მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ვალენტინა ტერეშკოვა
ვალენტინა ტერეშკოვა

ვალენტინა ვლადიმერის ასული ტერეშკოვა (დ. 6 მარტი, 1937, სოფ. დიდი მასლენიკოვო, ტუტაევის რაიონი, იაროსლავლის ოლქი)— პირველი ქალი-კოსმონავტი, პოლკოვნიკ-ინჟინერი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 ივნისი, 1963).

1954 — 1960 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ადგილას. კოსმონავტთა რაზმშია 1962 წლიდან. 1963 წლის 16—19 ივნისს ქალთა შორის პირველმა იფრინა კოსმოსში. ხომალდ „ვოსტოკ-6-ით“ ვალერი ბიკოვსკისთან ჯგუფური ფრენისას 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 1969 წელს ტერეშკოვამ დაამთავრა ნ. ჟუროვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-06-16|center|300x300px|თარგი:Potd/2024-06-16 (ka)]]

სიახლეები

კლაუდია შეინბაუმი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


16 ივნისი — ამ დღეს...

ვალენტინა ტერეშკოვა
ვალენტინა ტერეშკოვა
  • 632 : სპარსეთის იმპერიის ტახტზე ადის იეზდიგერდ III, სასანიანების უკანასკნელი მმართველი.
  • 1487 : ვარდების ომის დასასრული: ლანკასტრელებმა იორკისტები დაამარცხეს სტოუკ-ფილდის ბრძოლაში, ინგლისი.
  • 1745 : ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის : ბრიტანელებმა უილიამ პეპერელის ხელმძღვანელობით აიღეს ფრანგული ციხესიმაგრე ლუისბურგი კეიპ-ბრეტონის კუნძულზე ექვსკვირიანი ალყის შემდეგ.
  • 1815 : ნაპოლეონის ომები : ნაპოლეონის ჯარებმა პრუსიელები დაამარცხეს ლინის ბრძოლაში. პარალელურად ფრანგმა მარშალმა მიშელ ნეიმ სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა ინგლის-ჰოლანდიური არმიის წინააღმდეგ კატრ-ბრის ბრძოლაში.
  • 1925 : ახალგაზრდა პიონერთა ბანაკი არტეკი გაიხსნა საბჭოთა კავშირში.
  • 1963 : ხომალდ ვოსტოკ-6-ზე ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში გაფრენილი პირველი ქალი გახდა.
  • 1977 : ლეონიდ ბრეჟნევი სსრკ-ის სახელმწიფო მეთაური გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი