მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ჯორჯ ვაშინგტონი
ჯორჯ ვაშინგტონი

ჯორჯ ვაშინგტონი (ინგლ. George Washington; დ. 22 თებერვალი 1732, ვესმორლენდ-ქაუნთი, აშშ — გ. 14 დეკემბერი 1799, მაუნტ-ვერნონი, აშშ) — ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი 1789-1797 წლებში.

ჯორჯ ვაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მიიღეს, აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს დაარსდა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ-ვერნონში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.

დღის სურათი

ფოტომონტაჟი
ფოტომონტაჟი
ფოტომონტაჟი

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


30 აპრილი — ამ დღეს...

აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონია ლუიზიანის შეერთებისას
აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონია ლუიზიანის შეერთებისას
  • 1006 : SN 1006 ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ზეახალი ვარსკვლავი, პირველად გამოჩნდა მგლის თანავარსკვლავედში, რომელიც მომდევნო დღეს შეამჩნიეს დამკვირვებლებმა შვეიცარიაში, ეგვიპტეში, ჩინეთსა და იაპონიაში.
  • 1789 : ჯორჯ ვაშინგტონი ფიცს დებს ნიუ-იორკში და აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ხდება.
  • 1812 : ლუიზიანა (ორლეანის ტერიტორია) აშშ-ის მე-18 შტატი გახდა (სურათზე — საფრანგეთის დროშის დაშვებისა და აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონია).
  • 1838 : ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციისგან თავს დამოუკიდებლად აცხადებს .
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი : ბერლინთან მოახლოებული მოკავშირეების გარდაუვალი შურისძიების შიშით ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს ქორწინებიდან ერთი დღის შემდეგ.
  • 1975 : ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებმა საიგონი აიღეს, რითაც ვიეტნამის ომი დასრულდა სამხრეთ ვიეტნამის უპირობო კაპიტულაციით.
  • 1993 : ინტერნეტის (World Wide Web) დაბადების დღე.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი