მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ალექსანდრე დიდი
ალექსანდრე დიდი
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

დღის სურათი

უგანდური კობების შეწყვილება
უგანდური კობების შეწყვილება
უგანდური კობების შეწყვილება

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


22 მაისი — ამ დღეს...

სოციალისტური შრომის გმირის ორდენი
სოციალისტური შრომის გმირის ორდენი
  • ძვ. წ. 334 : ბერძნები ალექსანდრე დიდის მეთაურობით ამარცხებენ დარიოს III-ს გრანიკოსის ბრძოლაში.
  • 1856 : მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეა დაარსდა.
  • 1906 : ძმებმა რაიტებმა პატენტი მიიღეს აეროპლანის წარმოებაზე.
  • 1940 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაწესდა სოციალისტური შრომის გმირის ორდენი (სურათზე).
  • 1947 : ცივი ომი - კომუნიზმის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თურქეთსა და საბერძნეთს სამხედრო და ეკონომიური დახმარების სახით $400 მილიონიანი გრანტი გადასცა.
  • 1960 : დღემდე დაფიქსირებული უძლიერესი, რიხტერის შკალით 9,5 ბალის, მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ჩილეში.
  • 1977 : აღმოსავლეთის ექსპრესის, რომელიც პარიზსა და სტამბოლს შორის დადიოდა 1883 წლიდან, ბოლო რეისი შედგა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი