მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ნაპოლეონი
ნაპოლეონი

ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა − გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.

დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

დღის სურათი

ნაპოლეონ ბონაპარტეს პორტრეტი, ფრანსუა ჟერარი, 1803 წელი
ნაპოლეონ ბონაპარტეს პორტრეტი, ფრანსუა ჟერარი, 1803 წელი
ნაპოლეონ ბონაპარტეს პორტრეტი, ფრანსუა ჟერარი, 1803 წელი

სიახლეები

გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


18 მაისი — ამ დღეს...

ვლადისლავ ანდერსი
ვლადისლავ ანდერსი
  • 1804 : ნაპოლეონ I საფრანგეთის იმპერატორად გამოცხადდა.
  • 1896 : აშშ-ის უზენაესი სასამართლო ისტორიულ საქმეში პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ ამართლებს საზოგადო ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის ლეგალურობას „ცალკეული, მაგრამ თანასწორი“ დოქტრინით.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი : პოლონეთის ჯარები გენერალ-ლეიტენანტ ვლადისლავ ანდერსის (სურათზე) მეთაურობით ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ ქალაქ კასინოს იღებენ იტალიაში.
  • 1944 : დაიწყო ყირიმელი თათრების იძულებითი გასახლება სსრ კავშირის აღმოსავლეთ რეგიონებში.
  • 1948 : ჩინეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო იუანის პირველი სხდომა ჩატარდა იმჟამად დედაქალაქ ნანკინში.
  • 1989 : სტრატოვულკან სენტ-ჰელენზის ამოფრქვევამ ვაშინგტონის შტატში ასობით ჰექტარი მიწა გაანადგურა და 57 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1989 : ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ლიტვის დამოუკიდებლობის შესახებ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი