მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მდგომარეობა სტიქიის ზონაში ზვიად ავალიანის ფოტო
მდგომარეობა სტიქიის ზონაში
ზვიად ავალიანის ფოტო
თბილისის 2015 წლის წყალდიდობა — წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიურ უბედურებას შეეწირა 19 ადამიანის სიცოცხლე, დაკარგულია 6 ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა. თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-06-13|center|300x300px|თარგი:Potd/2024-06-13 (ka)]]

სიახლეები

კლაუდია შეინბაუმი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


13 ივნისი — ამ დღეს...

კატარინა ფონ ბორა
კატარინა ფონ ბორა
  • 313 : კონსტანტინე დიდმა და ლიცინიუსმა მილანის ედიქტს მოაწერეს ხელი.
  • 1525 : რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებული მღვდელთათვის თავშეკავების დისციპლინის დეკრეტის საწინააღმდეგოდ მარტინ ლუთერმა კატარინა ფონ ბორაზე (სურათზე) იქორწინა.
  • 1886 : ბავარიის მეფე ლუდვიგ II გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს სტარნბერგის ტბაში, მიუნხენთან.
  • 1898 : კანადაში ჩამოყალიბდა იუკონის ტერიტორია, კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების გამო ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე მოსახლეობის საგრძნობლად გაზრდის გამო.
  • 1944 : გერმანიამ პირველად გამოიყენა სამხედო მიზნებისთვის მფრინავი რაკეტა ფაუ-1 (დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ).
  • 1955 : საბჭოთა კავშირში პირველი ალმასის საბადო მირის კარიერი აღმოაჩინეს.
  • 2007 : შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ რაც არჩევნების მეორე რაუნდში მისმა ორივე ოპონენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი