კელტური ენები


კელტური ენები — მონათესავე ენათა ჯგუფი, ნაწილი ინდოევროპული ენების ოჯახისა. ოდესღაც კელტურ ენებზე ლაპარაკობდნენ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილში, ისინი ახლა შემორჩენილია მხოლოდ უკიდურეს დასავლეთით: ირლანდიაში, უელსში, ბრეტანში, კორნუოლში, შოტლანდიაში.

კელტური
kɛltɪk
გავრცელებულიადიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი

ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკა

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

ლინგვისტური კლასიფიკაციაინდოევროპული ოჯახი:
კელტური ენები
დამწერლობის სისტემალათინური
ენის კოდებიISO 639-2: cel
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ისტორია

კელტური ენების და ერების გავრცელება ევროპაში დაკავშირებული არის რკინის ხანასთან ხოლო შემდგომ ლათინურ კულტურასთან. სავარაუდო სამშობლოდ მიიჩნევა ცენტრალური ევროპა მდინარე რაინსა და დუნაის შორის. I ათასწლეულის პირველ ნახევარში მათ შეაღწიეს ბრიტანეთის კუნძულზე დაახლოებით VII-ში ჩვ.წ, გალიაში VI-ში ჩვ.წ., იბერიის ნახევარკუნძულზე V-ში ჩვ.წ. ისინი ვრცელდებოდნენ სამხრეთით ალპების გავლით და სახლდებოდნენ ჩრდილოეთ იტალიაში და ბოლოს III საუკუნეში ჩვ.წ. მიაღწიეს საბერძნეთამდე და მცირე აზიამდე.

კლასიფიკაცია

კელტური ენები ინდოევროპული ენების ერთ-ერთი დასავლური ოჯახია. ის ახლოსაა იტალიკურ და გერმანიკულ ენებთან. მიუხედავად ამისა კელტურ ენებს ყველა შეხედულებით არ ჩამოუყალიბდა სპეციფიკური ერთობა სხვა ჯგუფებთან, როგორც ზოგჯერ ადრე თვლიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსგავსი ჰიპოთეზა კელტურ-იტალიკურის ენების ერთობისა ეკუთვნის ფრანგ მეცნიერ ანტუან მეიეს.

კელტური ენები იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად: გოიდელური, ბრიტული, გალიური და ჰისპანო-კელტური.

კელტური ენების შიდა გენეალოგიურ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. ძირითადი ჰიპოთეზის მიხედვით კელტურ ენებს ყოფენ კუნძულოვან (ახალ კელტურ) ენებად და კონტინენტურ (ძველ კელტურ) ენებად. მსგავსი დაყოფა ხდება, როგორც ლინგვისტური, ასევე ქრონოლოგიური ურთიერთკავშირის და ტერიტორიული გავრცელების მიხედვით. კუნძულოვან ენათა ჯგუფში აჯგუფებენ ცოცხალ და არც ისე დიდი ხნის წინ გამქრალი ენებს: ბრიტულს და გოიდელურს, ხოლო კონტინენტურში მკვდარ და ძალიან ცუდად დოკუმენტირებული ენებს: ჰისპანო-კელტურს და გალიურს. ჰიპოთეზის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ ლინგვისტურ მახასიათებლებზე, რომელიც V საუკუნის შემდეგ გაჩნდა ძირითადად კუნძულოვანი ენებში, მათ შეიძინეს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომელთა უმრავლესობაც უნიკალურია არა მარტო კელტური ენების ფარგლებში, არამედ მთლიანად ინდოევროპულ ოჯახში.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით ეგრეთ წოდებულ Q ჯგუფის ენებში ერთიანდება გალიური და ბრიტული ენები, ხოლო P ჯგუფში ჰისპანო-კელტური ენები და გოიდელური ენები.

კუნძულოვანი კელტური ენები

კონტინენტალური ენები

  • გალიური ენები
    • გალიური ენა
    • ლეპონტიური ენა
    • გალათიური ენა
    • ნორიული ენა
  • ჰისპანო-კელტური ენები
    • კელტიბერიული ენა
    • გალეციური ენა
    • ლუზიტანური ენა ?
    • ტარტესიული ენა ?

დღევანდელი მდგომარეობა

ენამშობლიური სახელიჯგუფისულ მოსაუბრეარეალი
უელსური ენაCymraegბრიტული ენებიუელსი: 611 000
ინგლისი: 150 000
არგენტინა: 5 000
 უელსი
ირლანდიური ენაGaeilgeგოიდელური ენებიირლანდიის რესპუბლიკა: 538 283
ჩრდ. ირლანდია: 95 000
აშშ: 18 000
ირლანდია
ბრეტონული ენაBrezhonegბრიტული ენებიბრეტანი: 200 000  ბრეტანი
შოტლანდიური ენაGàidhligგოიდელური ენებიშოტლანდია:92 400  შოტლანდია
კორნუოლური ენაKernewekბრიტული ენებიკორნუოლი: 3 000  კორნუოლი
მენური ენაGaelgგოიდელური ენებიმენი: 1 700  კუნძული მენი

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი