დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკებიდედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
დონალდ დაკი (ინგლ.Donald Duck - იხვი დონალდი) — უოლტ დისნეის სტუდიების ანიმაციური ფილმებისა და სხვადასხვა გამომცემლობის კომიქსების პერსონაჟი. დონალდი თეთრი ანთროპომორფული იხვია, მოყვითალო-ნარინჯისფერი ნისკარტით, თათებითა და ტერფებით. როგორც წესი, მეზღვაურის პერანგი და კეპი აქვს, თუმცა უშარვლოდაც დადის (ცურვის დროს აცვია გამონაკლისის სახით).
დონალდის განთქმულ ხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად საცნობი ხმა იყო ანიმაციის ისტორიაში, 1985 წლამდე განასახიერებდა კლარენს „დაკი“ ნეში. ნეში ვატონგას ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან იყო წარმოშობით, ოკლაჰომას შტატიდან, და საკუთარი ხმის წყალობით საყოველთაოდ ცნობილ ვარსკვლავად იქცა.