოკრატია
 ირანი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ერაყი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ირლანდია1 სრული დემოკრატია
 ისრაელი2 არასრული დემოკრატია
 იტალია2 არასრული დემოკრატია
 კოტ-დ’ივუარი5 ავტორიტარული რეჟიმი
 იამაიკა2 არასრული დემოკრატია
 იაპონია1 სრული დემოკრატია
 იორდანია5 ავტორიტარული რეჟიმი
 ყაზახეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 კენია4 ჰიბრიდული რეჟიმი
 კირიბატი2 არასრული დემოკრატია
 ჩრდილოეთი კორეა5 ავტორიტარული რეჟიმი
 სამხრეთ კორეა1 სრული დემოკრატია
 ქუვეითი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ყირგიზეთი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ლაოსი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ლატვია2 არასრული დემოკრატია
 ლიბანი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ლესოთო2 არასრული დემოკრატია
 ლიბერია4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ლიბია4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ლიხტენშტაინი2 არასრული დემოკრატია
 ლიტვა2 არასრული დემოკრატია
 ლუქსემბურგი1 სრული დემოკრატია
 მაკედონია2 არასრული დემოკრატია
 მადაგასკარი5 ავტორიტარული რეჟიმი
 მალავი2 არასრული დემოკრატია
 მალაიზია2 არასრული დემოკრატია
 მალდივის კუნძულები4 ჰიბრიდული რეჟიმი
 მალი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 მალტა1 სრული დემოკრატია
 მარშალის კუნძულები2 არასრული დემოკრატია
 მავრიტანია4 ჰიბრიდული რეჟიმი
 მავრიკი1 სრული დემოკრატია
 მექსიკა2 არასრული დემოკრატია
 მიკრონეზიის ფედერაციული შტატები2 არასრული დემოკრატია
 მოლდოვა2 არასრული დემოკრატია
 მონაკო2 არასრული დემოკრატია
 მონღოლეთი2 არასრული დემოკრატია
 მონტენეგრო2 არასრული დემოკრატია
 მაროკო4 ჰიბრიდული რეჟიმი
 მოზამბიკი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ნამიბია2 არასრული დემოკრატია
 ნაურუ2 არასრული დემოკრატია
 ნეპალი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ჰოლანდია1 სრული დემოკრატია
 ახალი ზელანდია1 სრული დემოკრატია
 ნიკარაგუა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ნიგერი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ნიგერია5 ავტორიტარული რეჟიმი
 ნორვეგია1 სრული დემოკრატია
 ომანი5 ავტორიტარული რეჟიმი
 პაკისტანი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 პალაუ2 არასრული დემოკრატია
 პალესტინა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 პანამა2 არასრული დემოკრატია
 პაპუა-ახალი გვინეა2 არასრული დემოკრატია
 პარაგვაი2 არასრული დემოკრატია
 პერუ2 არასრული დემოკრატია
 ფილიპინები2 არასრული დემოკრატია
 პოლონეთი2 არასრული დემოკრატია
 პორტუგალია2 არასრული დემოკრატია
 კატარი5 ავტორიტარული რეჟიმი
 რუმინეთი2 არასრული დემოკრატია
 რუსეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 რუანდა5 ავტორიტარული რეჟიმი
 სენტ-კიტსი და ნევისი2 არასრული დემოკრატია
 სენტ-ლუსია2 არასრული დემოკრატია
 სენტ-ვინსენტი და გრენადინები2 არასრული დემოკრატია
 სამოა2 არასრული დემოკრატია
 სან-მარინო2 არასრული დემოკრატია
 სან-ტომე და პრინსიპი2 არასრული დემოკრატია
 საუდის არაბეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 სენეგალი2 არასრული დემოკრატია
 სერბეთი2 არასრული დემოკრატია
 სეიშელის კუნძულები2 არასრული დემოკრატია
 სიერა-ლეონე4 ჰიბრიდული რეჟიმი
 სინგაპური4 ჰიბრიდული რეჟიმი
 სლოვაკეთი2 არასრული დემოკრატია
 სლოვენია2 არასრული დემოკრატია
 სოლომონის კუნძულები2 არასრული დემოკრატია
 სომალი5 ავტორიტარული რეჟიმი
 სამხრეთ აფრიკა2 არასრული დემოკრატია
 სამხრეთი სუდანი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ესპანეთი1 სრული დემოკრატია
 შრი-ლანკა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 სუდანი5 ავტორიტარული რეჟიმი
 სურინამი2 არასრული დემოკრატია
 ესვატინი5 ავტორიტარული რეჟიმი
 შვედეთი1 სრული დემოკრატია
 შვეიცარია1 სრული დემოკრატია
 სირია5 ავტორიტარული რეჟიმი
 ტაივანი2 არასრული დემოკრატია
 ტაჯიკეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ტანზანია4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ტაილანდი2 არასრული დემოკრატია
 ტოგო5 ავტორიტარული რეჟიმი
 ტონგა2 არასრული დემოკრატია
 ტრინიდადი და ტობაგო2 არასრული დემოკრატია
 ტუნისი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 თურქეთი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 თურქმენეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ტუვალუ2 არასრული დემოკრატია
 უგანდა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 უკრაინა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 არაბთა გაერთიანებული საამიროები5 ავტორიტარული რეჟიმი
 გაერთიანებული სამეფო1 სრული დემოკრატია
 ამერიკის შეერთებული შტატები1 სრული დემოკრატია
 ურუგვაი1 სრული დემოკრატია
 უზბეკეთი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ვანუატუ2 არასრული დემოკრატია
 ვენესუელა4 ჰიბრიდული რეჟიმი
 ვიეტნამი5 ავტორიტარული რეჟიმი
 დასავლეთი ნაპირი4 ჰიბრიდული რეჟიმი
 დასავლეთი საჰარა5 ავტორიტარული რეჟიმი
 იემენი5 ავტორიტარული რეჟიმი
 ზამბია2 არასრული დემოკრატია
 ზიმბაბვე5 ავტორიტარული რეჟიმი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი