მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

შავი პენი
შავი პენი
შავი პენი (ინგლ. Penny Black) — მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, რომელიც გამოსცა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ 1840 წლის 1 მაისს. მარკის შავ–თეთრ ნახატზე გამოსახულია დედოფალი ვიქტორია, მისი ღირებულება იყო 1 პენი. სწორედ შავი ნახატისა და ერთი პენის ღირებულების გამო ეწოდა ამ ლეგენდარულ მარკას „შავი პენის“ სახელი. მარკა მიმოქცევაში გამოვიდა არაოფიცილაურად 2 მაისს, ლონდონში, ხოლო 6 მაისიდან ცირკულირებდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიაზე. მარკის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც – „ლურჯი პენი“ (ინგლ. Two Pence Blue) ლურჯ ფერში შესრულებული დედოფალ ვიქტორიას პორტრეტით და 2 პენსის ღირებულებით.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-05-6|center|300x300px|თარგი:Potd/2024-05-6 (ka)]]

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


6 მაისი — ამ დღეს...

ეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი
  • 1527 : რენესანსის დასასრული: კარლოს V-ის ჯარებმა რომი გაანადგურეს.
  • 1682 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ სამეფო კარი ვერსალში გადაიტანა.
  • 1840 : საფოსტო მარკა შავი პენი ძალაში შევიდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
  • 1889 : ეიფელის კოშკი (სურათზე) გაიხსნა პარიზის უნივერსალურ ექსპოზიციაზე.
  • 1940 : ჯონ სტაინბეკი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა რომანისთვის „მრისხანების მტევნები“.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი : პრაღის ოპერაციააღმოსავლეთის ფრონტის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა დაიწყო.
  • 1994 : ლა-მანშის გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ.
  • 2004 : ვარდების რევოლუცია აჭარაში: ასლან აბაშიძე მოსკოვში გაიქცა.
  • 2007 : ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53%-ით სოციალისტი სეგოლენ რუაიალი დაამარცხა.
  • 2011 : გაერთიანებულ სამეფოში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამართულ რეფერენდუმზე, ამომრჩევლებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვეს.
  • 2012 : ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი