მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ვარშავის გეტო
ვარშავის გეტო

ვარშავის გეტოს აჯანყება (იდიშ. אױפֿשטאַנד אין װאַרשעװער געטאָ; პოლ. Powstanie w getcie warszawskim; გერმ. Aufstand im Warschauer Ghetto) — ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.

აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.

დღის სურათი

ოტო პინეს სკულპტურის დეტალი, მიუნსტერი
ოტო პინეს სკულპტურის დეტალი, მიუნსტერი
ოტო პინეს სკულპტურის დეტალი, მიუნსტერი

სიახლეები

გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


16 მაისი — ამ დღეს...

  • 1703 : პეტერბურგი დაარსდა — პეტრე I-მა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეს ჩაუყარა საძირკველი.

  • 1811 : ნახევარკუნძულის ომი — მოკავშირეები (ესპანეთი, პორტუგალია და ბრიტანეთი) საფრანგეთს ამარცხებენ ალბუერის ბრძოლაში.
  • 1812 : რუსეთსა და თურქეთს შორის ბუქარესტის ზავით ფოთი და ახალქალაქი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა.
  • 1920 : ჟანა დ'არკი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
  • 1929 : ამერიკის კინოაკადემიის პირველი ჯილდოები (სურათზე) გაიცა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
  • 1966 : ჩინეთის კომპარტიამ გამოსცა „16 მაისის ცნობა“ — ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო.
  • 1969 : საბჭოთა კოსმოსური აპარატი ვენერა-5 პლანეტა ვენერაზე დაეშვა.
  • 1997 : ზაირის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო ქვეყნიდან გაიქცა.
  • 2007 : ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი