ბურჯ-ხალიფა

ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი (არაბ.:برج خليفة „ხალიფას კოშკი“) — სუპერმაღალი ცათამბჯენი დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში. აღიარებულია როგორც ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმითი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc.

ბურჯ ხალიფა
არაბ. برج خليفة
ინფორმაცია
სტატუსიდასრულებული
საძირკველი ჩაეყარა21 სექტემბერი 2004
აშენდა2004-2010
გაიხსნა4 იანვარი, 2010 წელი [1][2]
დანიშნულებაშერეული
სიმაღლე
ანტენა/ქიმი828
სახურავი688
ბოლო სართული688 მ
ტექნიკური დეტალები
სართული162 სართული[3]
ფართი334000 მ2
კომპანიები
არქიტექტორიSkidmore, Owings and Merrill
სტრუქტ. ინჟინერიბილ ბეიკერი SOM–დან[4]
სერვის ინჟინერიბილ ბეიკერი SOM–დან[4]
დამკვეთიTurner
Samsung
Besix
Arabtec
Grocon[5]
Bauer AG[5]
Middle East Foundations[5]
Otis[5]
Lerch Bates[5]
Schmidlin[5]
Al Naboodah[5]
Laing O'Rourke[5]
დეველოპერიEmaar

მნიშვნელოვანი მოვლენები

  • იანვარი 2004 – ქვაბულის გათხრები იწყება.
  • თებერვალი 2004 – იდგება ხიმინჯები.
  • მარტი 2005 – შენობა იწყებს ზრდას.
  • ივნისი 2006 – შენობამ 50–ე სართულს მიღწია.
  • თებერვალი 2007 – ბურჯ ხალიფას შენობა ასწრებს სირსის ტაუერს სართულების რაოდენობით.
  • ივლისი 2007 – ბურჯ ხალიფა სიმაღლით ასწრებს ტაიპეი 101–ს, რის შედეგად მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ხდება. წვდება 141–ე სართულს.
  • აგვისტო 2007 – სიმაღლით ასწრებს უილის თაურსის ანძას.
  • აპრილი 2008 – სიმაღლით ასწრებს კვლი–ტვ–ის ანძას, რის შედეგადაც მსოფლიოში ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა ხდება. წვდება 160–ე სართულს.
  • ივნისი 2008 – ემირი აცხადებს, რომ ბურჯ ხალიფას სიმაღლე 636 მეტრია, ხოლო მისი საბოლოო სიმაღლე არ გამოვლინდება სანამ ბოლომდე არ აშენებდა.
  • სექტემბერი 2008 – შენობის სიმაღლე აღწევს 688 მეტრს, რითაც ბურჯ ხალიფა ხდება ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აშენებულა. ამ შედეგით იგი ასწრებს ვარშავის რადიოანძას.
  • ოქტომბერი 2009 – დასრულდა შენობის ექსტერიერი.
  • იანვარი 2010 – ბურჯ ხალიფა ოფიციალურად იხსნება. მისი ძველი სახელი ბურჯ დუბაი ბურჯ ხალიფათი იცვლება, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ნაიანის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი