სიბორგიუმი

სიბორგიუმი
106Sg
[269]
5f14 6d4 7s2

სიბორგიუმი[1] (ლათ. Seaborgium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილჰექსიუმი (ლათ. Unnilhexium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ვოლფრამი (Eka-tungsten) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეექვსე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეექვსე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 106, სიმკვრივე — 23-24 გ/სმ3. სახელი დაერქვა ამერიკელი ქიმიკოსის გლენ თეოდორ სიბორგის პატივსაცემად.

სიბორგიუმი, 106Sg
ზოგადი თვისებები
მასური რიცხვი 269
სიბორგიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადიჰელიუმი
ლითიუმიბერილიუმიბორინახშირბადიაზოტიჟანგბადიფთორინეონი
ნატრიუმიმაგნიუმიალუმინისილიციუმიფოსფორიგოგირდიქლორიარგონი
კალიუმიკალციუმისკანდიუმიტიტანივანადიუმიქრომიმანგანუმირკინაკობალტინიკელისპილენძითუთიაგალიუმიგერმანიუმიდარიშხანისელენიბრომიკრიპტონი
რუბიდიუმისტრონციუმიიტრიუმიცირკონიუმინიობიუმიმოლიბდენიტექნეციუმირუთენიუმიროდიუმიპალადიუმივერცხლიკადმიუმიინდიუმიკალასტიბიუმიტელურიიოდიქსენონი
ცეზიუმიბარიუმილანთანიცერიუმიპრაზეოდიმინეოდიმიპრომეთიუმისამარიუმიევროპიუმიგადოლინიუმიტერბიუმიდისპროზიუმიჰოლმიუმიერბიუმითულიუმიიტერბიუმილუტეციუმიჰაფნიუმიტანტალივოლფრამირენიუმიოსმიუმიირიდიუმიპლატინაოქროვერცხლისწყალითალიუმიტყვიაბისმუტიპოლონიუმიასტატირადონი
ფრანციუმირადიუმიაქტინიუმითორიუმიპროტაქტინიუმიურანი (ელემენტი)ნეპტუნიუმიპლუტონიუმიამერიციუმიკიურიუმიბერკელიუმიკალიფორნიუმიაინშტაინიუმიფერმიუმიმენდელევიუმინობელიუმილოურენსიუმირეზერფორდიუმიდუბნიუმისიბორგიუმიბორიუმიჰასიუმიმეიტნერიუმიდარმშტადტიუმირენტგენიუმიკოპერნიციუმინიჰონიუმიფლეროვიუმიმოსკოვიუმილივერმორიუმიტენესინიოგანესონი
W

Sg

(Uhn)
დუბნიუმისიბორგიუმიბორიუმი
ატომური ნომერი (Z) 106
ჯგუფი 6
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 5f14 6d4 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 32, 12, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
სიმკვრივე (ო.ტ.) 23–24 გ/სმ3
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 0, (+3), (+4), (+5), +6
ელექტროდული პოტენციალი
იონიზაციის ენერგია
  • 1: 757 კჯ/მოლ
  • 2: 1733 კჯ/მოლ
  • 3: 2484 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 132 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 143 პმ
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება სინთეზირების შედეგად
მესრის სტრუქტურა კუბური მოცულობაცენტრირებული
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
CAS ნომერი 54038-81-2
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს გლენ თეოდორ სიბორგი
აღმომჩენია Lawrence Berkeley National Laboratory (1974)
სიბორგიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპიგავრცე­ლება­დობანახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
265Sgსინთ8.9 წმα261Rf
265mSgსინთ16.2 წმα261mRf
267Sgსინთ1.4 წთ17% α263Rf
83% სდ
269Sgსინთ14 წთα265Rf
271Sgსინთ31 წმ73% α267Rf
27% სდ

ისტორია

სიბორგიუმი სინთეზირებული იქნა 1974 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოურენსის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიაში ბერკლიში[2]. ახალი ელემენტის მისაღებად გამოყენებული იქნა 249Cf+18O→263106+4n -ის რეაქცია. ნუკლიდები იდენტიფიცირებული იქნა α-დაშლით 259Rf-ად და შემდეგ 255No-ში. ამავ დროს და დამოუკიდებლად მომუშავე დუბნას ჯგუფმა გიორგი ფლიოროვისა და იური ოგანესიანის მეთაურობით გამოაქვეყნა 106-ე ლემენტის სინთეზის მონაცემები ტყვიის და ქრომის ბირთვების შერწყმის რეაქციისას[3]. მეცნიერები მათ მიერ ნანახ ბირთვ 259106-ის სპონტანური დაშლის რეაქციის პროდუქტის ნახევარდაშლის პერიოდს მიაწერდნენ რამდენიმე მილიწამს[4]-ის სპონტანურ დაყოფას. ეს მიღწევა აღიარებლ იქნა როგორც მეცნიერული აღმოჩენა და შეტანი იქნა სსრკ-ს სახელმწიფო რეესტრში № 194-ად 1974 წლის 11 ივლისი პრიორიტეტითსემდეგი ფორმულირებით:«დადგენილ იქნა აქამდე უცნობი 106 ატომური ნომრით რადიოაქტიური ელემენტის იზოტოპის წარმოქმნის მოვლენა, რაც ვლინდებოდა ქრომის აჩქარებული იონების მეშვეობით ტყვიის იზოტოპის დასხივებით შედეგად ტყვიისა და ქრომის ბირთვების შერწყმა და 106 ელემენტის იზოტოპის წარმოქმნით რომლის ნახევარდაშლის პერიოდი მიახლოებით 0,01 წმ-ია»[5].

IUPAC-ის სამუშაო ჯგუფმა 1993 წ. დაადგინა, რომ დუბნის ჯგუფის მუშაობას ჰქონდა დიდ მნიშვნელობა შემდგომი კვლევებისათვის, მაგრამ, ბერკლის ჯგუფის მუშაბისგან განსხვავებით ვერ მოახდინა ახალი ელემენტის წარმოქმნის დამაჯერებელი დემონსტრაცია[6]. ამიტომაც 1997 წ. IUPAC (თავისი ადრინდელი რეკომენდაციის მიუხედავად, სადაც გამოთქმული იყო საბჭოთა მეცნიერების წინადადებაზე თანხმობა ეწოდებინათ ელემენტისათვის «რეზერფორდიუმი»[7]) მიიღო გადაწყვეტილება ელემენტისათვის მიენიჭებინა სახელი ბერკლის უნივერსიტეტის გამოჩენილი ფიზიკოსის გლენ სიბორგის პატივსაცემად[8], რომელიც მონაწილეობდა პლუტონიუმის და სხვა ცხრა ტრანსურანული ელემენტების აღმოჩენაში. სიბორგი გახდა პირველი მეცნიერი, რომლის სახელი მიენიჭა ელემენტს სიცოცხლეშივე.[9].

სიბორგიუმი მიღებულ იქნა ხელოვნურად, ბირთვული სინთეზის გზით. ატომურ ბირთვში ნაწილაკების დიდი რაოდენობა ატომს აქცევს არასტაბილურად და იწვევს მის დაყოფას უფრო ნაკლებ ნაწილაკებად წარმოქმნისთანავე.

სიბორგიუმი მიეკუთვნება ტრანსაქტინოიდების რიცხვს, სავარაუდოდ მდებარეობს მენდელეევის სისტემის მე-7 პერიოდის, VIB ჯგუფში. სიბორგიუმის ატომის ელექტრონების გარე სამი შრის ფორმულა სავარაუდოდ შემდეგია:

5s2 p6 d10 f14 6s2 p6 d4 7s2.

მეცნიერებმა მიიღეს სიბორგიუმის რამდენიმე იზოტოპი, რომლის მასური რიცხვია 258—267, 269 და 271, რომლებიც განსხვავდებიან ნახევარდაშლის პერიოდით. ყველაზე დიდი ნახევარდაშლის პერიოდი (3,1 წთ) აქვს 269Sg.

ცნობილი იზოტოპები

იზოტოპიმასანახევარდაშლის პერიოდი[10]დაშლის ტიპი
258Sg258 მლწმ.სპონტანური დაყოფა
259Sg259 წმ.α-დაშლა 255Rf (90 %);
სპონტანური დაყოფა
260Sg2603,6±0,9 მლწმ.α-დაშლა 256Rf;
სპონტანური დაყოფა
261Sg2610,23±0,06 წმα-დაშლა 257Rf
262Sg262 მლწმ.სპონტანური დაყოფა;
α-დაშლა 258Rf (< 22 %)
263Sg2631,0±0,2 წმα-დაშლა 259Rf;
სპონტანური დაყოფა (< 30 %)
264Sg264 მლწმ.სპონტანური დაყოფა
265Sg2658±3 წმსპონტანური დაყოფა;
α-დაშლა 261Rf
266Sg266 წმ.სპონტანური დაყოფა;
α-დაშლა 262Rf
267Sg2671,4 წთსპონტანური დაყოფა;
α-დაყოფა 263Rf
269Sg269 წთ.α-დაშლა 265Rf
271Sg271 წთ.α-დაშლა 267Rf;
სპონტანური დაყოფა

ქიმიური ნაერთები

ცნობილია სიბორგიუმის შემდეგი ნაერთები: SgO2Cl2, SgO2F2, SgO3, H2SgO3, ასევე კომპლექსური იონები [SgO2F3]- и [Sg(OH)5(H2O)]+.

შესწავლილია სიბორგიუმის კარბონილური კომპლექსი Sg(CO)6[11].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი